logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): დაჭერის შიშით სააკაშვილი სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): დაჭერის შიშით სააკაშვილი სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა
17:53 06.12.2017
„მიხეილ სააკაშვილის დაკავება და შემდეგ მოულოდნელი გათავისუფლება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა იმ პოლიტიკოსის უცნაურ ბიოგრაფიაში, რომელსაც ოდესღაც დიდ რეფორმისტად თვლიდნენ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს არის მორიგი ეპიზოდი საქართველოს ექს-პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის მიმდინარე სულ უფრო მძაფრ და მწვავე დაპირისპირებაში“, - ნათქვამია ბრიტანულ The Guardian-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ შონ უოლკერის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:

პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან იცნობდა. მან საქართველოს ექს-პრეზიდენტი 2015 წელს უკრაინის სამხრეთში მდებარე ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა იმ იმედით, რომ ენერგიული რეფორმატორი ოლქს გარდაქმნიდა. მაგრამ 2016 წლის დასასრულს მიხეილ სააკაშვილი გუბერნატორობიდან გადადგა და თავისი მეგობარი პეტრო პოროშენკო რეფორმების შენელებაში დაადანაშაულა. იგი ოპოზიციაში გადავიდა და საკუთარი პოლიტიკური პარტია შექმნა. მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა ყოფილ ქართველ კოლეგას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ალბათ, სწორედ ამიტომ გაჰყვიროდა სახურავზე მდგომი მიხეილ სააკაშვილი - პეტრო პოროშენკო „დამნაშავე, ქურდი და მოღალატეაო“.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აირჩიეს. მან რეფორმები განახორციელა და ქვეყანაში კორუფციისა და ბიუროკრატიის დონე შეამცირა. თუმცა მმართველობის პერიოდში იგი ავტორიტარიზმისაკენ გადაიხარა. 2008 წელს საქართველოს არმია რუსეთის არმიამ გაანადგურა. შესაბამისად, 2013 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, იგი საქართველოს მოსახლეობაში ძალზე არაპოპულარულ პიროვნებას წარმოადგენდა.

მიხეილ სააკაშვილის მეორე პოლიტიკური რენესანსი ოდესაში დაიწყო. მისი მოღვაწეობა სავსე იყო სარეკლამო პიარ-ტრიუკებით, სატელევიზიო გამოსვლებით, ღამის შეხვედრებით და სულ უფრო მზარდი კრიტიკით პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიმართ. მან მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი სხდომის დროს, კიევში, მიხეილ სააკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაქოვი კორუფციაში დაადანაშაულა...

პეტრო პოროშენკოს მომხრეები ამბობენ, რომ პრეზიდენტი ცდილობს რეფორმების გატარებას, მაგრამ მას ამ საკითხში ხელს უშლის უმძიმესი პოლიტიკური მემკვიდრეობა, კორუფციის მაღალი დონე და ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე სისხლიანი კონფლიქტი, რომელსაც რუსეთი აღვივებს.

თავის მხრივ, კრიტიკოსები აცხადებენ, რომ პეტრო პოროშენკოს მმართველობის სტილი არაფრით განსხვავდება მისი წინამორბედისაგან: ოლიგარქები კვლავ გავლენითა და შეღავათებით სარგებლობენ, აუცილებელი ცვლილებები ეკონომიკასა და საზოგადოებაში კი აგვიანებს. უკრაინის დასავლელი მოკავშირეები მოთმინებას კარგავენ რეფორმების დაბალი ტემპის გამო. „ნიღბიანი სპეცაგენტების ფოტოსურათებმა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს მიათრევენ, საეჭვოა, რომ რეფორმისტ პეტრო პოროშენკოს მიმართ ნდობა განამტკიცოს. თუმცაღა, რა დასამალია და ქართველ მიხეილ სააკაშვილსაც საკმაოდ ნეგატიური რეპუტაცია აქვს საერთაშორისო საზოგადოებაში, მისი იმპულსურ-ფეთქებადი ხასიათის გამო“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: რუსეთში სომხური და აზერბაიჯანული ლობისტები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ
12:23 18.05.2018
რუსეთის ოპოზიციური რადიოსადგურის Эхо Москвы-ს პროგრამა Особое мнение-ს სტუდიაში
ინტერვიუ
ინტერვიუ მარკ ბერენტთან: რატომ გაუარესდა საქართველოს რეიტინგი „ფრიდომ ჰაუზის" ანგარიშში
11:00 11.05.2018

გთავაზობთ ინტერვიუს "ფრიდომ ჰაუზის" ევროპის და ევრაზიის პროგრამების დირექტორთან, მარკ ბერენტთან:

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთის ექს-პრემიერთან: პუტინმა კარდინალური შეცდომა 2014 წელს დაუშვა, მანამ კი-2008 წელს დასავლეთი შეცდა
12:25 13.04.2018

ჩეხეთის ყოველდღიური გაზეთის «Lidovky»-ს კორესპონდენტმა პეტრა პროხაზკოვამ ინტერვიუ

ინტერვიუ
დანიელ ფრიდი: მზარდ დასავლეთთან შეერთება ხვალ არ მოხდება და ეს პროცესი არც ქართველების სასურველი განრიგის მიხედვით დამთავრდება
12:28 05.04.2018

ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი დანიელ ფრიდი აცხადებს, რომ დიდი

ინტერვიუ
 „სომხებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მიზანში ამოიღეს“-ინტერვიუ პოლიტოლოგ ფიკრეტ სადიხოვთან
10:48 03.04.2018
როგორც ცნობილია, ამას წინათ ამერიკელმა პროსომხურმა კონგრესმენებმა მთავრობას მოუწოდეს, რომ
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილმა კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად დაამთავრა-რომელი ქვეყანა უფრო ეფექტურად ებრძვის კორუფციას
11:58 27.03.2018
რუსეთის ერთ-ერთმა ფონდმა («Центр открытости общества»), რომელიც იკვლევს, თუ რამდენადაა
ინტერვიუ
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი: საქართველოს არავინ არაფერს მისცემს, თუ არ მოითხოვეთ
12:17 13.03.2018

შეერთებული შტატები და ამერიკის ევროპელი მოკავშირეები, შეიძლება ითქვას, ევროპაში რუსეთის

ინტერვიუ
ინტერვიუ უკრაინის ვიცე-პრემიერთან: უკრაინასთან შედარებით ქართველებმა წინ გაჭრა შეძლეს
15:47 09.03.2018
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ, ესტონეთში, ტალინში ყოფნისას, ინტერვიუ მისცა გაზეთ