logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
მსოფლიო მედია თბილისში გამართული აქციების შესახებ
მსოფლიო მედია თბილისში გამართული აქციების შესახებ
10:36 14.05.2018
საქართველოს დედაქალაქში გამართულ ორდღიან საპროტესტო აქციებს მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია თბილისში 11-13 მაისს გამართული საპროტესტო აქციების მიმდინარეობა და მიზეზები. ყურადღება ეთმობა აქციის ორგანიზატორების პოზიციებს, საქართველოში შექმნილ სიტუაციას ნარკოტიკების რეალიზაცია-მოხმარების საკითხში და ხელისუფლების მიერ გატარებული ნარკოპოლიტიკის შუქ-ჩრდილებს.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ თბილისის ღამის კლუბებში პოლიციის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციას წინ უძღოდა ტრაგედიების ჯაჭვი, როცა ნარკოტიკების მოხმარების შედეგად ზედიზედ რამდენიმე ახალგაზრდა გარდაიცვალა. „პოლიციის რეიდის დროს კლუბებში მყოფი ახალგაზრდები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და ხელისუფლების მოქმედება გააპროტესტეს - „პირად ცხოვრებაში ჩარევის გამო“. ცეცხლზე ნავთი დაასხხა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელმაც განაცხადა, რომ ნარკორეალიზატორები პოლიციამ ღამის კლუბებში კი არ დააკავა, არამედ მის გარეთ და თანაც სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე. ომბუდსმენის ნათქვამიდან გამოდის, რომ პოლიციამ ოპერაცია უკვე ჩაატარა და რატომ და ვის წინააღმდეგ შევიდა ღამის კლუბში, გაუგებარია. გარდა ამისა, კითხვები გაჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების მიმართაც: „სპეცოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდაო“. თუ ამდენი ხანი მზადდებოდა, მაშინ რას რას ელოდებოდნენ სამართალდამცველები, რატომ დაუშვეს ახალგაზრდების გარდაცვალება ნარკოტიკებით?

პარლამენტის წინ მდებარე მოედანზე შეკრებილი ახალგაზრდები თავიანთ ემოციურ გამოსვლებში სხვადასხვა თემებს ეხებოდნენ - აცხადებდნენ, რომ „საქართველოში საბჭოთა წყობის აღდგენა“ მიმდინარეობს, რომ „ამ ყველაფერში მოსკოვი არის ჩარეული“. ისინი უსირცხვილოდ ამტკიცებდნენ, რომ პოლიციას თვითონ აქვსო კავშირები ნარკომაფიასთან.

ოპოზიციური ტელეარხის „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტები განგებ ეძებდნენ აქციის მონაწილეებში მათთვის საჭირო რესპონდენტებს, რომლებიც მოხდარ ამბავს პოლიტიკური შეფასებას უკეთებდნენ. მათი კოლეგები სხვა ტელეარხებიდან შედარებით უფრო მიუკერძოებლები იყვნენ, მაგრამ მაინც გაუგებარი რჩებოდა - რა სურდათ კონკრეტულად შეკრებილ ახალგაზრდებს. საბოლოოდ მიზანი მაშინ გამოიკვეთა, რომ მათ პოლიტიკური მოთხოვნა წამოაყენეს - შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომა, პლუს ნარკოტიკების ლეგალიზება.

ამასობაში ფეისბუქის ქართულ სეგმენტში აქციების მიმართ ამგვარი აზრი გაჩნდა: „პოლიტიკაში დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ეჩვენებინა, თუ ვინაა სახლში უფროსი. მან პოლიციური რეიდით გადაწყვიტა შეასუსტოს თბილისის მერის კახა კალაძის პოზიციები. სწორედ ის არის ინიციატორი პროექტისა „ღამის თბილისის“ შესახებ, რომელიც დედაქალაქის მცხოვრებთა და სტუმრების ღამეული გართობის ხელშეწყობას გულისხმობს, დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით“. კიდევ ერთ ფეისბუქურ ვერსიაში ყურადღება ექცევა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გაგრძელების შესახებ: „ჰოდა, კიდევაც მიიღო პასუხად გამაფრთხილებელი აქცია. ვინ უწყობს ხელს ამგვარ გამოსვლებს? „გირჩელები“. ისინი ხომ იგივე „ნაციონალები“ არიან, რომლებთაც მხარს დასავლეთი უჭერს“.

პუბლიკაციის დასასრულს ავტორი წერს, რომ კლუბური ახალგაზრდობის აქციის საპირისპიროდ რადიკალური ორგანიზაციის „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრებმა „ნარკომანებისა და ჰომოსექსუალების“ წინააღმდეგ საპასუხო კონტრაქცია გამართეს. პოლიციამ მოახერხა სიტუაციის ნორმალიზება და თავიდან აიცილა რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდების ერთმანეთთან შეტაკება.
----------
როგორც აღვნიშნეთ, თბილისში 12-13 მაისს მიმდინარე ახალგაზრდების საპროტესტო აქცია მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ვრცლად გააშუქეს. მასალებში გადმოცემულია სიტუაციის განვითარების ქრონოლოგია - პოლიციის სპეციალური რაზმის შესვლა ღამის კლუბებში, ნარკორეალიზატორების გამოვლენა-დაკავების მიზნით; კლუბებში მყოფი ახალგაზრდების ევაკუაცია, მათი აღშფოთება პოლიციის ქმედების გამო, საპროტესტო აქცია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან და ახალგაზრდების მოთხოვნები.
სტატიების შინაარსი ძირითადად ერთმანეთის მსგავსია.

«ТВ Дождь» (რუსეთი): ქართველი რეივერები მთავრობის გადადგომას ითხოვენ: პოლიციის ანტინარკოტიკულმა რეიდმა შეიძლება თბილისის - „კავკასიური ბერლინის“ რეპუტაცია შელახოს (რეპორტაჟი თბილისიდან, პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის კომენტარებით) - https://tvrain.ru/teleshow/bremja_novostej/gruzija-463563/;

«ТВ Россия-24 – Вести» (რუსეთი): როგორც სომხეთში: საქართველოს მოსახლეობასაც „მშვიდობიანი რევოლუცია“ სურს - https://www.vesti.ru/doc.html?id=3016560#/video

«Главред» (უკრაინა): „ჩვენ პუტინი არ გვინდა“ - თბილისი მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა - http://glavred.info/mir/my-ne-nuzhdaemsya-v-putine-tbilisi-ohvatili-massovye-akcii-protesta-foto-505090.html

«Факты и комментарии» (უკრაინა): თბილისში ათასობით ადამიანი პრემიერისა და შსს მინისტრის გადადგომას ითხოვენ - http://fakty.ua/268062-tysyachi-chelovek-v-tbilisi-trebuyut-otstavki-premer-ministra-i-glavy-mvd;

«Star» (თურქეთი): ანტინარკოტიკულმა სპეცოპერაციამ საქართველო ორად გაჰყო - http://www.star.com.tr/guncel/uyusturucu-operasyonu-gurcistani-ikiye-boldu-haber-1342369/

«Deutsche Welle» (გერმანია): თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოს მთავრობის გადადგომა მოითხოვეს - http://p.dw.com/p/2xb87

«EuroNews» (საფრანგეთი): ანტისამთავრობო პროტესტი საქართველოში - http://ru.euronews.com/2018/05/12/nc-georgia-protest

«Radio France Internationale» (საფრანგეთი): თბილისში პოლიციის რეიდმა ღამის კლუბებში სტიქიური გამოსვლები გამოიწვია - http://ru.rfi.fr/kavkaz/20180512-reid-politsii-v-nochnye-kluby-privel-k-stikhiinym-mitingam-v-tbilisi;

«BBC News» (დიდი ბრიტანეთი): თბილისში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში პოლიციის რეიდის წინააღმდეგ ღამის კლუბებში - https://www.bbc.com/russian/news-44096179;

«The Daily Beast» (აშშ): რეივ-რევოლუცია კავკასიაში: თბილისში ღამის კლუბების დახურვას აპროტესტებენ - https://www.thedailybeast.com/author/will-cathcart

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის