logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
«Stratfor» (აშშ): საქართველოში პროცესებს ყურადღებით უნდა შევხედოთ და გავიგოთ, ცდილობენ თუ არა პოლიტიკური პარტიები ამ პროცესების თავიანთ სასარგებლოდ გამოყენებას
«Stratfor» (აშშ): საქართველოში პროცესებს ყურადღებით უნდა შევხედოთ და გავიგოთ, ცდილობენ თუ არა პოლიტიკური პარტიები ამ პროცესების თავიანთ სასარგებლოდ გამოყენებას
11:36 05.06.2018
ამერიკულმა ანალიტიკურმა კომპანია «Stratfor»-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც განხილულია და ერთმანეთსაა შედარებული საქართველოსა და სომხეთში არსებული სიტუაცია, თბილისში მიმდინარე ბოლო მოვლენების გათვალისწინებით.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ პუბლიკაციის მცირედ შემოკლებულ ვერსიას თავისუფალი თარგმანით:

სულ რაღაც რამდენიმე კვირაში ერევანში მომხდარი პროტესტების შემდეგ, რომელიც სომხეთის ხელისუფლების შეცვლით დასრულდა, მასშტაბური პროტესტები საქართველოშიც დაიწყო. საპროტესტო აქციები ორი მოზარდის მკვლელობის არაობიექტურმა გამოძიებამ და მისგან გამომდინარე სასამართლო ვერდიქტმა გამოიწევია. ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამის, საპროტესტო მიტინგის ლიდერის ზაზა სარალიძის მოთხოვნით, გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მაგრამ მისი გადადგომის მიუხედავად, პროტესტები ისევ გაგრძელდა და ახლა დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მისი კაბინეტის გადადგომას მოითხოვენ. გასულ შაბათ-კვირას ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ზაზა სარალიძემ საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიას „არსებული სისტემის ერთობლივად დემონტაჟისაკენ“ მოუწოდა. ამ ყველაფერს კი 4 ივნისს თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეთა გაფიცვაც დაემატა და მეტროს მუშაობა შეჩერდა.

ქართული პროტესტები მნიშვნელოვნად ჰგავს აპრილში სომხეთში მომხდარ სახალხო გამოსვლებს, რომელმაც მმართველ პარტიას ხელისუფლება შეუზღუდა. ორივე პროტესტი ქვედა ფენების მონაწილეობით დაიწყო, ისინი უფრო შიდაპრობლემების გადაწყვეტისთვის იყო მიმართული და არა საგარეო საკითხებისაკენ. ასე მოხდა საქართველოში ჯერ კიდევ 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ შედეგად, როცა ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის პროდასავლური მთავრობა მოვიდა. გარდა ამისა, ორივე მოვლენამ - სომხურმაც და ქართულმაც - თავის თავდაპირველ მიზნებს ჯერ კიდევ მაშინ მიაღწია, სანამ მთლიანად მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ.

ამავე დროს, სომხურ და ქართულ პროტესტებს შორის საკვანძო მნიშვნელობის მქონე განსხვავებებიც არსებობს: სომხეთისაგან განსხვავებით, საქართველოში პროტესტები არ იყო გამოწვეული არჩევნების სადაო შედეგებით ან მთავრობის მცდელობებით ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით. სომხეთში რესპუბლიკური პარტია უკვე ათი წელი მმართველ პარტიად ითვლებოდა, საქართველოში კი მმართველი „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მხოლოდ 2012 წელს მოვიდა და მის მიერ ჩატარებული ბოლო არჩევნები 2016 წელს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ იქნა როგორც „თავისუფალი და სამართლიანი“. უფრო მეტიც - ქართულ პროტესტებს ხელმძღვანელობს არა ოპოზიციონერი რაიმე პოლიტიკური ამბიციებით, როგორც ეს იყო სომეხი ნიკოლ ფაშინიანის შემთხვევაში, არამედ ჩვეულებრივი სამოქალაქო პირი, რომლის მოქმედება, მისივე თქმით, მხოლოდ სასამართლოს ვერდიქტითაა მოტივირებული.

და მაინც ორივე სიტუაცია იმის დემონსტრირებას წარმოადგენს, თუ როგორ შეიძლება ცხოვრებისეული პრობლემის გამო დაწყებული საპროტესტო მოძრაობა სწრაფად გადაიქცეს საფრთხედ მთავრობისათვის. ევრაზიაში განვითარებული სიტუაციის ფონზე ეს მოვლენები საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ინსტიტუტებისათვის ერთგვარ საგამოცდო ტესტს წარმოადგენს. შესაბამისად, პროცესებს ყურადღებით უნდა შევხედოთ და გავიგოთ - ცდილობენ თუ არა პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები ამ პროცესების თავიანთ სასარგებლოდ გამოყენებას, მმართველი ისტებლიშმენტის გამოწვევის მიზნით. ასევე მნიშვნელოვანი იქნება ზაზა სარალიძისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შედეგიც, როცა მან შვილის მკვლელობის ობიექტური გამოძიება მოითხოვა. თუ ზაზა სარალიძე ვერ დაინახავს ქმედით შედეგებს 10 ივნისამდე, მისი თქმით, იგი მოსახლეობას უფრო ფართო აქციებისაკენ მოუწოდებს.

მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი ალბათ ის არის, თუ როგორ რეაგირებას მოახდენს რუსეთი თავის საზღვრებთან მდებარე სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებზე და როგორ ნაბიჯები შეიძლება გადადგას კრემლმა იმ მიზნით, რომ საპროტესტო ტრაექტორია რუსეთის საწინააღმდეგოდ არ განვითარდეს და მას საფრთხე არ შეუქმნას.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა