logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კონსტანტინ კოსაჩოვი: რატომ უყენებს პრეტენზიას დასავლეთი რუსეთს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გამო მაშინ, როცა თვითონ კოსოვო აღიარა
კონსტანტინ კოსაჩოვი: რატომ უყენებს პრეტენზიას დასავლეთი რუსეთს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გამო მაშინ, როცა თვითონ კოსოვო აღიარა
11:46 21.06.2018
ივნისის ბოლოს რუსეთს ამერიკელი სენატორები უნდა ესტუმრნონ, რომლებიც თავიანთ რუს კოლეგებთან ერთად ორი ქვეყნის ურთიერთობაში დაგროვილ პრობლემებს განიხილავენ. ამასთან დაკავშირებით, გაზეთ „კომერსანტის“ სპეციალური კორესპონდენტი ვლადიმერ სოლოვიოვი ესაუბრება რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, კონსტანტინე კოსაჩევს, რომელიც ინტერვიუში ლაპარაკობს რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობის პრობლემებზე, აშშ-ის მიერ რუსეთისადმი წაყენებულ პრეტენზიებზე, რიგ საერთაშორისო საკითხებზე და ა.შ.

რუსი სენატორი ეხება აგრეთვე მოსკოვის დამოკიდებულებას საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან მიმართ, მათ სტატუსს და ამ კონტექსტში პარალელს აკეთებს კოსოვოსთან.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

ვრცელი ინტერვიუდან გამომდინარე, კონსტანტინე კოსაჩოვის პოზიცია მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:

მსოფლიოში პარადოქსული სიტუაციაა: ყველა მოითხოვს იმას, რომ საერთაშორისო სამართალი დაცული უნდა იყოს, მაგრამ არავინ ამბობს იმას, როდისაა ეს სამართალი ურყევი ან სად გადის წითელი ხაზები. არავინ არ იღებს საკუთარ თავზე იმის ვალდებულებას, რომ ამ წითელ ხაზებს არავითარ შემთხვევაში არ დაარღვევს. ძალიან უცნაური სიტუაციაა შექმნილი, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენი მიზეზით ნამდვილად არ შექმნილა.

რუსეთს დასავლეთი ხშირად უყენებს პრეტენზიას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების გამო. ეს ის დასავლეთია, რომელმაც კოსოვო აღიარა. დიახ, სლობოდან მილოშევიჩი თავისი ქვეყნის შემადგენლობაში არსებულ კოსოვოს ბომბავდა და ჯარი შეიყვანა. შემდეგ კი ნატომ აიძულა სერბეთი კოსოვოდან ჯარი გაეყვანა. დიახ, მიხეილ სააკაშვილი თავისი ქვეყნის შემადგენლობაში არსებულ სამხრეთ ოსეთს ბომბავდა, ჯარიც შეიყვანა, შემდეგ კი რუსეთმა საქართველო აიძულა სამხრეთ ოსეთიდან ჯარი გაეყვანა.

თუ კაცობრიობა მოილაპარაკებს, რომ ასეთი სიუჟეტები ყოველთვის ასეთი შედეგებით დასრულდება, მაშინ ყოველი მმართველი აუცილებლად გაითვალისწინებს მის მიერ გადადგმული ნაბიჯის პერსპექტიულ შედეგს. შესაბამისად, ეს იქნება სერიოზული შემაკავებელი ელემენტი.

აუცილებელია დიალოგი იმაზე, როგორი იქნება სამომავლო თამაშის წესები. რუსეთს და ამერიკას, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევთ ერთმანეთისადმი პრეტენზიების „განულება“. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ავტომატურად აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, ხოლო სხვა ქვეყნები ერთბაშად აღიარებენ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს... მაგრამ, ადრე თუ გვიან, მაინც გვერდზე იქნება გადადებული დაგროვილი პრეტენზიები, რათა სამომავლო მოლაპრაკებებს ხელი არ შეეშალოს, - ასეთია კონსტანტინ კოსაჩოვის თვალსაზრისი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა