logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
«Die Welt»(გერმანია): სააკაშვილი, რომელსაც მტკიცე პოლიტიკური რწმენა არ გააჩნია სადაც კი გამოჩნდება ყველგან უწესრიგობასა და ქაოსს იწვევს
«Die Welt»(გერმანია): სააკაშვილი, რომელსაც მტკიცე პოლიტიკური რწმენა არ გააჩნია სადაც კი გამოჩნდება ყველგან უწესრიგობასა და ქაოსს იწვევს
14:02 07.12.2017
„იგი ჯერ საქართველოს პრეზიდენტი იყო, შემდეგ ოდესის ოლქის გუბერნატორი. მიხეილ სააკაშვილი, რომელზედაც დიდ პოლიტიკურ იმედებს ამყარებდნენ, ხელს ართმევდა ხოლმე ბარაკ ობამას და ანგელა მერკელს. როგორ მოხდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ამჟამად არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს და უკრაინის სპეცსამსახურებს გაურბის?“, - აღნიშნავს ჟურნალისტი გერჰარდ გნაუკი და მოკლედ აღწერს კიევში 5 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ამბებს - უშიშროების სამსახურისა და გენპროკურატურის მიერ ერთობლივად ჩატარებულ ოპერაციას მიხეილ სააკაშვილის დაკავების მიზნით, რაც, საბოლოო ჯამში, მარცხით დასრულდა. სტატიაში საუბარია აგრეთვე მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე და ა.შ.

„პიროვნება, რომელსაც მტკიცე პოლიტიკური რწმენა არ გააჩნია, ბოლო წლებში სადაც კი გამოჩნდება, ყველგან უწესრიგობასა და ქაოსურ მოვლენებს იწვევს. ამ ყველაფერს ხელს უწყობს მისი იურიდიული განათლება, უცხოეთში მუშაობის გამოცდილება და ორატორული ქარიზმა. 2004 წელს, საქართველოში მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მან საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ეს თანამდებობა 2013 წლის ოქტომბრამდე ეკავა. მიხეილ სააკაშვილმა შეძლო გარკვეულ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და რადიკალური ეკონომიკური რეფორმების გატარება. საქართველოს ახალგაზრდა პრეზიდენტი ხშირად დადიოდა მთელ მსოფლიოში. ალბათ, მსოფლიოში არ დარჩენილა რომელიმე ცნობილი პოლიტიკოსი, ვისთანაც მიხეილ სააკაშვილს ფოტოსურათი არ აქვს გადაღებული - იმდროინდელი ფინანსურ მაგნატ დონალდ ტრამპიდან და დიდი ბრიტანეთის დედოფლიდან დაწყებული, დამთავრებული ტონი ბლერით, ჰილარი კლინტონით, ბარაკ ობამათი და ვლადიმერ პუტინით.

კიევში, მაიდანზე მომხდარი რევოლუციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი თავისი სტუდენტობისდროინდელი მეგობრის პეტრო პოროშენკოს „განკარგულებაში გადავიდა“ და როგორც ყველა უცხოელმა, რომლებმაც ახალ ხელისუფლებაში თანამდებობებზე დაინიშნენ, მანაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს კორუფციით გაწამებული ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი ჩააბარა... მაგრამ არ გასულა ერთი წელიც იგი გადადგა, შექმნა პარტია და ყოფილ თანამებრძოლებს მძაფრი კრიტიკა დაუწყო: „თქვენ კორუფციის ხელშემწყობები და მფარველები ხართო“.

განაწყენებულმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ექს-პრეზიდენტს არც ქართული პასპორტი არ ჰქონდა, რადგან საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დროს მიხეილ სააკაშვილმა ამ დოკუმენტზე უარი განაცხადა. საქართველოს სამარტალდამცველებმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და საბიუჯეტო თანხების განიავების გამო. დღეს მიხეილ სააკაშვილი ორ სკამს შორის ზის, მას არ აქვს მოქალაქეობა, არის რისკი მისი დეპორტაციის თაობაზეც. იგი თავისი არსებობისთვის იბრძვის.

მიუხედავად იმისა, რომ მომხრეთა მეშვეობით მიხეილ სააკაშვილმა „ავტოტყვეობას“ თავი დააღწია და პარლამენტთან მიტინგი გამართა, მის გვერდით სცენაზე არცერთი ცნობილი პოლიტიკოსი არ იდგა. მოკლედ, მიხეილ სააკაშვილმა ისევ მოახერხა საკუთარი თავის ირგვლივ პოლიტიკური ალიქოთის გამოწვევა, მაგრამ იმავდროულად მისი სახელი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში პრაქტიკულად არსად ფიგურირებს.

რუსეთის ხელისუფლება, 2008 წლის აგვისტოს ომიდან მოყოლებული, მიხეილ სააკაშვილში თავის დაუძინებელ მტერს ხედავს, მაგრამ იმავე დროს მოსკოვს სიამოვნებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზებას ახდენს“, - ნათქვამია პუბლიკაციის დასასრულს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ სენატორ ჯინ შაჰინთან: საქართველოს დასახმარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
10:15 08.12.2017

სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ ამერიკამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს

ინტერვიუ
ინტერვიუ რუს ექსპერტთან: თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ყოველმხრივი „ათვისება“ მიმდინარეობს
10:17 07.12.2017

ინტერვიუში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო პოლიტიკისა და საერთაშორისო

ინტერვიუ
ინტერვიუ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან: „ჯაველინები“ საქართველოს თავის დაცვაში დაეხმარება
10:39 29.11.2017

საქართველო შეერთებული შტატებისგან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ, ჯავშან-

ინტერვიუ
ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან: საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი მონაწილეობის საკითხი განხილვის პროცესშია
12:26 20.11.2017

ინტერვიუში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს პოლონეთში ყოფნის დროს გაზეთ

ინტერვიუ
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: საქართველოს ისეთი პრეზიდენტი ჭირდება, როგორიც ვლადიმერ პუტინია
10:01 13.11.2017
გერმანული ტელერადიოკომპანია Deutsche Welle-ს ჟურნალისტმა, პრგრამა „ნემცოვა. ინტერვიუების“
ინტერვიუ
ინტერვიუ სერჟ სარგსიანთან: ჩვენ გვჭირდება, მოვძებნოთ ჩვენი პროდუქციის რუსეთში გატანის ალტერნატიული გზები
10:09 06.11.2017
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რუსეთის რადიოსადგურ