logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
«The Economist»(დიდი ბრიტანეთი): პრაგმატული, მაგრამ პრინციპული-საქართველო რუსეთთან ურთიერთობაში ნაკლებ კონფრონტაციას ირჩევს და ევროკავშირიც კმაყოფილია
«The Economist»(დიდი ბრიტანეთი): პრაგმატული, მაგრამ პრინციპული-საქართველო რუსეთთან ურთიერთობაში ნაკლებ კონფრონტაციას ირჩევს და ევროკავშირიც კმაყოფილია
11:39 12.01.2018
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა «The Economist»-ი, საქართველოს საგარეოპოლიტიკური კურსის შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ, ქართულენოვანი ვერსიას თავისუფალი თარგმანით:

მომხიბლავი ძველი თბილისის ხის აივნების ქვეშ, შუასაუკუნეების მსგავსი წარწერის მქონე აბრები - რუსულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე - გამვლელს ღვინის დეგუსტაციას სთავაზობს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როცა რუსი ტურისტების ნაკადი შეწყდა, სტუმრებს ძირითადად მხოლოდ ინგლისურ ენაზე მიმართავდნენ, მაგრამ დღეს სრულიად სხვა სიტუაციაა: რუსი ტურისტები დაბრუნდნენ, დაბრუნდა რუსული ენაც.

ქართველი პოლიტიკური ლიდერების ახალი თაობა რუსეთთან ურთიერთობების საკითხში პრაგმატულადაა განწყობილი. მართალია, ამ ორ მეზობელ ქვეყანას ერთმანეთთან ჯერ კიდევ არ აქვთ აღდგენილი დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ თბილისელი და მოსკოველი ჩინოვნიკები რეგულარულ მოლაპარაკებებს მაინც მართავენ. მათი პრაქტიკული ინიციატივები ეხება ვაჭრობის, ტრანსპორტის მოძრაობის, ტურიზმის გაიოლებას ორ ქვეყანას შორის. „საქართველოს დღევანდელი მთავრობა ყოველნაირად ცდილობს, რომ რუსეთი არ გააბრაზოს, არ შეეწინააღმდეგოს“, - ამბობს ლატვიელი პოლიტიკოსი და დიპლომატი ოჟარს კალნინში.

რუსეთისადმი საქართველოს დღევანდელი დამოკიდებულება ძალიან განსხვავდება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროინდელი მიდგომებისაგან. მიხეილ სააკაშვილს უყვარდა ვლადიმერ პუტინის პროვოცირება და ზოგიერთი ცნობის თანახმად, მას „ლილიპუტინსაც“ უწოდებდა ხოლმე. სამაგიეროდ, ყოფილი პრეზიდენტი აღფრთოვანებული იყო ამერიკის შეერთებული შტატებით, რომელიც, თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილს „დემოკრატიის შუქურად“ მიიჩნევდა.

რუსეთთან დაძაბულობის პიკმა ხუთდღიანი ომის დროს მიაღწია, რომელშიც საქართველომ მარცხი განიცადა. თავისი მმართველობის ბოლო წლებში მიხეილ სააკაშვილი სულ უფრო და უფრო იხრებოდა ავტორიტარული მმართველობისაკენ და შედეგმაც არ დააყოვნა: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] დამარცხდა - გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო დასავლეთს შორდება და კვლავ რუსეთის ორბიტაზე ბრუნდება? არა, მთლად ასე არ არის.

„კონფრონტაციული ტონი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ეპოქაში რუსეთის მიმართ დომინირებდა, შედარებით უფრო რბილი დამოკიდებულებით შეიცვალა, თუმცა შინაარსი ბევრად არ განსხვავდება“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ახლა კი პარლამენტის წევრია დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით. საქართველო ისევ ისწრაფვის ევროპისაკენ და ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ტერიტორიისა და საზღვრების საკითხში თბილისის პოზიცია მტკიცე რჩება: ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები მიესალმებიან რუსეთის მიმართ საქართველოს მთავრობის „პრაგმატულ, მაგრამ იმავდროულად პრინციპულ“ მიდგომას. ისინი იმედოვნებენ, რომ შედარებით უფრო რბილი რიტორიკა, სავაჭრო კავშირებისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების გაუმჯობესება ხელს უწყობს დაძაბული ატმოსფეროს განმუხტვას, იზრდება სასაზღვრო დავის გადაწყვეტის შანსებიც. მაგრამ საქართველოს შემრიგებლურ პოლიტიკას რუსეთი არ პასუხობს, პირიქით - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უფრო მეტად ინტეგრირდებიან რუსულ სახელმწიფო სტრუქტურებში, იხურება საკონტროლო-გამშვები პუნქტები, გასულ წელს კი რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საზღვარი სულ უფრო ღრმად გადასწია საქართველოს ტერიტორიის შიგნით.

ამასობაში კი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ტემპი ნელდება. ევროპელი ჩინოვნიკები თვლიან, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს, მაგრამ მხოლოდ პოლიტიკური რეფორმების გატარებისა და უმცირესობათა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის შემდეგ. 2016 წელს ძალაში შევიდა „ასოცირების შეთანხმება“, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალ ვაჭრობას ითვალისწინებს. 2017 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმიც მიიღო, თუმცა სამომავლოდ ამგვარი პროგრესი, როგორც ჩანს, უფრო გართულდება: მაგალითად, ევროკავშირის ეკოლოგიური სტანდარტებისა და დასაქმებულთა უფლებების დაკმაყოფილება საქართველოსთვის სულ უფრო რთული და მტკივნეული იქნება.

გარდა ამისა, ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ მმართველი „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ახშობს, ზეწოლას ახდენს. 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო, რომ პირველად დამოუკიდებლობის პერიოდში, ხელისუფლების პოლიტიკური ცვლა მშვიდობიანად განხორციელდა. თუმცა მოგვიანებით წინა მთავრობის ათობით ჩინოვნიკი დაპატიმრებულნი იქნენ, სახელისუფლებო უფლებამოსილების ბოროტად სარგებლობის ბრალდებით. მათ შორისაა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილიც, რომელიც ჯერ კიდევ საპყრობილეშია და სასჯელს იხდის. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ხელისუფლების კონსოლიდაცია ისე მოახდინა, რომ კონტროლისა და საპირწონის ბალანსი აღარ ჩანს“, - ამბობს ვანო ჩხიკვაძე, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის წევრი.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტი 2013 წელს დატოვა, კვლავ რჩება ქვეყნის ყველაზე გავლენიან ადამიანად, ჩრდილოვან ლიდერად. სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა, იგი საჯაროდ გამოჩენას ერიდებოდა. იგი უფრო ცნობილი იყო თავისი ჰობით ეგზოტიკური ცხოველების - ზებრების, კენგურუებისა და პინგვინების მიმართ, აგრეთვე ფილანტროპიით. ბიძინა ივანიშვილმა თავისი მშობლიური სოფლის მოსახლეობას საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესა, მათი ხარჯები თვითონ დაფარა, ასევე მონაწილეობდა თბილისის ახალი ტაძრის მშენებლობის ფინანსურ უზრუნველყოფაში, ეხმარებოდა „მებრძოლ“ ინტელექტუალებსაც. პოპულარობამ და გულუხვობამ ხელი შეუწყო ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების განმტკიცებას. როგორც ამბობენ, იგი უხილავი ძაფებით [მართავს სიტუაციას] თავისი ფუტურისტული სასახლიდან, რომელიც თბილისს ზემოდან გადმოჰყურებს. მინისტრები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წყალობით ინიშნებიან და თავისუფლდებიან.

ზოგიერთები თვლიან, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებს უფრო მეტი კონტროლის განხორციელების უფლებას აძლევს. თუ ასეა, ქვეყანა შეიძლება ახალ ფაზაში შევიდეს. დღეს ქართულ მთავრობას ყოვლისმომცველი იდეოლოგია არ აქვს. იმ დროს, როცა მთავრობა რუსეთთან ურთიერთობის პრობლემებს აწყდება, ამომრჩეველთა დარწმუნება იმაში, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად რეფორმების გატარება ღირებული და აუცილებელია, საკმაო ძალისხმევას მოითხოვს. მთავრობას შეეძლო რაღაც ხედვა ჰქონოდა, რაც მიხეილ სააკაშვილს, ყველა მისი ნაკლის მიუხედავად, არასდროს აკლდა. „იგი გიჟიც იყო და შემოქმედიც“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. საქართველოსთვის უკეთესია გიჟები არ ჰყავდეს, მაგრამ ცოტა მეტი შემოქმედება და კრეატიულობა მისასალმებელია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ ისა კოაძოისთან: ქართველებო, ილოცეთ ინგუშებისთვის და მშვიდობისთვის
10:25 15.10.2018
საქართველოს მეზობლად, ინგუშეთში, მოსახლეობა პრეზიდენტ იუნუს-ბექ ევკუროვის
ინტერვიუ
ინტერვიუ ვანო ჩხარტიშვილთან: ზაზა ოქუაშვილმა ქართული მეთამბაქოეობის იდეა ტრანსნაციონალურ კორპორაციაზე მიყიდვით მოკლა
00:11 12.10.2018
“15 წელია თამბაქოს ინდუსტრიაში ვარ და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ეროვნული წარმოება აწყდება, ეს არის
ინტერვიუ
ზაალ ანჯაფარიძე: წინასაარჩევნო გარემო საგანგაშო არ არის
12:45 11.10.2018
ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე, არასამთავრობოებისა და ხელისუფლების დაპირისპირებასა და ISFED-ის
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში შვეიცარიის ელჩ ივ როშესთან: როდის ამოქმედდება შეთანხმება ტვირთების მონიტორინგის მექანიზმის შესახებ
13:59 09.10.2018
რუსეთში შვეიცარიის ელჩს ივ როშეს ინტერვიუ ჩამოართვა რუსული საინფორმაციო სააგენტო
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
ინტერვიუ დავით რაქვიაშვილთან: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა
15:57 08.10.2018
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო არსებული ფორმატით უკვე აღარ იფუნქციონირებს. პარლამენტის
ინტერვიუ
თამარ გუდავა: რეკორდული რაოდენობის საჩივრების ხელოვნურად შექმნის მიზანი არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებაა
13:33 29.09.2018
„საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელის თამარ გუდავას განცხადებით,
ინტერვიუ
დენის დავითაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ გადატრიალებას ამზადებს
18:59 28.09.2018
გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტთან საარჩევნო საკითხებში, ცესკოსა და უწყებათაშორისი კომისიის დამკვირვებელთან,
ინტერვიუ
ინტერვიუ
რობერტ ქოჩარიანი აგვისტოს ომზე: არიან ისეთები, რომლებიც ჯერ აკეთებენ, შემდეგ ფიქრობენ და ისეთებიც, რომლებიც ჯერ ფიქრობენ და შემდეგ აკეთებენ... (ინტერვიუ)
15:28 19.09.2018
მას შემდეგ, რაც სომხეთის ყოფილ პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მან
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ პავლე ფელგენგაუერთან: აფხაზეთთან დაკავშირებით ბორის ელცინს არავინ არაფერს ეკითხებოდა
11:19 08.09.2018
„რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის - „რადიო სვობოდას“
ინტერვიუ
Pleas creat article