logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
"golosarmenii"(სომხეთი): ივანიშვილს სხვა არჩევანი არ დარჩა, რადგან სააკაშვილი არეულობით და რევოლუციით იმუქრება
"golosarmenii"(სომხეთი): ივანიშვილს სხვა არჩევანი არ დარჩა, რადგან სააკაშვილი არეულობით და რევოლუციით იმუქრება
11:23 28.07.2018
ქართული პოლიტიკის „რუხი კარდინალი“, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ამ კვირაში გადაწყვიტა ფართო კომენტარებით გამოსულიყო ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. მან საქართველოს საზოგადოებრივ ტელევიზიას ვრცელი ინტერვიუ მისცა და შეეცადა პასუხი გაეცა აქტუალურ საკითხებზე, პირველ რიგში კი საშინაო პოლიტიკის ირგვლივ. ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლებმა „ქართული ოცნებიდან“ ინტერვიუ დადებითად შეაფასეს - „გულწრფელად ილაპარაკაო“. პრინციპში, ისინი მართლები არიან. პოლიტიკაში ახლახან დაბრუნებულმა მილიარდერმა აღიარა, რომ საქართველო კვლავ ღარიბ ქვეყნად რჩება, თუმცა არც თავისი მთავარი მიზანი არ დაუმალავს: „რკინის ხელით“ აღკვეთოს მმართველ გუნდში დაწყებული უთანხმოება იმ დროს, როცა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორიოდე თვე რჩება, ხოლო საპარლამენტომდე - ორი წელი.

ბიძინა ივანიშვილმა სერიოზული წარუმატებლობის ფონზე გადაწყვიტა, რომ „განტევების ვაცად“ მინისტრთა კაბინეტის ყოფილი მეთაური გიორგი კვირიკაშვილი ექცია. თავის ინტერვიუში „ქართული ოცნების“ ლიდერმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ქვეყანას ვერ ხელმძღვანელობდაო და მას საპარლამენტო საქმეებშიც ჩარევაც კი დააბრალა.

ბიძინა ივანიშვილის აღიარება იმაში, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში მმართველმა გუნდმა დაშლა დაიწყოო, მართლაც საყურადღებოა, მაგრამ ერთი საკითხი მაინც ღიად რჩება: თუ გიორგი კვირიკაშვილმა ვერ ივარგა, მაშ რატომ დატოვა ამდენ ხანს ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ იგი მთავრობის თავმჯდომარედ? და ახლა უუნარობასა და უნიჭობაში ადანაშაულებს... ეს ის კითხვაა, რომელსაც პასუხი არ ექნება. თუმცა ამით საქართველოს მთავარმა „თოჯინათმმართველმა“ მიმდინარე ამოცანა გადაწყვიტა და ყველა ცოდვა თანამდებობიდან გადამდგარ პრემიერ-მინისტრს აჰკიდა, ახლა კი თვითონ „სუფთა ფურცლით“ იწყებს. კაცმა რომ თქვას, მილიარდერს სხვა არჩევანი არც აქვს, რადგან გაქცეული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ მალავს თავის განზრახვას ისარგებლოს შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნებით, ქვეყანაში სიტუაცია აურიოს და მორიგი რევოლუცია მოაწყოს.

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოლიგარქმა გადაწყვიტა ინტრიგული სიტუაცია შეენარჩუნებინა: არაა გამორიცხული მმართველმა პარტიამ მხარი ოპოზიციის კანდიდატს ან დამოუკიდებელ პიროვნებას დაუჭიროსო. ზოგიერთმა ექსპერტმა იფიქრა, რომ მილიარდერს მხედველობაში პრემიერის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ჰყავდა მხედველობაში, რომელიც თითქოსდა ნეიტრალურ პიროვნებადაა მიჩნეული. თუმცა ბიძინა ივანიშვილმა კანდიდატის რანგში არც საკუთარი თავი არ გამორიცხა საბოლოოდ - აშკარაა, იმ შემთხვევისათვის, თუ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა სიტუაციას სერიოზულად აურ-დაურევს.

არადა, დღევანდელი და გუშინდელი „მიშისტები“საპრეზიდენტო არჩევნებისათვის აქტიურად ემზადებიან: გუშინდელებმა, ანუ „ევროპულმა საქართველომ“ კანდიდატად დავით ბაქრაძე წამოაყენა, ხოლო დღევანდელმა - გრიგოლ ვაშაძე. „ევროპელი“ დავით ბაქრაძე პოზიტიურად გამოეხმაურა თავისი ყოფილი შეფის მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას ძალთა გაერთიანების თაობაზე, მაგრამ ეს უფრო იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ მეორე ტური გაიმართება, რაც ნაკლებად მოსალოდნელია.

ბიძინა ივანიშვილმა, სხვათა შორის, ინტერვიუში დაიჩივლა, რომ ოპოზიცია ძალიან აგრესიულ და უარგუმენტო განცხადებებს აკეთებსო. ალბათ, უახლოეს ხანში „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე გუნდის ანტისამთავრობო განცხადებები კიდევ უფრო გამძაფრდება და კონფრონტაციული გახდება. მილიარდერი ამას ითვალისწინებს და ამიტომ მკაცრი გამოთქმებით საკუთარი გუნდის „შეჯანჯღარება“ და მობილიზება გადაწყვიტა. მაგრამ განა ასეთი მეთოდით სწრაფად მოგვარდება სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები? მხოლოდ დაპირება-განცხადებები საკმარისი არ არის. მეორე მხრივ, ინტერვიუს გულწრფელი ხასიათი „ქართულ ოცნებას“ შეიძლება დაკარგული პოზიციების დაბრუნებაში როგორმე დაეხმაროს.
მოკლედ, საქართველოს წინ აქტიური პოლიტიკური შემოდგომა ელოდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა