logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
„rg.kiev“(უკრაინა): მიხოს ბედი; ვარიანტი პირველი-შეიპყრეს, გაკოჭეს, თავზე ტომარა და... თბილისი
„rg.kiev“(უკრაინა): მიხოს ბედი; ვარიანტი პირველი-შეიპყრეს, გაკოჭეს, თავზე ტომარა და... თბილისი
13:45 10.01.2018
უკრაინული გამოცემის, «Рабочая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში მიმოხილულია უკრაინაში გასული კვირის განმავლობაში მომხდარი მოვლენები, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის შესახებაც.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

მიხო სააკაშვილის ირგვლივ ქაფი და ბუშტები კვლავ არ ქრება. როგორც ჩანს, ასეთია საქართველოს ექს-პრეზიდენტის დანიშნულება: მის შესახებ იმდენი რამ ვრცელდება, რომ რომ ძნელია ჭეშმარიტებაში გარკვევა.

ახალი წლის პირველ დღეებშივე შევიტყვეთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხო სააკაშვილი დამნაშავედ სცნო პრეზიდენტობის დროს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“ და მას დაუსწრებლად სამი წლით ციხე მიუსაჯა. გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ქართული თემიდის მიერ განაჩენის გამოტანა კიევ-თბილისს შორის ფარული მოლაპარაკების გარეშე ვერ მოხდებოდა. და თუ მთლად სნაიპერული სიზუსტით ვივარაუდებთ, ამ საქმეში ორივე დედაქალაქში არსებული აშშ-ის საელჩოები არიან ჩარეულნი. ხომ გახსოვთ „სომხური რადიოს“ ცნობილი ავიამარშრუტი - „თბილისიდან ერევანში კამჩატკის გავლით“? ჰოდა, ახლაც ისეა, როგორც იმ ანეკდოტში - „კიევიდან თბილისში ვაშინგტონის გავლით“.

თუ ვინმემ ვერ გაიგო, ავუხსნი: მიხეილ სააკაშვილს სტატუსი შეუცვალეს, იგი უკვე მსჯავრდებულია. უკრაინის გენპროკურატურის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ ძალიან მიკიბ-მოკიბულად კი გვითხრა, თუმცა მთავარი მაინც გავიგეთ: ევროპული კონვენციის თანახმად, პირის ექსტრადიცია ხდება მის მიერ დანაშაულის ჩადენისა და მისთვის მსჯავრის დადების შემდეგ. ე.წ. საექსტრადიციო შემოწმება სრული სვლით მიდის - მიხოს ხან გენერალურ პროკურატურაში იძახებენ, ხან უშიშროების სამსახურში. მართალია, იგი არცერთში არ ცხადდება და აშკარად იანკების (ამერიკელების) რეაქციას ელოდება, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ხაფანგშია გამოჭერილი თვითონ დაიგო მახე თუ სხვამ დაუგო, უკვე მნიშვნელობა არ აქვს, ახლა მთავარია როგორი იქნება ოპერაცია „ექსტრადიციის“ განვითარების ვერსიები.

აი, აქ უკვე კარტი ჩვენს ხელშია, შეიძლება სხვადასხვა ვარიანტები გავითამაშოთ.

დავიწყოთ მიხოსთვის ყველაზე ცუდი ვარიანტით:

პირველი - შეიპყრეს, გაკოჭეს, თავზე ტომარა და - თბილისი. იქ უკვე მას კიდევ სამი საქმე ელოდება, რომელთაგან ერთ-ერთი სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. აქვე სევნიშნავთ: ექს-პრეზიდენტს თბილისში ბევრი ისეთი „მეგობარიც“ ჰყავს, რომლებიც უამრავ ფულს დახარჯავენ, რომ მიხომ სასამართლომდე ცოცხალმა ვერ მიაღწიოს. მოკლედ, ცუდი პერსპექტივაა;

მეორე - მიხოს ექსტრადირება ხდება რომელიმე ევროპულ ქალაქში, იქ ცოლს ახვედრებენ და „ცეერუ“-ს ღრმა რეზერვში გადაჰყავთ;

მესამე (საოცნებო) - ექსტრადიცია დეპორტაციით იცვლება, მიხოსთან ერთად საქართველოში დეპორტით იგზავნება მთელი ვერხოვნა რადა და მინისტრთა კაბინეტი, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ჩათვლით. რა თქმა უნდა, ამ ვერსიით საქართველო ცუდ დღეში აღმოჩნდება, მაგრამ უკრაინამ, ბოლოს და ბოლოს, როდისმე ხომ უნდა იზრუნოს თავის ეროვნულ ინტერესებზეც?

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ ვახტანგ კიკაბიძესთან: რუსეთი ძალიან მიყვარს!
10:50 20.07.2018

"მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში ცნობილი „მიმინო“, მეგობრებისთვის კი უბრალოდ ბუბა, ბოლო დროს

ინტერვიუ
„სიყვარულთან შერეული სიძულვილი“-პოლონელი ანალიტიკოსის თვალით დანახული რუსულ-აფხაზური ურთიერთობები
10:16 16.07.2018

ინტერვიუში ვარშავის აღმოსავლური კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი ვოიცეხ გურეცკი ჟურნალისტ

ინტერვიუ
რუსი ექსპერტი: აშკარად ჩანს, რომ საქმე საქართველოს ნატო-ში მიღებისაკენ მიდის, რუსეთს კი მის შესაჩერებლად რეალური ბერკეტი არ აქვს
16:13 13.07.2018

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი

ინტერვიუ
გელა დუმბაძე: გამარჯვება მხოლოდ ცივი გონებითაა შესაძლებელი
12:49 11.07.2018

უკრაინის ყოველკვირეულ გაზეთ «Аргументы недели»-ში გამოქყვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს

ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: ამერიკელები საქართველოში გადატრიალებას ამზადებენ
10:32 08.06.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ს პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში ისაუბრეს გადაცემის
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ვლადიმერ პუტინთან: სააკაშვილის მსგავსი კლოუნები არ გვჭირდება
11:15 05.06.2018
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ავსტრიაში ვიზიტის წინ, ინტერვიუ მისცა ავსტრიის
ინტერვიუ
რუსი პოლიტოლოგების კომენტარები: სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის არიარება რუსეთის პრესტიჟს ურტყამს
14:17 30.05.2018
ყოველთვის, როცა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რომელიმე სახელმწიფო აღიარებს, იბადება კითხვა - რა