logo2
logo2
logo2
არქივი
« მარტი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
«guardian.ng» (ნიგერია): საქართველო-საუკეთესო ადგილი სამოგზაუროდ, თუმცა გემრიელი საჭმელებისა და საუკეთესო ღვინის ფონზე ფიგურა აუცილებლად უნდა აკონტროლოთ
«guardian.ng» (ნიგერია): საქართველო-საუკეთესო ადგილი სამოგზაუროდ, თუმცა გემრიელი საჭმელებისა და საუკეთესო ღვინის ფონზე ფიგურა აუცილებლად უნდა აკონტროლოთ
09:26 31.07.2018
"გულკეთილი ხალხი, ულამაზესი პეიზაჟები და აქტიური ღამის ცხოვრება... უამრავი მიზეზი არსებობს იმისათვის, თუ რატომ ხდება თბილისი სულ უფრო მიმზიდველი და პოპულარული ადგილი საზაფხულო დასვენებისათვის. ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ნიგერიული პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს ვიზებით ქვეყანაში შესვლისთანავე უზრუნველყოფს"-ასე იწყება ნიგერიული გამოცემის, «guardian.ng»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც საქართველოს ეძღვნება.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მარი-ტერეზე უკროს ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას:

საქართველო გეოგრაფიულად ევრაზიაში მდებარეობს, მაგრამ ქართველები საკუთარ ქვეყანას „ევროპის აივნად“ მიიჩნევენ. მართლაცდა, ვინც ამ ქვეყანაში იმოგზაურებს, საკუთარი თვალით ნახავს, თუ რამდენად მრავალფეროვანი და თვალწარმტაცი ეს კუთხე. საქართველოს იმიტომ უწოდებენ „ევროპის აივანს“, რომ მას აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი აკრავს, დასავლეთიდან - თურქეთი, სამხრეთიდან - სომხეთი (ახლოა ირანიც) და ჩრდილოეთიდან - რუსეთი, ანუ ქვეყანა შემოსაზღვრულია სხვადასხვა კულტურებით, რომლებმაც თბილისსაც განმასხვავებელი ინდივიდუალობა შესძინეს.

საქართველოს ძირითად ღირსშესანიშნაობად ითვლება გასაოცარი კავკასიის მთები, სადაც თბილისიდან ადვილად მიხვალთ და მათი ნახვა სიცოცხლის ბოლომდე წარუშლელ შთაბეჭდილებას გპირდებათ. აქ ყველა ადგილი ლამაზია, მაგრამ მაინც გირჩევთ თუშეთის ეროვნული პარკის დათვალიერებას. შესაძლოა აქაურმა მთებმა შოტლანდია გაგახსენოთ, მაგრამ თუშეთი უფრო ლამაზია თავისი ინდივიდუალობით.

რადგანაც თბილისი ტურისტულ რუკაზე ცხელ წერტილადაა მიჩნეული, გირჩევთ კავკასიის მთები უფრო ადრე მოინახულოთ, ვიდრე მაშინ, როცა „ტურისტული წყალდიდობა“ დაიწყება. გასაკვირი არაა, რომ ევროპის უმაღლესი მწვერვალიც საქართველოში მდებარეობს - 5642 მეტრიანი იალბუზის მთა!

ნიგერიელი აუცილებლად იგრძნობს იმას, თუ როგორ გამაცოცხლებლად მოქმედებს მოგზაურზე თბილისი. ადგილობრივი ბაზრები სავსეა ახალი ხილით, ბოსტნეულით, ხორცით... აქ ნახავთ უამრავ საიუველირო ნაკეთობებს და შეიძენთ თქვენთვის სასურველ სამახსოვრო ნივთს. ფასები არ არ აწერია და ამიტომ შევაჭრება შეიძლება.

ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფიგურას, თორემ საქართველოში იმდენი გემრიელი საჭმელი და საოცრად კარგი ღვინოა, ვაითუ ცოდვა ჩაიდინოთ საკუთარი თავის მიმართ! ქართულ სამზარეულოზე ევროპულ-ახლოაღმოსავლური კულინარიის გავლენა იგრძნობა: ქართველები ამაყობენ თავიანთი ხინკალით, რომელიც ჩინურ დიმ-სამს ჰგავს, მაგრამ უფრო ცხარე და წვნიანია.

ისეთ ქალაქში, როგორიც თბილისია, საკმარისი არაა მხოლოდ პეიზაჟით დატკბობა და გემრიელი კერძების ჭამა. მნიშვნელოვანია თბილისელებთან ურთიერთობაც, რომლებიც ძალიან კეთილი, ენერგიული, მოკრძალებული, თავაზიანი და გულუხვი ადამიანები არიან. ისინი მათთვის უცხო ადამიანებსაც კი საკუთარი ოჯახის წევრებად მიიჩნევენ. ეს ყველაფერი ტურისტზე შთამაგონებლად მოქმედებს: იგი მოწმე ხდება იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ და ერთმანეთს პატივს სცემდნენ.

და ბოლოს, როცა საქართველოში ჩახვალთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ყაზბეგს, სადაც აბბსოლუტურად სხვაგვარი ცხოვრებაა! ძველი ეკლესიები ევროპის სოფლებშიც ბევრია, მაგრამ ისინი იქ რაიმე დიდ სიახლედ და [ტურისტულ ღირსშესანიშნაობად] არ ითვლება, საქართველოში კი, ყაზბეგში, ისეთ ვითარებაში აღმოჩნდებით, რომ განცდებისაგან სუნთქვა შეგეკვრებათ... იქაურობა რამდენიც გინდათ ათვალიერეთ, მაგრამ წმინდა სამების ეკლესია არ გამოტოვოთ! ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა