logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ):თამაშიც უპრეცედენტო წესები-„ოცნებას“ „ოცნების“ პრეზიდენტი არ სურს
«Radio Voice of America» (აშშ):თამაშიც უპრეცედენტო წესები-„ოცნებას“ „ოცნების“ პრეზიდენტი არ სურს
23:34 30.07.2018
მმართველმა გუნდმა დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს თამაშის უპრეცენდენტო წესები შესთავაზა. ამ დრომდე ქართულ რეალობაში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებაში მყოფ ძალას უარი ეთქვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და განზე გამდგარიყოს. ასეთი ნოუჰაუ პოლიტიკურ მოედანზე „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა წარმოადგინა. რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ქართული ოცნება საპრეზიდენტო კანდიდატს არ დაასახელებს, თუმცა მზადაა მხარი დაუჭიროს ისეთ კანდიდატს, რომელსაც ის შესაფერისად მიიჩნევს. ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი მმართველი პარტია მზადაა პოსტი „ოპოზიციას დაუთმოს“.

რას ნიშნავს ხელისულებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მიერ უარის თქმა საპრეზიდენტო კანდიდატზე და შეიძლება თუ არა, რომ არსებული მდგომარეობით მმართველმა გუნდმა მიიღოს სარგებელი? ამის თაობაზე „ამერიკის ხმამ“ რამდენიმე კომენტარი ჩაწერა.

პოლიტოლოგი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გია ნოდია „ამერიკის ხმასთან“ აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის წამოუყენებლობით „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არასაპატიოდ და უმნიშვნელოდ მიიჩნევს პრეზიდენტის პოსტს, ამდენად, ბრძოლაში ჩაბმის აზრსაც ვერ ხედავს.

„უპატივცემულობის გამოხატულებაა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, როცა მმართველი პარტია არც კი აყენებს თავის კანდიდატს. ამით ერთგვარად, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტს მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილმა სცადა, რომ ასეთი მიდგომა კეთილშობილურ და დემოკრატიულ აქტად შეეფუთა, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ ოპოზიციას, ან სხვა ძალებს ასპარეზს უტოვებს. ამავე დროს ყველა იმ გავლენის სფეროს, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყანაში, „ქართული ოცნება“ ცალსახად აკონტროლებს ასე რომ, თუ „ოცნება“ ფორმალურად არ მოინდომებს პრეზიდენტის გაკონტროლებას, უარი კანდიდატის წამოყენებაზე მხოლოდ ხაზგასმაა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ უპატივისმცემლობაზე და იმაზე, რომ ხელისუფლებამ ამ ინსტიტუტს ყველანაირი ფუნქცია ჩამოაცილა ჩემი აზრით, მმართველი პარტია მორალურად ვალდებულია იბრძოლოს ამ პოსტისთვის“, - ამბობს პოლიტოლოგი.

გია ნოდია ასევე საუბრობს პასუხისმგებლობის საკითხზე. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ არ დაასახელებს კანდიდატს, სხვა მხრივ კი იქნება რომელიმე მისთვის სასურველი კანდიდატის მხარდამჭერი, აღმოჩნდება, რომ მის აქტივში „მისი პრეზიდენტი“ არის, მხოლოდ ისე, რომ მასზე პასუხისმგებლობას არ იღებს. „ეს არაფორმალური მმართველობის კიდევ ახალ ფორმად შეგვიძლია ჩავთვალოთ“, – მიიჩნევს გია ნოდია, - „ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც არაფორმალური მმართველობის ახალი გამოვლენა. მოლოდინია, რომ „ქართული ოცნება“ დაუჭერს გარკვეულ კანდიდატს მხარს. ის, ფაქტობრივად იქნება მისი კანდიდატი, მაგრამ მას არ უნდა ერქვას მისი კანდიდატი. თუ რატომ არ უნდა, ამის ერთ–ერთი ახსნა შეიძლება იყოს გიორგი მარგველაშვილის ფაქტორი. მიღებული გამოცდილების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს აღარ აქვს იმედი, რომ მის მიერ დასახელებული კანდიდატი პარტიის ერთგული დარჩება ხუთი წლის მანძილზე. ამიტომ მას ურჩევნია, ფორმალურად მაინც აღარ ერქვას პრეზიდენტს „ოცნების პრეზიდენტი“.

„ამერიკის ხმა“ გია ხუხაშვილს, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელს ესაუბრა, რომელიც გია ნოდიას შეფასებას კანდიდატის ერთგვარი არაფორმალობის ნაწილში ეთანხმება: „შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ თავად არ დააყენოს კანდიდატი, მაგრამ ის მხარს დაუჭერს ისეთ კანდიდატს, რომელიც შესაძლებელია, მოიაზრებოდეს ისევ „ოცნების“ ორბიტაზე, ანუ ეს ყველაფერი გარკვეულ ფარსად იქცეს. მხედველობაში მყავს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ფორმალურად არაა „ოცნების“ წევრი. მისთვის მხარდაჭერა არანაირად არ ნიშნავს ოპოზიციისთვის მხარდაჭერას, ეს ისევ „ოცნების“ არაფორმალური წევრის მხარდაჭერას გულისხმობს, რაც არაფრით განსხვავდება „ოცნების“ კანდიდატის წამოყენებისგან“.

ამასთან, გია ნოდიასგან განსხვავებით, გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერის პიროვნულ გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო კანდიდატის დაუყენებლობის თაობაზე სახელისუფლებო შტოებში ძალთა გადანაწილების კეთილშობილური სურვილით ხსნის. „მე ამას მაინც არ დავარქმევდი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას. ეს უფრო ბიძინა ივანიშვილის პირადი მოსაზრებებია, რასაც, ბუნებრივია „ქართული ოცნება“ ეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ არა მგონია, მოსწონდეს. აშკარაა, ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რა საფრთხეები და რისკებია ჩადებული ძალაუფლების მონოპოლიზაციაში, რაც, საბოლოო ჯამში ძალაუფლების უზურპაციით მთავრდება. ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთი განვითარება თვითონ მმართველი ძალისთვის, ანუ უზურპატორისთვის არის ძალიან სახიფათო“, – გვეუბნება გია ხუხაშვილი და კითხვას იმის თაობაზე, რომ ამ ლოგიკით გამოდის, ივანიშვილი საკუთარ თავს იცავს იმისგან, რომ არ იქცეს დიქტატორად, პასუხობს: „საბოლოო ჯამში, ყველა ჩვენგანი საკუთარ თავს იცავს. ქველმოქმედებაც, გარკვეულად, საკუთარი თავის კომფორტისთვისაა, მაგრამ ეს ფილოსოფია შორს წაგვიყვანს... მე ვფიქრობ, ივანიშვილი ცდილობს, გარკვეული ინსტიტუციური ბალანსები ჩამოყალიბდეს ქვეყანაში, საზოგადოებას ჰქონდეს გარკვეული ორთქლის გამოშვების საშუალება, არსებობდეს ოპონირების რეჟიმი, ეს ჯანსაღ მმართველობას უწყობს ხელს. რამდენად გამოუვა, ეს სხვა საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის საკონსტიტუციო ფორმატი შეზღუდულია, მას აქვს ყველაზე მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაცია. პოლიტიკური ინსტრუმენტები კი საკმაოდ ეფექტურია ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა