logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
«The Washington Times» (აშშ): „იმედი გვაქვს, აშშ და ნატოს სხვა წევრებს ახსოვთ საქართველოს მიერ გაწეული მსხვერპლი“
«The Washington Times» (აშშ): „იმედი გვაქვს, აშშ და ნატოს სხვა წევრებს ახსოვთ საქართველოს მიერ გაწეული მსხვერპლი“
11:47 11.07.2018
გავლენიანი ამერიკული გამოცემა «The Washington Times», აქვეყნებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ბაქრაძის წერილს, რომელიც ნატოს ბრიუსელის სამიტს ეძღვნება.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის მცირედ შემოკლებულ ვერსიას:

11 ივლისს ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები ბელგიაში ერთმანეთს ალიანსისათვის გადამწყვეტ მომენტში შეხვდებიან. მათ წინაშე დგას მთელი რიგი ახალი პრობლემები, რომლებიც შეთანხმებულ და ეფექტური სტრატეგიის გატარებას მოითხოვს. ისინი შეეცდებიან განამტკიცონ ნატოს ძალა და ავტორიტეტი, იმავდროულად კი დაარწმუნებენ მათ, ვისაც ეჭვი შეაქვს ალიანსის ძლიერებაში.

ჩემი ქვეყანა საქართველო იმის მაგალითია, თუ როგორ შეუძლიათ პატარა ქვეყნებს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცება ნატოსთან თანამშრომლობით, როგორ შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა [საერთაშორისო] უსაფრთხოებაში და როგორ აძლიერებენ იმავდროულად დემოკრატიულ ინსტიტუტებს. საქართველო იძლევა იმის თვალსაჩინო ილუსტრაციას, თუ როგორ შეიძლება რუსული ექსპანსიონიზმის შეკავება. შეერთებული შტატები ყოველთვის აფასებს იმას, რომ მისი პარტნიორებსაც შეაქვთ წვლილი. შესაბამისად, ჩვენც იმედი გვაქვს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მხარს ბრიუსელსა და ჰელსინკშიც დაუჭერს.

ათი წლის წინათ გამართულ ბუქარესტის სამიტზე ნატოს ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო გარკვეული დროის შემდეგ ნატოში იქნებოდა ინტეგრირებული. მას შემდეგ ჩვენ გავატარეთ ფართო დემოკრატიული რეფორმები, გავადიდეთ თავდაცვის ხარჯები იმ დონეზე მეტად, რაც ნატოს სრულუფლებიანი წევრობისთვისაა აუცილებელი. როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა აღნიშნა გასულ წელს თბილისში ვიზიტის დროს, „საქართველომ ექსტრაორდინარულ წარმატებებს მიაღწია - არა მხოლოდ გასული 25 წლის, არამედ ბოლო ხუთი წლის განმავლობაშიც მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა, რაც, ჩვენი აზრით, ნატოში გაწევრიანების განაცხადს მტკიცე საფუძველს უქმნის“.

საქართველო, აშშ-ის შემდეგ, ავღანეთში, ნატოს სამშვიდობო მისიაში ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით. ჩვენი ქვეყანა უკვე ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2%-ზე მეტს თავდაცვისათვის და ამ რაოდენობიდან 20%-ს - ძირითადი აღჭურვილობისათვის. თუ გავითვალისწინებთ მოსახლეობის რაოდენობის პროპორციას, ნატოს არაწევრმა საქართველომ უფრო მეტი ზარალი მიიღო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით (დაღუპულების სახით), ვიდრე ნატოს წევრებმა (აშშ-ის გამოკლებით).

იმავდროულად, საქართველომ გარდაქმნა ეკონომიკა და გააღრმავა დემოკრატია. ამას წინათ ამერიკულმა „მემკვიდრეობის ფონდმა“ ანგარიში გამოქვეყნა, რომლის მიხედვით, საქართველოში „შთამბეჭდავი დემოკრატიზაცია“ და „ეკონომიკური თავისუფლების სწრაფი ზრდა“ განხორციელდა. გამოკვლევაში გაკეთებული დასკვნის მიხედვით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება „აშშ-ისა და ევროპის ინტერესებს პასუხობს“.

ჩემი ამერიკელი მეგობრები ხშირად მეკითხებიან ხოლმე - საერთოდ, რატომ სურს საქართველოს ნატოში გაწევრიანება? ზოგიერთის მტკიცებით, ცივი ომის დასრულებისა და საბჭოური კომუნიზმის კრახის შემდეგ საქართველოსთვის საფრთხე აღარ არსებობს. ასეთი პოზიციების არსებობის გამო მე იძულებული ვარ უფრო ფართო პერსპექტივით ვისაუბრო.

ტრანსატლანტიკური გაერთიანება კოლექტიური თავდაცვის მიზნით - ეს ის იდეაა, რომელმაც 1949 წელს ნატო შექმნა და მოგვიანებით, თითქმის 70 წლის განმავლობაში, ალიანსი გააფართოვა. ამით გაიზარდა ევროატლანტიკური სივრცის სტაბილურობის ზონა, რამაც ხელი შეუწყო მის მონაწილეებს მიეღწიათ უსაფრთხოების და აყვავებისათვის. თანაც ნატო არავის არ ემუქრებოდა.

საქართველო დასავლეთისა და აღმოსავლეთის გეოსტრატეგიულ გზაჯვარედინზე მდებარეობს, ენერგორესურსების გადატანისა და სავაჭრო დერეფნის ეპიცენტრში, რომელიც სასიცოცხლოდაა აუცილებელი აშშ-სა და ევროპისათვის. მისი მნიშვნელობა სულ უფრო მატულობს - იხსნება ახალი მარშრუტები „აბრეშუმის ახალი გზის“ ფარგლებში, ევრაზიისა და შავი ზღვის რეგიონის გათვალისწინებით. რადგან ამ რეგიონში ნატოს რამდენიმე წევრი ქვეყანა მდებაროებს, საქართველოს სტაბილურობა მათთვისაც სასარგებლო იქნება.

ათი წლის წინათ, უკრაინის კუთვნილი ყირიმის დაკავებამდე, რუსეთი ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა. დღეს რუს ჯარისკაცებს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვთ დაკავებული (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები). რუსეთი უხეშად არღვევს თავისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას და აქედან გამომდინარე, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

ასეთია რეალური ფონი ნატოს ბრიუსელის სამიტისათვის. ეს საშუალებას გვაძლევს ხაზი გავუსვათ, რომ ალიანსის მოქმედება ისეთივე მნიშვნელოვანია და აუცილებელი, როგორც ყოველთვის. მოკავშირეებმა მხარი უნდა დაუჭირონ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რათა საქართველო ნატოს წევრი გახდეს. ბუქარესტის სამიტის შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია რეფორმების განხორციელებაში, საქართველოს უკვე გააჩნია ყველა ის ეფექტური ინსტრუმენტი, რაც აუცილებელია ალიანსში გასაწევრიანებლად. თუ ბრიუსელის სამიტზე [ოფიციალურად] მოხდება იმის აღიარება, რომ საქართველოსთვის ამ ინსტრუმენტების გამოყენება ნატოს წევრობისათვის პირდაპირ გზას წარმოადგენს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

ჩემი სამშობლო ამაყობს იმ წვლილით, რომელიც მან ევროპა-ამერიკის ერთობლივ დაცვაში შეიტანა. ჩვენი ეკონომიკური და დემოკრატიული პროგრესი არსებითი და სტაბილურია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ და ნატოს სხვა წევრებს ახსოვთ ჩვენს მიერ გაწეული მსხვერპლი და მას პატივს მიაგებენ, როცა ისინი ხვალ ბრიუსელში შეიკრიბებიან. ბოლოს და ბოლოს, მათი მისია ხომ ჩვენი მისიაც არის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ პოლოლიკაშვილთან: მსოფლიო ტურიზმი და რუსი ტურისტები საქართველოში
12:01 19.10.2018
ინტერვიუში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საუბრობს
ინტერვიუ
ინტერვიუ ისა კოაძოისთან: ქართველებო, ილოცეთ ინგუშებისთვის და მშვიდობისთვის
10:25 15.10.2018
საქართველოს მეზობლად, ინგუშეთში, მოსახლეობა პრეზიდენტ იუნუს-ბექ ევკუროვის
ინტერვიუ
ინტერვიუ ვანო ჩხარტიშვილთან: ზაზა ოქუაშვილმა ქართული მეთამბაქოეობის იდეა ტრანსნაციონალურ კორპორაციაზე მიყიდვით მოკლა
00:11 12.10.2018
“15 წელია თამბაქოს ინდუსტრიაში ვარ და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ეროვნული წარმოება აწყდება, ეს არის
ინტერვიუ
ზაალ ანჯაფარიძე: წინასაარჩევნო გარემო საგანგაშო არ არის
12:45 11.10.2018
ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე, არასამთავრობოებისა და ხელისუფლების დაპირისპირებასა და ISFED-ის
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში შვეიცარიის ელჩ ივ როშესთან: როდის ამოქმედდება შეთანხმება ტვირთების მონიტორინგის მექანიზმის შესახებ
13:59 09.10.2018
რუსეთში შვეიცარიის ელჩს ივ როშეს ინტერვიუ ჩამოართვა რუსული საინფორმაციო სააგენტო
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
ინტერვიუ დავით რაქვიაშვილთან: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა
15:57 08.10.2018
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო არსებული ფორმატით უკვე აღარ იფუნქციონირებს. პარლამენტის
ინტერვიუ
თამარ გუდავა: რეკორდული რაოდენობის საჩივრების ხელოვნურად შექმნის მიზანი არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებაა
13:33 29.09.2018
„საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელის თამარ გუდავას განცხადებით,
ინტერვიუ
დენის დავითაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ გადატრიალებას ამზადებს
18:59 28.09.2018
გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტთან საარჩევნო საკითხებში, ცესკოსა და უწყებათაშორისი კომისიის დამკვირვებელთან,
ინტერვიუ
Pleas creat article