logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
«Mannheimer Morgen»(გერმანია): გასაოცარი ქვეყანა-გერმანელი ტურისტის ჩანაწერები
«Mannheimer Morgen»(გერმანია): გასაოცარი ქვეყანა-გერმანელი ტურისტის ჩანაწერები
23:42 30.07.2018
გერმანიის ქალაქ მანჰეიმის გაზეთში დაბეჭდილ სტატიაში გადმოცემულია გერმანელი ტურისტის ქართული შთაბეჭდილებები - თავისი პლუსებითა და მინუსებით.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მარტინ ვაინის ავტორობით გამოქვეყნებული პუბლიკაციის შინარასს:

„ტაქსის მძღოლი მიღიმის და გაზის პედალს აწვება. საღამოს პიკის საათია, მანქანიდან რუსთაველის გამზირზე მე-19 საუკუნის მდიდრულ შენობებს ვათვალიერებ. იყო დრო, როცა თბილისს მოგზაურები „აღმოსავლეთის პარიზს“ უწოდებდნენ. აქ ნახავთ მოყვითალო ნეომავრიტანული სტილით აგებულ ოპერისა და ბალეტის თეატრს, თავისუფლების მოედანს მოოქროვილი წმინდა გიორგის სვეტით (ამ ადგილზე ადრე ვლადიმერ ლენინის ძეგლი იდგა), აგრეთვე არცთუ ისე ძველ, მაგრამ პომპეზურ სასტუმრო „ბილტმორს“. მდიდრული აპარტამენტები - ესეც ახალი დროის თვალსაჩინო მაგალითია. „ბილტმორის“ შენობაში ადრე, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი იყო განთავსებული.
თუ ახლოდან კარგად დააკვირდები, ზოგიერთ შენობაზე ტყვიებისაგან დატოვებულ კვალს შენიშნავ, რომელიც 1991 წლის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის შედეგია. და მაინც მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე მდებარე მეგაპოლისში ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარულ ადგილს ელეგანტურად მოხრილი პოსტმოდერნისტული ხიდი წარმოადგენს. იქვე ახლოსაა ორლულიანი ქვემეხის მსგავსი დაუმთავრებელი შენობა, რომელიც ასევე 21-ე საუკუნის ნიმუშად უნდა ჩავთვალოთ. ძველ უბნებში შეხვდებით ორიგინალურ გალერეებს, კაფეებს, ტროტუარზე გაშლილი მაგიდებით, თერმულ აბანოებს 24-საათიანი მომსახურებით.
ევროპულად განვითარებული მეგაპოლისის არსებობა კავკასიაში, ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე - ეს მხოლოდ მედლის ერთი მხარეა. მეორე მხარე კი გამოიხატება ულიცენზიო ტაქსის მძღოლებში, რომლებიც თბილისში ახლო-მახლო სოფლებიდან ჩამოვიდნენ. მათ არ იციან, თუ სად მდებარეობს ეროვნული მუზეუმი. ეკითხები და მხრებს ღიმილით იჩეჩავს - ინგლისურ ენაზე ვერ ლაპარაკობენ. თუმცა ვინც ცდილობს, ის თავის მიზანს მაინც მიაღწევს - მიმიკისა და ჟესტების დახმარებით.
ეროვნულ მუზეუმში ბევრი ოქროა: მამაკაცთა მძიმე ყელსაბამები, ნიღბები, ოქროსგან ჩამოსხმული მინიატურული ლომებისა და ცხენების ფიგურები. აღმოსავლური სიმდიდრე ჯერ კიდევ ძველი ბერძნებისათვის იყო ცნობილი: ოქროს საწმისის შესახებ ლეგენდა გვამცნობს, რომ კოლხეთში ოქროს ქვიშას მდინარეებში ტყავების მეშვეობით აგროვებდნენ.
კომუნისტური ერის დასრულებასთან ერთად საქართველოში ბევრი რამ გაქრა. არადა, ამ ქვეყანას იმ პერიოდში მნიშვნელოვანი წილი ჰქონდა: 1879 წელს სწორედ იქ დაიბადა იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, შემდგომში სტალინად წოდებული, ხარაზის ოჯახში, ქვებით აშენებულ სახლში. პროვინციული ქალაქი გორი თბილისიდან ერთი საათის სავალზე მდებარეობს. იქ დღემდე არსებობს იოსებ სტალინის მშობლიური სახლი, რომელიც ტაძრის მსგავს ნაგებობაშია მოქცეული. იქვე ახლოს არის საბჭოთა სტილით ნაშენები მუზეუმიც, სადაც დიქტატორს ჯერ კიდევ თაყვანს სცემენ. „ჩვენ წელიწადში 310 ათასი მნახველი გვყავს, მათ შორის ბევრი გერმანელი“, - გვიყვება სოფო, მუზეუმის ადმინისტრაციის თანამშრომელი, პროფესიით გერმანისტი. სხვათა შორის, მუზეუმში ბევრი კრიტიკული დოკუმენტიც არის გამოფენილი: მაგალითად, ვლ.ლენინის 1922 წლით დათარიღებული წერილი, რომელშიც მან თანამოაზრეებს მოუწოდა პოლიტბიუროს შემადგენლობიდან ხელისუფლების მოყვარული იოსებ სტალინი გამოეყვანათ. აქვე შეიძლება ნახოთ ზოგიერთი ცნობილი პიროვნების ფოტო, რომელიც იოსებ სტალინის მიერ შექმნილმა რეპრესიულმა რეჟიმმა შეიწირა. ზოგიერთი შეფასებით, საბჭოთა ბელადის მმართველობამ 643 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შეიძლება ითქვას, რომ ეს მუზეუმი ტოტალიტარიზმის ძეგლს წარმოადგენს“, - წერს მარტინ ვაინი.
ავტორი მკითხველს აცნობს თელაველი ნელი და მალხაზ ტატელიშვილების ოჯახურ ბიზნესს: როგორ აუღეს ალღო ახალ დროს საბჭოთა პენსიონერებმა, გახსნეს სასტუმრო, მარანი და ა.შ. მარტინ ვაინი არ ივიწყებს გერმანელ ბერნჰარდ შუხმანსაც, რომელიც წარმოშობით დორტმუნდიდანაა და რომელსაც საქართველოში ვენახები და ღვინის წარმოება აქვს. მარტინ შუხმანის კომპანიაში 60 თანამშრომელია დასაქმებული და წელიწადში 2 მილიონამდე ბოთლ ღვინოს ასხამს. მისი პროდუქცია აშშ-ში, ჩინეთში და რუსეთში გადის.
პუბლიკაციის დასასრულს ავტორი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობას, მის მნიშვნელობასა და როლს ეხება: „ბოლო 30 წლის განმავლობაში ეკლესიას აყვავების პერიოდი უდგას. ბევრი ტაძარი დიდი ხნის წინ მთებზე და სხვა მნიშვნელოვან ადგილებზეა აგებული, ბევრიც ახლა შენდება და რესტავრირდება, თუმცა ბევრსაც რემონტი ჭირდება. ეკლესიის მფლობელობაშია აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე მე-6 საუკუნის სამონასტრო-სამუზეუმო კომპლექსიც. ამის ერთ-ერთი მაგალითი ვნახეთ სტეფანწმინდაში, რომელიც საქართველოს ჩრდილო ნაწილში მდებარეობს: თბილისიდან წავედით საკმაოდ მინგრეულ-მონგრეული გზით და ჩაბნელებული გვირაბებით, მიხვეულ-მოხვეული ჯვრის უღელტეხილზე და როგორც იქნა, სტეფანწმინდას მივაღწიეთ. პატარა ქალაქს მთაზე, 400 მეტრ სიმაღლზე აგებული 600 წლოვანი წმინდა სამების მონასტერი გადმოჰყურებს. ადრე აქ საბაგირო გზა ყოფილა, დღეს კი მხოლოდ მისი ნაშთია შემორჩენილი. თუ მიკროავტობუსით ასვლას ფეხით სიარულს ამჯობინებთ, თქვენს წინაშე აღმართული დიდებული ყაზბეგის მთით დატკბებით. ძველი ბერძნები ისე გაოცებულან მისი სიდიადით, რომ თვლიდნენ - პრომეთე სწორედ იქ იყო მიჯაჭვულიო“-წერს ავტორი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა