logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
«Bayernkurier» (გერმანია): საქართველო მალე უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადდება
«Bayernkurier» (გერმანია): საქართველო მალე უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადდება
10:39 07.05.2018
გერმანულ ჟურნალ Bayernkurier-ში („ბავარიის კურიერი“) დაბეჭდილი სტატია ეხება საქართველოს მოქალაქეებისათვის დაწესებულ ვიზალიბერალიზაციასთან - ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ანდრეს ფონ დელხას-ჰიუნტერის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

ბავარიის მხარის შინაგან საქმეთა მინისტრის იოაჰიმ ჰერმანის თქმით, საქართველო მალე მიიღებს უსაფრთხო ქვეყნის კატეგორიას, რაც შეამცირებს გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელ ქართველთა რაოდენობას. ბოლო მონაცემებით, გერმანიაში უვიზო რეჟიმის წყალობით ჩამოსული ქართველები სულ უფრო ხშირად და მზარდი რაოდენობით ითხოვენ თავშესაფარს, რაც ვიზალიბერალიზაციის პირობების დარღვევას წარმოადგენს.

იოაჰიმ ჰერმანს ეთანხმება გერმანიის შინაგან საქმეთა ახალი ფედერალური მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი, რომელიც აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიეცემა, უვიზო რეჟიმის პირობების დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია უფრო ადვილად განხორციელდება. აქვე ვიტყვით, რომ ქართველები საკმაოდ ბევრ კრიმინალურ დანაშაულსაც სჩადიან.

ექსპერტთა აზრით, გერმანიაში თავშესაფრის მიღების მსურველთა ასეთი სწრაფი ზრდა განპირობებულია საქართველოს მოსახლეობის დუხჭირი მდგომარეობით, სიღარიბით და უმუშევრობის მაღალი დონით. ასეთი ქვეყნიდან გერმანიაში ჩამოსვლისა და თავშესაფრის მიღების თხოვნის დარეგისტრირების შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში, ისინი უზრუნველყოფილნი არიან ბინით, კვებით და ტანსაცმლით, ეძლევათ „ჯიბის ფულიც“ - თვეში 135 ევროს ოდენობით, პირადი ხარჯებისათვის.

სხვათა შორის, იოაჰიმ ჰერმანი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და მისი წევრის, საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის (რომელიც დღეს გერმანიის პრეზიდენტია - ს.კ.) მიერ გატარებულ პოლიტიკასაც აკრიტიკებს: „იგი ჩვენს პოზიციას ყურადღებას არ აქცევდა, იგნორირებდა ჩვენს ეჭვებს და საგარეო პოლიტიკას ჩვენი უსაფრთხოების საზიანოდ ახორციელებდა“, - გაღიზიანებული ტონით ამბობს იოაჰიმ ჰერმანი, - „არადა, ჩვენ უკვე გვქონდა ერთგვარი გამაფრთხილებელი სიგნალი ბალკანეთის ქვეყნების სახით, რომ უვიზო რეჟიმის დროს თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა სწრაფად მატულობს“.

იოაჰიმ ჰერმანის განცხადებით, საჭიროა უვიზო რეჟიმის დამუხრუჭების მექანიზმი ამოქმედდეს, რომელიც ევროკომისიის პრეროგატივას წარმოადგენს. თავის მხრივ, ევროკომისია აღიარებს პრობლემის არსებობას, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ უვიზო რეჟიმი შეჩერდეს. ევროკავშირს მიაჩნია, რომ ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა