logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
კურტ უოლკერი: საქართველო ნატოს წევრობისთვის მზად არ არის და ამ მიზნის მისაღწევად კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი
კურტ უოლკერი: საქართველო ნატოს წევრობისთვის მზად არ არის და ამ მიზნის მისაღწევად კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი
13:15 12.03.2018
ბრიუსელში მყოფმა უკრაინის საინფორმაციო სააგენტო «УНИАН»-ის კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელ კურტ უოლკერს, რომელმაც, ნატოს ურთიერთობის შეფასებისას, ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა.

როგორც ცნობილია, ნატომ უკრაინას ასპირანტი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, რაც კიევს ალიანსის წევრობისაკენ აახლოებს. „ამჟამად უკვე ოთხმა პარტნიორმა ქვეყანამ განაცხადა სწრაფვა ნატოში გაწევრიანების შესახებ: ბოსნია-ჰერცოგოვინამ, საქართველომ, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა - მაკედონიამ და უკრაინამ“, - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში, - ნატოს კარი ღია რჩება ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელსაც შეუძლია თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში“.

კურტ უოლკერი დარწმუნებულია, რომ უკრაინას და საქართველოს ნატოში „გაწევრიანების სამოქმედო გეგმა“ (ანუ MAP - Membership Action Plan) ჯერ კიდევ ალიანსის ბუქარესტის სამიტის დროს (2008 წლის აპრილში) უნდა მიეღოთ, მაგრამ რეალურად ასე არ მოხდა. „თქვენ არ უნდა დაივიწყოთ იმ ვითარების კონტექსტი, რა დროსაც საკითხი იხილებოდა. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისა და საქართველოსათვის „მაპ“-ის მიცემის პოზიციით გამოდიოდა, რაც, პრინციპში, სწორიც იყო. ეს უნდა გაკეთებულიყო. რადგან „მაპ“-ი ნატოში მიღების გარანტიად არ ითვლება, [ამით არაფერი დაშავდებოდა]. „სამოქმედო გეგმა“ ხომ მხოლოდ ინსტრუმენტია, გზა ნატოში გაწევრიანებისათვის, რათა ქვეყანა მოგვიანებით ღირსეულ კანდიდატად იქცეს“, - განმარტა ამერიკელმა დიპლომატმა.

ამასთან, კურტ უოლკერმა ხაზი გაუსვა, რომ „არც მაშინ და არც დღეს საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანებისათვის ჯერ მზად არ არიან. ორივე ქვეყანას კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი მიზნის მისაღწევად. სწორედ ამიტომ შემუშავდა Membership Action Plan, როგორც გაწევრიანების ინსტრუმენტი“.

დიპლომატმა გაიხსენა, რომ 2008 წელს იყვნენ ისეთი მოკავშირე ქვეყნები (ნატოს წევრები), რომლებთაც უკრაინისა და საქართველოსათვის „მაპ“-ის მიცემა არ სურდათ: „მათ არ უნდოდათ, რომ ამ საკითხის გადაწყვეტაში ავტომატიზმის პრინციპი გამოყენებულიყო, უპირველესად რუსეთის მიზეზით. სწორედ ამიტომ ითქვა, რომ ორივეს შეუძლია წევრობა, მაგრამ იმ მომენტისათვის ისინი მზად არ იყვნენ. ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები იქნებიან, თუმცა ასეთმა განცხადებამ წარმოქმნა იდეა, რომ თითქოსდა ალიანსის წევრობა დეტალიზებისა და ინსტრუმენტების გარეშეც შესაძლებელია“.

ამასთან, აშშ-ის სპეცწარმომადგნელმა აღნიშნა, რომ უკრაინას და საქართველოს უკვე აქვთ წლიური ეროვნული პროგრამა, რომლის მიხედვითაც იგივე მუშაობა უნდა გასწიონ, რაც „მაპ“-ის ფარგლებში უნდა გაკეთდეს.

კურტ უოლკერი შეეხო დონბასის კონფლიქტის მოგვარების სავარაუდო პერსპექტივას, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. იგი დარწმუნებულია, რომ „მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა ნამდვილად რუსების ხელშია“. ამასთან, არის ორი მომენტი, რაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული: „პირველი - თუ რუსეთის მიზანი იმაში იყო, რომ უკრაინაზე გავლენა მოეხდინა, რომ კიევი უფრო პრორუსული ყოფილიყო, მოსკოვმა ამ შემთხვევაში საწინააღმდეგო ეფექტი მიიღო - უკრაინა უფრო მტკიცედ გაერთიანდა, უფრო ორიენტირებული გახდა დასავლეთზე, უფრო ეროვნული და უფრო ანტირუსული გახდა, ვიდრე ოდესმე იყო. მეორე - თუ ვლადიმერ პუტინი იმას ფიქრობდა, რომ მას ეს ყველაფერი ძვირი არ დაუჯდებოდა, ანუ ისეთი, როგორც, ვთქვათ, საქართველოში შეჭრის დროს, რომელიც მოსკოვს არაფრად უღირდა, მაშინ იგი შეცდა, რადგანაც უკრაინის შემთხვევა რუსეთისათვის დიდი ზიანის მომტანია“.

უოლკერმა ხაზი გაუსვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში (დონბასში) სიტუაციის დესტაბილიზებისა და ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით, დასავლეთმა ანტირუსული ზომები, ეკონომიკური სანქციების სახით, მყისიერად მიიღო. გარდა ამისა, ვაშინგტონი კიევს თავდაცვითი იარაღითაც დაეხმარა.



წყარო: «УНИАН» (უკრაინა)

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2
ინტერვიუ
რობერტ ქოჩარიანი აგვისტოს ომზე: არიან ისეთები, რომლებიც ჯერ აკეთებენ, შემდეგ ფიქრობენ და ისეთებიც, რომლებიც ჯერ ფიქრობენ და შემდეგ აკეთებენ... (ინტერვიუ)
15:28 19.09.2018
მას შემდეგ, რაც სომხეთის ყოფილ პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მან

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ პავლე ფელგენგაუერთან: აფხაზეთთან დაკავშირებით ბორის ელცინს არავინ არაფერს ეკითხებოდა
11:19 08.09.2018
„რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის - „რადიო სვობოდას“
ინტერვიუ
ინტერვიუ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატ ჰელინ ზომერთან: ქართველები მერკელის ვიზიტით იმედგაცრუებულნი დარჩნენ
10:26 05.09.2018
ინტერვიუში გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი (ფრაქცია „მემარცხენეები“) ჰელინ ზომერი,
ინტერვიუ
მინსკში ქართული სავაჭრო სახლი გაიხსნება, სადაც მხოლოდ ნატურალური პროდუქტები გაიყიდება
10:17 04.09.2018
საქართველოს ელჩმა ბელარუსში, ვალერი კვარაცხელიამ ვრცელი ინტერვიუ მისცა
ინტერვიუ
ინტერვიუ
გერმანელი პოლიტოლოგი: უახლოეს წლებში ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება არ მოხდება
12:08 22.08.2018
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისს ეწვევა. იგი საქართველოში
ინტერვიუ
ინტერვიუ
პენტაგონის ექს-მაღალჩინოსანი: 2008 წელს ჩვენ რეაგირებისთვის მზად არ ვიყავით
00:14 16.08.2018
2008 წლის ომის დროს მარკ სიმაკოვსკი შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტში
ინტერვიუ
ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან: უცხოურ ვიზიტებში ქართული მხარის მიერ შექმნილი ბარიერები ხელს გვიშლის
13:04 15.08.2018
გაზეთ „იზვესტიის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საუბრობს რუსეთის
ინტერვიუ
Pleas creat article