logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): ექსტრემალური სიცხე თბილისში, თუმცა ეს იქ პრიორიტეტული პრობლემა არაა, რადგან ადამიანებს უფრო მეტად სხვა სადარდებელი აქვთ
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): ექსტრემალური სიცხე თბილისში, თუმცა ეს იქ პრიორიტეტული პრობლემა არაა, რადგან ადამიანებს უფრო მეტად სხვა სადარდებელი აქვთ
09:05 31.07.2018
ბრიტანულ გაზეთ The Guardian-ში გამოქვეყნებულია რეპორტაჟი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან. მათში აღწერილია, თუ როგორ უძლებს ზაფხულის პაპანაქებას იქაური მოსახლეობა: „კაიროელები ნილოსში გრილდებიან, ტოკიოელები სიცხისაგან თავს ქოლგით იფარავენ, იორდანიაში თავზე სველ პირსახოცს იხვევენ, ბუხარელებს კი უფრო მეტად მოსავლის ბედი აწუხებთ: გვალვამ ამუდარიაში წყალი შეამცირა, სარწყავი არხები დაშრა... ყველა ქვეყანაში სიცხეს თავისებურად ებრძვიან და მისგან თავს იცავენ, მაგრამ როგორც წესი, მაღალი ტემპერატურისაგან უფრო მეტად მოხუცები და საერთოდ, საზოგადოების ნაკლებად უზრუნველყოფილი ფენები იტანჯებიან“, - ნათქვამია სტატიის დასაწყისში.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან, რომელშიც თბილისური სიცხის ამბებია გადმოცემული:
-----------
ოთარ ნემსაძე, 34 წლის, თბილისელი ურბანისტი:

„ეს ზაფხული ექსტრემალურად შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან ახლახან, ივლისის შუა რიცხვებში ჩვენ ცელსიუსით 40 გრადუსიანი სიცხის მოწმენი გავხდით, საერთდ კი ისტორიულად ამ დროს მხოლოდ 30 გრადუსი ფიქსირდება ხოლმე. მაღალი სიცხის გამო ბინაში პირველად დავაყენე კონდიციონერი. ცოლი ფეხმძიმედ მყავს და ამიტომ მისთვის ასეთი მაღალი სიცხე, უბრალოდ, აუტანელია. რადგანაც კონდიციონერს გარკვეულწილად [ჯანმრთელობისთვის] ზიანის მოტანაც შეუძლია, ვცდილობდით უფრო მეტად ვენტილატორით გვესარგებლა, მაგრამ არ გამოვიდა.

აგვისტოში, ტრადიციულად, თბილისელები, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ქალაქიდან აგარაკებზე მიდიან, რომლებიც ახლო-მახლო სოფლებშია განლაგებული. თუმცა დიდი სიცხეების გამო ხალხმა ქალაქგარეთ გასვლა ივლისიდან დაიწყო. თან ამას სმოგიც დაემატა და ამიტომ მოსახლეობა ქუჩაში ნაკლებად დადის.

შთაბეჭდილება ისეთია, რომ თბილისში წლითი-წლობით უფრო მაღალი სიცხეა, განსაკუთრებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ეს საკმაოდ შემაშფოთებელი მოვლენაა. ქალაქის ხელისუფლება ცდილობს ჰაერის გაჭუჭყიანების დონე შეამციროს. აქცენტი გადატანილია ავტომობილების [ტექნიკურ] მდგომარეობის კონტროლზე. თუმცა, ზოგადად, სამწუხაროდ, კლიმატური პრობლემა პრიორეტეტული არ არის, რადგან ადამიანებს უფრო მეტად სხვა სადარდებელი აქვთ“-ნათქვამია სტატიაში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა