logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
«The Washington Post»(აშშ): ახლა ისე გამოდის, რომ სააკაშვილს უკრაინაშიც და საქართველოშიც ციხე ელოდება
«The Washington Post»(აშშ): ახლა ისე გამოდის, რომ სააკაშვილს უკრაინაშიც და საქართველოშიც ციხე ელოდება
16:36 07.12.2017
“უკრაინაში ხუთ დეკემბერს მომხდარი დაძაბულსიუჟეტიანი დრამა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უპასპორტოდ და მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი მიხეილ სააკაშვილისთვის ბოლო ეპიზოდია, რომლის შედეგად მისი პოლიტიკური აღმასვლა ნაკლებად სავარაუდოდ მოჩანს. თავის დროზე ანტირუსულად განწყობილ ექს-პრეზიდენტს იმედი ჰქონდა, რომ პოლიტიკურ კარიერას ორივე ქვეყანაში გაიკეთებდა, მაგრამ ახლა ისე გამოდის, რომ მას ორივეგან ციხე ელოდება - უკრაინაშიც და საქართველოშიც”-ამის სესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემის, «The Washington Post»-ის მიერ რიკ ნოაკის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი, რომლის შემოკლებულ, ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

გაუგებარია, სინამდვილეში რატომ აპირებდნენ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას. უკრაინული მასმედია მიუთითებს, რომ იგი თითქოსდა სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა პეტრო პოროშენკოს ხელისუფლების წინააღმდეგ. საერთოდ, უკრაინას აქვს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ციხეში ჩასმის გამოცდილება - ამ მხრივ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები იულია ტიმოშენკოს ბედს იხსენებენ.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი თითქმის ათი წლის მანძილზე იყო. მან თავისი ქვეყანა 2013 წელს დატოვა და აშშ-ში წავიდა, სტუდენტებს ლექციებს უტარებდა. სხვათა შორის, პრეზიდენტობის დასრულების ჟამს, მას საქართველოში მკვეთრად აკრიტიკებდნენ სასამართლო სისტემაში არსებული ნაკლოვანებებისა და რუსეთთან 2008 წლის ომში ჩაბმის გამო, რომლის შედეგად საქართველოს არმია დამარცხდა და დასუსტდა. საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელშიც მისი პარტია დამარცხდა, ქვეყანაში მასობრივი გამოსვლები დაიწყო. იმ დროს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა დასრულდა, მაგრამ მხოლოდ საქართველოში. მალე უკრაინაში სახალხო მღელვარება დაიწყო, რომლის შედეგად პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყნიდან გაიქცა. მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა მიეცა აქტიურად ჩართულიყო უკრაინულ პოლიტიკაში. ამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ისეთი კონფლიქტი იწყებოდა, რომელსაც დიდი მსგავსება ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტებტან, რუსეტის ხელშეწყობით.

მიხეილ სააკაშვილის ანტირუსულმა განწყობამ და მისმა მეგობრულმა კავშირებმა პეტრო პოროშენკოსთან ხელის შეუწყო ექს-პრეზიდენტის მეორე პოლიტიკურ კარიერას. მას უკრაინის მოქალაქეობაც მისცეს. ოდესის ოლქის გუბერნატორად ყოფნისას მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი გახდა, თუმცა იგი, გუბერნატორად დანიშვნიდან ერთი წლის შემდეგ, პოსტიდან გადადგა და პრეზიდენტის მწვავე კრიტიკა დაიწყო - ხელს მიშლის კორუფციის წინააღმდეგ მიმართული რეფორმების გატარებაშიო. მას შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ყოფილი მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო და ყოფილ ოპონენეტებს დაუმეგობრდა.

მისი ჯერ დაკავება და შემდეგ გათავისუფლებას შეიძლება უკრაინაში პროტესტების კიდევ უფრო დიდი ტალღა გამოიწვიოს. ჯერ-ჯერობით მიხეილ სააკაშვილი პოპულარულია უკრაინულ ოპოზიციაში. თუ მას დააკავებენ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მისი დაკავების დაგმობა, ალბათ, ნაკლებად სავარაუდოა, თბილისს ოფიციალურად კვლავ სურს ექს-პრეზიდენტის დეპორტაცია, რადგან მის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმეებია აღძრული.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
პენტაგონის ექს-მაღალჩინოსანი: 2008 წელს ჩვენ რეაგირებისთვის მზად არ ვიყავით
00:14 16.08.2018
2008 წლის ომის დროს მარკ სიმაკოვსკი შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტში
ინტერვიუ
ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან: უცხოურ ვიზიტებში ქართული მხარის მიერ შექმნილი ბარიერები ხელს გვიშლის
13:04 15.08.2018
გაზეთ „იზვესტიის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საუბრობს რუსეთის
ინტერვიუ
რატომ დაუშვა რუსეთმა თურქმენული გაზის სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპისაკენ ტრანზიტის შესაძლებლობა?
12:06 15.08.2018
სოჭში ერთმანეთს რუსეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები - ვლადიმერ პუტინი და გურბანგული
ინტერვიუ
ინტერვიუ დიმიტრი მედვედევთან: ჩვენი ამოცანა არ იყო, რომ საქართველო მთლიანად გაგვენადგურებინა და სააკაშვილი დაგვესაჯა
12:43 07.08.2018

2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით, სამხრეთ ოსეთში ომი დაიწყო - ქართველი სამხედროები ცხინვალში

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ვახტანგ კიკაბიძესთან: რუსეთი ძალიან მიყვარს!
10:50 20.07.2018

"მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში ცნობილი „მიმინო“, მეგობრებისთვის კი უბრალოდ ბუბა, ბოლო დროს

ინტერვიუ
„სიყვარულთან შერეული სიძულვილი“-პოლონელი ანალიტიკოსის თვალით დანახული რუსულ-აფხაზური ურთიერთობები
10:16 16.07.2018

ინტერვიუში ვარშავის აღმოსავლური კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი ვოიცეხ გურეცკი ჟურნალისტ

ინტერვიუ
რუსი ექსპერტი: აშკარად ჩანს, რომ საქმე საქართველოს ნატო-ში მიღებისაკენ მიდის, რუსეთს კი მის შესაჩერებლად რეალური ბერკეტი არ აქვს
16:13 13.07.2018

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი

ინტერვიუ
გელა დუმბაძე: გამარჯვება მხოლოდ ცივი გონებითაა შესაძლებელი
12:49 11.07.2018

უკრაინის ყოველკვირეულ გაზეთ «Аргументы недели»-ში გამოქყვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს