logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
"mk.ru"(რუსეთი): ტატუნაშვილის სიკვდილი რუსეთს ჩრდილს აყენებს; ცხინვალის განცხადების კი თავად ოსებსაც არ სჯერათ
"mk.ru"(რუსეთი): ტატუნაშვილის სიკვდილი რუსეთს ჩრდილს აყენებს; ცხინვალის განცხადების კი თავად ოსებსაც არ სჯერათ
11:14 11.03.2018
„ამ დღეებში საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის დამოკიდებულებაში ახალი გამწვავების მოწმენი ვხდებით, რომელიც, შეიძლება ითქვას, ყველაზე სერიოზულია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების ორგანოთა თანამშრომლების მიერ დაკავებული ყოფილი ქართველი სამხედრო მოსამსახურის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი თბილისს ცხინვალისადმი ბრალდებების წაყენების საფუძველს აძლევს, რაც, თავის მხრივ, ჩრდილს აყენებს რუსეთსაც, რომელიც სამხრეთ ოსეთის მთავარი მფარველის როლს ასრულებს“, - ნათქვამია რუსული გამოცემის, «Московский комсомолец»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მარინა პერევოზკინას ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის რეზიუმეს:

პუბლიკაციაში გადმოცემულია სიტუაცია 35 წლის გადამდგარი სერჟანტის იდუმალ სიკვდილთან დაკავშირებით, რომელმაც საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. „თუმცა არა იმდენად სიკვდილმა, არამედ იმ ფაქტმა, რომ ნათესავებისათვის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარის გადაცემას ცხინვალი აჭიანურებს. საქართველოში ეჭვობენ, რომ გარდაცვლილის ცხედარზე რაღაც მანიპულაციებს ახდენენ, რომ დაკითხვის დროს მისი დაღუპვის ფაქტი დაფარონ“, - აღნიშნულია სტატიაში.

მასალაში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული არჩილ ტატუნაშვილისა და თანმხლები პირების დაკავება-დაპატიმრების ამბავი, რომლის საფუძველი, როგორც სამხრეთ ოსეთის უშიშროება იტყობინება, თურმე სადაზვერვო საქმიანობა გამხდარა („თითქოს ბოსტნით ვაჭრობდა, სინამდვილეში კი ქართული დაზვერვის აგენტი იყო, მობილური ტელეფონით სამხედრო ობიექტებს იღებდა, ჯიბეში ქართული ლექსებიც ვუპოვეთ. გარდა ამისა, ეჭვი გვაქვს, რომ არჩილ ტატუნაშვილი 2008 წელს მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდაო“).

„მოკლედ, "სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის" განცხადება ძალიან გვაგონებს პოეტურ თხზულებას და ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ მისი არც ქართველებს არ სჯერათ და არც ოსების ნაწილს: სოციალურ ქსელებში ცხინვალელი ოსები წერენ, რომ ადამიანის დასჯა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია და არა ვიღაც ცალკეულ პირებს.
„მე ძალიან მრცხვენია მომხდარი ფაქტის გამო. თუ არჩილ ტატუნაშვილის ბიოგრაფიით ვიმსჯელებთ, იგი მშვიდობიანი მოქალაქე ყოფილა და გამოდის, რომ იგი მოუკლავთ, თანაც სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს, რაც დაუშვებელია! ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ციხეებშიც არიან ოსები და ამიტომ შურისძიება გამორიცხული არ არის“.

მართლაცდა, საკმაოდ უცნაურად გამოიყურება ის ფაქტი, რომ „უხილავი ფრონტზე საქმიანობით გამოწრთობილ მზვერავს“ თავისი ჯიბით დაჰქონდა „ქართული დივერსიული ქვედანაყოფების“ პირადი შემადგენლობის სიები, რომელშიც მისი გვარიც იყო შეტანილი. ქართული მხარე არ უარყოფს, რომ არჩილ ტატუნაშვილი 2007-2011 წლებში საქართველოს არმიაში მსახურობდა, იგი მართლაც მონაწილეობდა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, მაგრამ აშკარაა, რომ 2008 წლის აგვიტოში იგი ოსებს ვერ დახოცავდა, რადგანაც იმ დროს იგი შორეულ ერაყში მსახურობდა. გარდა ამისა, არჩილ ტატუნაშვილს ლენინგორის რაიონში შესვლის ნებართვა ორი წლის წინ თვით სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროებამ მისცა და რა გამოდის? თუ მას სამხედრო დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, მაშინ პატარა რესპუბლიკაში, სადაც ყველა ერთმანეთს კარგად ცნობს, ვიღაცას ნამდვილად ეცოდინებოდა.

რა უნდა გამხდარიყო არჩილ ტატუნაშვილისა და სამხ.ოსეთის სამართალდამცავებს შორის მომხდარი კონფლიქტის მიზეზი, ოფიციალური ვერსიის გარდა? როგორც ამბობენ, ყველაფრის თავი და თავი ისევ კორუფციაა: ამას წინათ საზღვარზე ოსებმა საბაჟო პუნქტი მოაწყეს, მაგრამ ოფიციალური გადახდების გარდა ადგილობრივი ძალოვანები ძველებურად აიძულებდნენ წვრილ ბიზნესმენ-ვაჭრებს დამატებითი ფულის გადახდასაც, მათი ჯიბის სასარგებლოდ, ანუ გამოდიოდა, რომ მოვაჭრეები ორმაგს იხდიდნენ. ამბობენ, რომ სწორედ ამ ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი არჩილ ტატუნაშვილსა და ადგილობრივ ოსური მილიციის უფროსს შორის.

ცუდია, რომ ადგილობრივი ჩინოვნიკების სიხარბის გამო პასუხის გაცემა რუსეთს მოუწევს - სწორედ რუსეთია მთელი მსოფლიოს თვალში სამხრეთ ოსეთის მმართველი, სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი სამხ.ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - წერს ავტორი სტატიის დასასრულს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: არის მცდელობა, რომ საქართველოს მეშვეობით მთლიანად კავკასიას ცეცხლი მოუკიდონ
11:00 12.12.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში საუბრობენ გადაცემის წამყვანი მაშა
ინტერვიუ
ქართული პოლიტიკის ფრანგული აქცენტი-სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის პერსპექტივა
11:18 06.12.2018
ამერიკული რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის „რადიო სვობოდას“ პროექტ
ინტერვიუ
გია ნოდია: მიშას ციხეში ჩაჯდომა არ შეიძლება, ეს ის ადამიანი არ არის ვინც ციხეს გაუძლებს
11:08 05.12.2018
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნებში
ინტერვიუ
ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: მოსკოვი ჩვენს პირობებს უნდა დაეთანხმოს
17:43 02.12.2018
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ოლღა ივშინამ თბილისში ყოფნისას
ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ პოლოლიკაშვილთან: მსოფლიო ტურიზმი და რუსი ტურისტები საქართველოში
12:01 19.10.2018
ინტერვიუში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საუბრობს
ინტერვიუ
ინტერვიუ ისა კოაძოისთან: ქართველებო, ილოცეთ ინგუშებისთვის და მშვიდობისთვის
10:25 15.10.2018
საქართველოს მეზობლად, ინგუშეთში, მოსახლეობა პრეზიდენტ იუნუს-ბექ ევკუროვის
ინტერვიუ
Pleas creat article