logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
«Day» (აზერბაიჯანი): სჭირდება კი საქართველოს ირანული გაზი, როცა აზერბაიჯანული აქვს?
«Day» (აზერბაიჯანი): სჭირდება კი საქართველოს ირანული გაზი, როცა აზერბაიჯანული აქვს?
12:56 09.01.2018
აზერბაიჯანული გამოცემის, «Day»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულ-კომენტირებულია ირანის გაზის ეროვნული კომპანიის (NIGC) დირექტორის ჰამიდ-რეზა არაკის განცხადება ირანული გაზის საქართველოში სავარაუდო ექსპორტის შესახებ, სომხეთის ტერიტორიის გავლით.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს ლეილა ტარივერდიევას ავტორობით გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან:

„ზედმეტია იმის თქმა, რომ ირანული პრესის მიერ გამოქვეყნებული ეს პუბლიკაცია სომხურმა მასმედიამ სწრაფად გაავრცელა და საშუალება მისცა სომხებს მოკლე დროით მაინც ეოცნებათ თავიანთი სატრანზიტო შესაძლებლობებით: „აი, დადგა, როგორც იქნა, ის მომენტი, როცა სომხეთს ტრანზიტის ნებართვას თხოვენ და მის პასუხს მოუთმენლად ელოდებიან... რასაკვირველია, სომხეთის პასუხი დადებითი იქნება...“.

თუმცა ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია ვისაუბროთ არა სომხეთის ტრანზიტის საკითხზე, არამედ იმაზე, სჭირდება თუ არა საქართველოს ირანული გაზი.

ახალი წლის პირველი დღეებიდანვე საქართველოში ცნობილი გახდა, თუ როგორი იქნება გაზის მოხმარებისა და მიწოდების ბალანსი 2018 წლისათვის. გამოქვეყნებული სტატისტიკური მასალების თანახმად, 2018 წელს საქართველოს განზრახული აქვს გაზის იმპორტი 4,1%-ით გაზარდოს (2 მლრდ 689,4 მლნ კუბ.მ.), ხოლო მოხმარება - 3,6%-ით (2 მლრდ. 659,4 მლნ კუბ.მ.). ე.წ. „სოციალური გაზის“ მოცულობა იქნება 1 მლრდ 554,2 მლნ. კუბ.მ., ხოლო „კომერციულის“ – 1 მლრდ. 105,2 მლნ კუბ.მეტრი. პლუს-მინუს დანაკარგები.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბალანსის თანახმად, ბუნებრივი გაზის მთლიანი მოცულობა - 2 მლრდ. 680 მლნ კუბერი მეტრი - მიღებული იქნება აზერბაიჯანიდან, რაც 12%-ით მეტია 2017 წელთან შედარებით. ბალანსის მიხედვით, საქართველო, პირველად მრავალი წლის მანძილზე, რუსეთიდან გაზის მიღებას არ გეგმავს.

გავიხსენოთ, რომ ორი წლის წინათ ბევრი ექსპერტი დარწმუნებით აცხადებდა, რომ საქართველო ვერანაირად ვერ შეძლებს რუსული გაზის მთლიანად აზერბაიჯანულით ჩანაცვლებას, რადგან თბილისისთვის ეს წამგებიანი იქნებაო. მიუთითებდნენ, რომ ლაპარაკი მთლიანად აზერბაიჯანულ გაზზე გადასასვლელად მხოლოდ „შიდა მოხმარებისთვის“ იყო განკუთვნილი. ამავე დროს ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელები ღიად აცხადებდნენ ამგვარი გეგმების არსებობაზე.

ყველამ იცის და ადრეც გვითქვამს, რომ აზერბაიჯანული გაზი საქართველოსთვის დიდ როლს ასრულებს. ჩვენი ქვეყნების მრავალწლიანი თანამშრომლობის კვალობაზე აზერბაიჯანული გაზი ჭეშმარიტი პარტნიორობის სიმბოლოდ გადაიქცა. საქართველოში დღესაც მადლობით იხსენებენ, რომ აზერბაიჯანმა ქართველები 2009 წლის ცივ ზამთარში ქართველები გაყინვისაგან გადაარჩინა. ბაქო საიმედოდ უზრუნველყოფს მეზობლის მოთხოვნებს გაზის საკითხში და არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ აზერბაიჯანულ გაზს საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს.

როგორც აზერბაიჯანელი ეკონომიკური ექსპერტი ფუად ალიზადე თვლის, სწორედ აზერბაიჯანული გაზია საქართველოსთვის ყველაზე ოპტიმალური. „საქართველო ჩვენს გაზს სამი პოზიციით იღებს: პირველი - 5% მას უფასოდ ეძლევა, როგორც სატრანზიტო ქვეყანას; მეორე - ესაა „სოციალური“ და მესამე - „კომერციული“. მოსახლეობისთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა მეორე პოზიციას აქვს. აზერბაიჯანი საქართველოს გაზს რომ აწვდის, მის პრობლემებს ითვალისწინებს, მათ შორის სოციალურს. ჩვენი გაზი უფასოდ მიეწოდება ეკლესიებს, რელიგიურ დაწესებულებებს. აზერბაიჯანი „სოციალური გაზით“ მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებს უზრუნველყოფს, რასაც არცერთი სხვა ქვეყანა არ გააკეთებს - არც ირანი და რუსეთი. კომერციული ფასით გაზი მხოლოდ საწარმოებს მიეწოდება, თუმცა ამ შემთხვევაშიც აზერბაიჯანიდან მიღებული გაზის ფასი შედარებით უფრო დაბალია, ვიდრე სხვა წყაროებიდან“, - ხაზს უსვამს ექსპერტი.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახლო პერსპექტივაში აზერბაიჯანი გააფართოვებს გაზის ექსპორტის მოცულობას „სამხრეთის გაზის დერეფნით“ და გასაგებია, რომ საქართველოს შემოსავლები ტრანზიტით მნიშვნელოვნად მოიმატებს.

რაც შეეხება ირანის გაზს, ფუად ალიზადე თვლის, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაზის ირანიდან საქართველოში სომხეთის ტერიტორიის გავლით შევა, ის მაინც ვერ იქნება კონკურენტუნარიანი აზერბაიჯანულთან შედარებით საქართველოს ბაზარზე, რადგან ირანული „ცისფერი საწვავი“ უფრო ძვირი ღირს. „სწორედ ამ ფაქტორებით აიხსნება ის, თუ რატომ აძლევს საქართველო უპირატესობას აზერბაიჯანულ გაზს. ამრიგად, ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველო აზერბაიჯანულ გაზის შემცვლელს იპოვის, არასერიოზულია“, - ხაზს უსვამს ფუად ალიზადე.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთის ექს-პრემიერთან: პუტინმა კარდინალური შეცდომა 2014 წელს დაუშვა, მანამ კი-2008 წელს დასავლეთი შეცდა
12:25 13.04.2018

ჩეხეთის ყოველდღიური გაზეთის «Lidovky»-ს კორესპონდენტმა პეტრა პროხაზკოვამ ინტერვიუ

ინტერვიუ
დანიელ ფრიდი: მზარდ დასავლეთთან შეერთება ხვალ არ მოხდება და ეს პროცესი არც ქართველების სასურველი განრიგის მიხედვით დამთავრდება
12:28 05.04.2018

ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი დანიელ ფრიდი აცხადებს, რომ დიდი

ინტერვიუ
 „სომხებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მიზანში ამოიღეს“-ინტერვიუ პოლიტოლოგ ფიკრეტ სადიხოვთან
10:48 03.04.2018
როგორც ცნობილია, ამას წინათ ამერიკელმა პროსომხურმა კონგრესმენებმა მთავრობას მოუწოდეს, რომ
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილმა კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად დაამთავრა-რომელი ქვეყანა უფრო ეფექტურად ებრძვის კორუფციას
11:58 27.03.2018
რუსეთის ერთ-ერთმა ფონდმა («Центр открытости общества»), რომელიც იკვლევს, თუ რამდენადაა
ინტერვიუ
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი: საქართველოს არავინ არაფერს მისცემს, თუ არ მოითხოვეთ
12:17 13.03.2018

შეერთებული შტატები და ამერიკის ევროპელი მოკავშირეები, შეიძლება ითქვას, ევროპაში რუსეთის

ინტერვიუ
ინტერვიუ უკრაინის ვიცე-პრემიერთან: უკრაინასთან შედარებით ქართველებმა წინ გაჭრა შეძლეს
15:47 09.03.2018
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ, ესტონეთში, ტალინში ყოფნისას, ინტერვიუ მისცა გაზეთ
ინტერვიუ
შევარდნაძემ მითხრა რუსები ამას დიდხანს არ დაივიწყებენო-ინტერვიუ აშშ-ს ყოფილ ელჩთან
14:29 07.03.2018
ბოლო პერიოდში საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული რამდენიმე გახმაურებული სპეც-
ინტერვიუ
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ თემურ ალასანიასთან-ვინ არის სააკაშვილის იდუმალი მფარველი?
18:06 19.02.2018
რუსული ტელეკომპანია «НТВ»-ს პროგრამაში «Новые русские сенсации» („ახალი რუსული სენსაციები“)
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: ქართულ არმიასა და სამართალდამცველ ორგანოებში ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს
11:31 09.02.2018

უკრაინაში მყოფმა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა