logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): ამერიკელი ექსპერტების კომენტარები სირიის მიერ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ
«Radio Voice of America» (აშშ): ამერიკელი ექსპერტების კომენტარები სირიის მიერ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ
11:54 06.06.2018
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ სირიის მმართველი ბაშარ ასადის რეჟიმის მხრიდან საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება, რომლებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ამ რეგიონებს ლეგიტიმაციას არ სძენს.

კურტ ვოლკერი, აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, ამბობს, რომ სირიას ეს ნაბიჯი მისმა რუსეთზე დამოკიდებულებამ განაპირობა: „პირველ რიგში, სირია მთლიანად დამოკიდებულია ირანსა და რუსეთზე. რაც შეეხება რუსეთს, ის ცდილობს მდგომარეობის დაძაბვას სხვადასხვა საკითხებით, იქნება ეს ბრიტანეთში ნერვული აგენტის გამოყენება, სირიაში სამხედრო კამპანია, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო ვითარება თუ საქართველოს შემთხვევაში, აღიარება“, - აცხადებს კურტ ვოლკერი. მისი თქმით, სხვა ქვეყნების მხრიდან ამ ნაბიჯის გამეორება ნაკლებად სავარაუდოა. „ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ [აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი]. როგორც იცით, სხვა ქვეყნებმა, რომლებიც მოსკოვზე არიან დამოკიდებული ან მისგან რაიმეს მიღებას ელიან, ეს ნაბიჯი გადადგეს. ნიკარაგუა ერთ-ერთია, და ასევე, წყნარი ოკეანის კუნძულს ამაში ფული გადაუხადეს. თუმცა სახელმწიფოების უმეტესობა ასე არ მოიქცევა, რადგან ყველა ქვეყანას აქვს რეგიონი ან ქვეყნის ნაწილი, რომელიც შემდეგ გამოყოფას მოინდომებს“, - ამბობს ამერიკელი დიპლომატი.

ამერიკელი მიმომხილველებისთვის დამასკოს ეს სვლა მოულოდნელი არ ყოფილა.

ვაშინგტონში არსებული ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის პროგრამის დირექტორი ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ ბაშარ ასადი ამ დროისთვის სირიის მხოლოდ ნაწილს აკონტროლებს და მის წინააღმდეგ ოპოზიცია დიდია. მისი თქმით, ბაშარ ასადმა, ტირანული მმართველობიდან გამომდინარე, დაკარგა ლეგიტიმაცია საერთაშორისო არენაზე.

„დამასკოს გადაწყვეტილება, უფრო სწორად პირადად პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადაწვეტილება აღიაროს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი როგორც დამოუკიდებული სახელმწიფოები აჩვენებს იმას, თუ როგორ ახერხებს ერთი მავნე აქტიორი, მეორის წახალისებას. ბაშარ ასადი ამას აკეთებს რადგან მოსკოვმა ის გადაარჩინა. 2015 წლის ზაფხულში მისი მომავალი არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა. ამის შემდეგ, რუსეთი უფრო დიდი ძალით ჩაერია და ბაშარ ასადის ბედი შემოაბრუნა“, - ამბობს ჯონ ჰერბსტი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამწუხაროა, ეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლეგიტიმურობას არ ეხმარება. „ბაშარ ასადი დღეს მხოლოდ სირიის ნაწილს აკონტროლებს და მისი ტირანული მმართველობის წინააღმდეგ ოპოზიცია დიდია. ამიტომ ის არ არის ლეგიტიმური აქტორი. ეს აღიარება, ამ ე.წ. სახელმწიფოებს, მათ სტატუსს არაფერს მატებს. მე არ მგონია, რომ ეს სხვა სახელმწიფოებს, მათ შორის არაბულ სახელმწიფოებს, რაიმე პრეცენდენტს უქმნიდეს“, - თქვა მან.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ შტატების 2017 და 2018 წლების ბიუჯეტის კანონის მიხედვით, ის ქვეყნები, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებს აღიარებენ, ვერ ისარგებლებენ ამერიკის ფინანსური მხარდაჭერით.

კარნეგის ფონდის უფროსი მკვლევარი პოლ სტრონსკი ამბობს, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს მის საერთაშორისო პარტნიორებთან არაღიარების პოლიტიკაზე მუშაობა.

„მე გამიკვირდა, რომ ეს ახლა მოხდა და არა აქამდე. ბაშარ ასადი უკვე დიდი ხანია მოსკოვზეა დამოკიდებული. როდესაც იმ ქვეყნებს უყურებ, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა, ისინი ძირითადად, რუსეთის კლიენტი სახელმწიფოები არიან, ან ქვეყნები, რომლებიც რუსეთზე ძალიან არიან დამოკიდებულნი ფინანსურად თუ დიპლომატიურად“, - თქვა მან. პოლ სტრონსკის თქმით, საქართველო მისი პარტნიორების მეშვეობით უნდა ეცადოს ამ ქვეყნებზე ზეწოლის განხორციელებას. „მე მესმის რომ ქართველებისთვის ეს სასიამოვნო არაა თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ქვეყნები რომლებიც სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს აღიარებენ, საერთაშორისო არენაზე „მავნე“ და „ბოროტი“ აქტორები არიან. ვფიქრობ, საქართველომ შეშფოთება მის მეგობრებთან და მოკავშირეებთან უნდა გაახმოვანოს და მათთან ერთად ეცადოს ქვეყნებზე ზეწოლის მოხდენას“, - ამბობს პოლ სტრონსკი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის