logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America»(აშშ): რატომ აღმოჩდნენ მკვდარი სულები „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“?
«Radio Voice of America»(აშშ): რატომ აღმოჩდნენ მკვდარი სულები „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“?
10:49 28.06.2018
მიუდგა თუ არა მთელი პასუხისმგებლობით საქართველოს მთავრობა „ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიის” შედგენას? ეს კითხვა მას შემდეგ გახდა ლეგიტიმური, რაც გუშინ გამოქვეყნებულ მთავრობის #339 დადგენილებაში, რამდენიმე მკვდარი სული, ანუ გარდაცვლილი ადამიანი აღმოჩნდა.

„რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ“ პარლამენტის 21 მარტის რეზოლუციის შესაბამისად, მთავრობამ იმ 33 პირის სია გამოაქვეყნა, რომლებიც “ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში არიან ბრალდებულები”, ზოგიერთი მათგანი უკვე წლებია ინტერპოლის მეშვეობით იძებნება. ამ 33 პირიდან, როგორც ქართული, ისე აფხაზური და ოსური წყაროების ცნობით, 10-მდე პირი გარდაცვლილია. მათ შორის არის: ოთარ ტურნანბა, რომელიც საქართველოს სპეცსამსახურებმა 2006 წლის დეკემბერში საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს; აფხაზი სნაიპერი ქალი ეკა ახალაია, იგი მოსკოვში მოკლეს;
ქართველმა პარტიზანებმა ჩაცხრილეს სიაში შეყვანილი ოლეგ პაპასქირი, რომელიც სოხუმის დაცემის შემდეგ, ტყვედ ჩავარდნილი ქართველი პოლიტიკური და სამხედრო პირების, მათ შორის ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიას და მამია ალასანიას დახვრეტას ხელმძღვანელობდა. აფხაზური წყაროების ცნობით, უკვე გარდაცვლილები არიან ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი, რაულ კორტავა, ზაურ ჭითავავა და ალიკა წაბრია.

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წევრებმა, მათ შორის პრემიერმა ბახტაძემ და შსს მინისტრმა გახარიამ სიაში მკვდარი სულების არსებობა „ცოცხალი სამუშაო პროცესით“ ახსნეს. მათი თქმით, მუშაობის დროს, "სიას ვიღაცა გამოაკლდება ან დაემატება".

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ასე ზერელედ და არაკომპეტენტურად შედგენილი სიის აზრს ვერ ხედავს:

„სიაში გარდაცვლილი ადამიანების ყოფნა აშკარად არაკომპეტენტურობაზე და ძალიან ზერელე დამოკიდებულებაზე მეტყველებს. არასერიოზულად მიუდგა საქართველოს მთავრობა ამ ძალიან სერიოზულ საკითხს. მარგი ქმედების კოეფიციენტი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისა” რა არის, მე პირადად ვერ ვხდები. რა თქმა უნდა, ეჭვი მეპარება იმაში, რომ ამ სიიდან ვიღაცას დააპატიმრებენ და საქართველოს გადმოსცემენ.

მეორეს მხრივ, ჩვენ როცა ასეთ სიას ვადგენდით, გაცილებით მეტი მუშაობა გვმართებდა. სიაში მყოფი პირებიდან რომელიმე მათგანი ინტერპოლის მეშვეობით სხვა ქვეყანაში რომც დავაკავოთ, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. შემდეგ მყარი მტკიცებულებების წარდგენაა აუცილებელია, რომ იმ სახელმწიფოს სასამართლო, სადაც პირს ჩვენი მოთხოვნით დააკავებენ, დავარწმუნოთ რომ იგი დამნაშავეა და ჩვენ უნდა გადმოგცენ.

ეს არ არის მარტივი პროცესი, სიაში ისეთი პირებიც არიან, რომლებიც 25-27 წლის ჩადენილ დანაშაულში არიან ბრალდებულები. აუცილებელია ძალიან მყარი მტკიცებულელები, რომ ჩვენი მოთხოვნით დაკავებული პირი არ გაუშვან. ასეთი შემთხვევა საქართველოს იმიჯს და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას” ძალიან დააზარალებს. ამ დროს ჩვენ იმაზე გვიხდება საუბარი, სიაში გარდაცვლილი ადამიანები როგორ მოხვდნენ.“

აფხაზი სეპარატისტების ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში მოხვდა, „აფხაზთა გმირი“ „გენერალ-ლეიტენანტი“ ვლადიმერ ანუაა, რომელსაც ოკუპირებულ ანკლავში ამჟამად „თავდაცვის მინისტრის მოადგილის“ „თანამდებობა“ უჭირავს.

აფხაზური წყაროების ცნობით, 1998 წლის მაისის ბოლოს ეთნოწმენდის „ოპერაციას“ გალის რაიონის სოფლებში რეფსა და ხუმუშკურში ვლადიმერ ანუა ხელმძღვანელობდა და სწორედ ამ დანაშაულის გამო შეიყვანეს იგი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში.

როგორც „ამერიკის ხმამ“ გაარკვია, ბევრი დეტალი აქაც ბუნდოვანია. "გენერალი" ვლადიმერ ანუა, რომელმაც გალის რაიონი დაარბია ივანეს ძეა და 1957 წელს სოფელ ტამიშშია დაბადებული. „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას“ სიაში კი 1958 წელს, სოფელ კინდღში დაბადებულ ვლადიმერ გრიგოლის ძე ანუაზეა საუბარი. აფხაზები ამბობენ, რომ ასეთი „საველე მეთაური“ მათ არ ჰყოლიათ.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სიაში პირადი მონაცემების ნაწილიც არასწორად იყოს შეყვანილი და კორექტირებას საჭიროებდეს.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაშია აფხაზი ბოევიკი ქალი როზა ჯოჯოს ასული მირცხულავაც, რომელსაც 2000-იან წლებში ოკუპირებული გალისა და ოჩამჩირის რაიონების ტერიტორიაზე უამრავი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. 64 წლის (სხვა მონაცემებით 69 წლის) მირცხულავა ამჟამად რუსეთის ქალაქ სოჭში ცხოვრობს და რუსეთის მოქალაქეა.
სიაშია გაგრელი ბოევიკი გენადი აშხაცავაც, რომელიც 2000 წელს, პარტიზანული დაჯგუფება „ტყის ძმების“ მეთაურმა დათო შენგელიამ მძიმედ დაჭრა. 2004 წელს, ინტერპოლის ხაზით ძებნილი აშხაცავა საქართველოს მოთხოვნით, რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში დააკავეს, თუმცა რუსეთმა მის ექსტრადირებაზე უარი თქვა.

სიაში ასევე მოხვდნენ „აფხაზეთის ავღანელთა კავშირის“ მოქმედი ხელმძღვანელი გაგრელი გელა ვანაჩა და ყოფილი „ავღანელი“ ოთარ ფალავანძია, რომელიც მოკლული ოლეგ პაპასქირის დაჯგუფებაში იყო და ქართველი ტყვეების დახვრეტაში მონაწილეობდა.
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის მიზანია, იქ შეყვანილ პირებს, საერთაშორისო პარტნიორების დამხმარებით, ყველა შესაძლო, მათ შორის სავიზო, ქონებრივ და ფინანსურ ტრანზაქციებზე შეზღუდვები დაუწესდეთ.

მეორეს მხრივ, სიაში არიან 1992 წელს საქართველოს მოქალაქის გატაცებაში ბრალდებული ოსი ბოევიკები გია თუაევი და ფისო ვაზაგოვი (ერთ-ერთი ოსური წყარის ცნობით, ვაზაგოვიც შეიძლება გარდაცვლილი იყოს), რომელთა ზუსტი პირადი მონაცემები უცნობია და გაუგებარია მათი დევნა როგორ უნდა განხორციელდეს.

ამ და სხვა მიზეზების გამო „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიას სკეპტიკურად უყურებს პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძეც:

„პირველ რიგში, ის უნდა გავარკვიოთ, რამდენად შეიძლება შეეხოთ ამ ადამიანებს ის სანქციები, რომელთა გამოყენებასაც ჩვენ პარტნიორების დახმარებით ვაპირებთ.
ხშირად მოგზაურობენ თუ არა ისინი ოკუპებული ტერიტორიების მიღმა? აქვთ თუ არა ინტერესი შვილი გაუშვან ვთქვათ სასწავლებლად ევროპასა და აშშ-ში?

თუ ასეთი ინტერესები სიაში მოხვედრილ პირებს რეალურად აქვთ, მაშინ სია იმუშავებს, მაგრამ მთელ რიგ შემთხვევებში ეს ნაკლებ სავარაუდოა.

ჩემი აზრით, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი სპეცსამსახურები ძველებურად თუ გააქტიურდებიან და ამით ერთგვარ მესიჯს გაუგზავნია სეპარატისტებს და ოკუპანტებს რომ საქართველოს მოქალაქაზე თავდასხმა არავის შერჩება. საბოლოო მიზნის მისაღწევად, ეს უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ასეთი სიის შექმნა“ - ამბობს შარაშენიძე "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის მთავარი სამიზნე გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები არიან: აფხაზი რაშიდ კანჯი ოღლი, რომელსაც ოთხოზორიას მკვლელობისთვის დაუსწრებლად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მეორე წელია, დაუსჯელად ოკუპირებულ სოხუმში უპრობლემოდ ცხოვრობს.

ეთნიკური ოსები, ოკუპირებული ახალგორის „პროკურორი“დავით გურწიევი და „უშიშროების“ უფროსი ალიკ ტაბოევი, რომლებსაც არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის გამო, წინა კვირას, მცხეთის სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა, ამ დრომდე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში იმყოფებიან.

გუშინ, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის მიღების გამო, რუსეთის ფედერაციის და სეპარატისტების წარმომადგენლებმა გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 57-ე შეხვედრა ჩაშალეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის