logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
„newtimes“(რუსეთი): მაიდანი სახურავზე
„newtimes“(რუსეთი): მაიდანი სახურავზე
14:33 07.12.2017
რუსული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში უკრაინის „სპეცნაზის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის დაკავების მცდელობასთან დაკავშირებული გარემოებები და კურიოზული ფაქტებია გადმოცემული (ავტორი - ანასტასია სტანკო).

სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

მანსარდის შტურმი

უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცრაზმი მიხეილ სააკაშვილის სახლთან დილის შვიდ საათზე მივიდა. რადგან „მასპინძელი“ დაუპატიჟებელ „სტუმრებს“ თვითონ კარს არ უღებდა, „სტუმრები“ რკინის კარის შემტვრევას დიდხანს მოუნდნენ. როგორც იქნა, ნახევარი საათის შემდეგ „ესბეუშნიკები“ ბინაში შევიდნენ, მაგრამ იქ მიხეილ სააკაშვილი არ აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მანსარდის ფანჯრიდან თურმე სახურავზე ავიდა და იქიდან ყვირილი დაიწყო, რათა მეზობელი ბინების მცხოვრებლებს გაეგონათ და დასახმარებლად მისულიყვნენ.

ამ ალიაქოთის დროს კურიოზებიც მოხდა: მიხეილ სააკაშვილის სახლის ირგვლივ მობილური კავშირი ჩაახშეს, მაგრამ იმავდროულად რაციები „სპეცნაზელებსაც“ გაეთიშათ - ისინი ვერ ახერხებდნენ სახურავზე მყოფი კოლეგებისთვის ინფორმაციის გადაცემას, ამიტომ მათ კიბეზე არბენ-ჩარბენა უხდებოდათ. სანამ მიხეილ სააკაშვილი სახურავზე იდგა და მხურვალე „რეჩით“ ხალხს უხმობდა, შენობასთან მისი ადვოკატი მივიდა და ესბეუშნიკებს“ კლიენტის დაკავების სანქცია მოითხოვა. როგორც აღმოჩნდა, მათ სანქცია არ ჰქონდათ...

ყველა ხედავს, მაგრამ მაინც ეძებენ

მიხეილ სააკაშვილზე, როგორც დაკავების რეჟიმიდან „გაქცეულზე“, უკრაინის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა, თუმცა საძებნიც არ იყო - იგი პარლამენტის წინ, ყველას დასანახად, სიტყვით გამოდიოდა, შემდეგ კი იქვე დაცემულ „კარვების ქალაქში“ მივიდა და დღემდე იქ იმყოფება. ასე რომ, მიხოზე ძებნის გამოცხადება კომიკურად გამოიყურება.

მიხეილ სააკაშვილის უახლოეს გეგმებშია დარჩეს თავის მომხრეებთან ერთად პარლამენტის შენობასთან (აქ მისთვის ყველაზე უხიფათო ადგილია) და იქიდან „გადადექი, პოროშენკო“ იყვიროს. თვით პეტრო კი, როგორც ჩანს, ისეა გაბრაზებული თავის ძველ ამხანაგზე, რომ არ მოისვენებს, სანამ მიხოს უკრაინიდან არ გააძევებს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის თავგადასავალზე ბევრი იგავ-არაკი შეითხზა: მას ადარებენ იმ „კარლსონს, რომელიც სახურავზე ცხოვრობს”. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში სახურავზე მყოფ მიხეილ ნიკოლოზოვიჩზე და მის მომხრეებზე სიცილის მომგვრელი ვიდეოებიც გამოქვეყნდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: რუსეთში სომხური და აზერბაიჯანული ლობისტები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ
12:23 18.05.2018
რუსეთის ოპოზიციური რადიოსადგურის Эхо Москвы-ს პროგრამა Особое мнение-ს სტუდიაში
ინტერვიუ
ინტერვიუ მარკ ბერენტთან: რატომ გაუარესდა საქართველოს რეიტინგი „ფრიდომ ჰაუზის" ანგარიშში
11:00 11.05.2018

გთავაზობთ ინტერვიუს "ფრიდომ ჰაუზის" ევროპის და ევრაზიის პროგრამების დირექტორთან, მარკ ბერენტთან:

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთის ექს-პრემიერთან: პუტინმა კარდინალური შეცდომა 2014 წელს დაუშვა, მანამ კი-2008 წელს დასავლეთი შეცდა
12:25 13.04.2018

ჩეხეთის ყოველდღიური გაზეთის «Lidovky»-ს კორესპონდენტმა პეტრა პროხაზკოვამ ინტერვიუ

ინტერვიუ
დანიელ ფრიდი: მზარდ დასავლეთთან შეერთება ხვალ არ მოხდება და ეს პროცესი არც ქართველების სასურველი განრიგის მიხედვით დამთავრდება
12:28 05.04.2018

ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი დანიელ ფრიდი აცხადებს, რომ დიდი

ინტერვიუ
 „სომხებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მიზანში ამოიღეს“-ინტერვიუ პოლიტოლოგ ფიკრეტ სადიხოვთან
10:48 03.04.2018
როგორც ცნობილია, ამას წინათ ამერიკელმა პროსომხურმა კონგრესმენებმა მთავრობას მოუწოდეს, რომ
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილმა კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად დაამთავრა-რომელი ქვეყანა უფრო ეფექტურად ებრძვის კორუფციას
11:58 27.03.2018
რუსეთის ერთ-ერთმა ფონდმა («Центр открытости общества»), რომელიც იკვლევს, თუ რამდენადაა
ინტერვიუ
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი: საქართველოს არავინ არაფერს მისცემს, თუ არ მოითხოვეთ
12:17 13.03.2018

შეერთებული შტატები და ამერიკის ევროპელი მოკავშირეები, შეიძლება ითქვას, ევროპაში რუსეთის

ინტერვიუ
ინტერვიუ უკრაინის ვიცე-პრემიერთან: უკრაინასთან შედარებით ქართველებმა წინ გაჭრა შეძლეს
15:47 09.03.2018
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ, ესტონეთში, ტალინში ყოფნისას, ინტერვიუ მისცა გაზეთ