logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
აჭარის მუნიციპალიტეტებში 300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
აჭარის მუნიციპალიტეტებში 300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
18:43 09.08.2017
აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არჩილ ჩიქოვანმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და მთავრობის წევრებს ხუთივე მუნიციპალიტეტში დაგეგმილი საგზაო- ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

„ აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ 2017 წელს განხორციელდება 300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი. დღევანდელ სხდომაზე მოთხოვნილი იქნა ხუთივე მუნიციპალიტეტში 42 ხელოვნურ ნაგებობის, მათ შორის ერთი ხიდის მშენებლობისთვის საჭირო ფინანსები 1 255 631 ლარის ოდენობით. 41 ლოკაციაზე უნდა განხორციელდეს ფერდსამაგრი სამუშაოები, რისთვისაც კეთდება საყრდენი კედლები. პროექტები 42 -ვე ობიექტთან დაკავშირებით მიმდინარე წლის შევიძინეთ. ყველა პროექტს აქვს საპროექტი-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციადა გეოლოგიური დასკვნები. პროექტებიდან 1 ხიდი შენდება ქედაში, დანარჩენი 41 პროექტი გადანაწილებულია ხუთივე მუნიციპალიტეტში“ - აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.

აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ ხაზი გაუსვა აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ პროექტებს. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, არაერთხელ დაესწრო გზების მოასფალტებისა და ბეტონის საფარის დაგების პროცესს აჭარის სხვადასხვა სოფელში. მისი თქმით, გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა არის ყველაზე მთავარი ჩვენი მოსახლეობისთვის და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.
„მხოლოდ მიმდინარე წელს 300-ზე მეტი პროექტია დაგეგმილი აჭარის მუნიციპალიტეტებში და მათი 85 % დასრულებულია, ან მიმდინარე პროცესშია. სულ რეგიონს 87 კმ ახალი ასფალტის საფარიანი გზა ექნება, რაც შთამბეჭდავი ციფრია“ - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე დღეს 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ იმსჯელეს. რესპუბლიკური ბიუჯეტის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის მიმდინარე წელს გათვალისწინებულია 17 200 000 ლარი. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებელი თანხა საერთო ჯამში შეადგენს 3 565 283 ლარს.

აღნიშნული თანხით განხორციელდება შემდეგი პროექტები: ბათუმში მრავალსართულიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობისა და კომუნალური სისტემების მოწესრიგების პროექტები, ასევერესტავრაცია ჩაუტარდება მრავალსართულიანი სახლების ძველ ლიფტებს და აუცილებლობის შემთხვევაში დამონტაჟდება ახალი ლიტფები. მოეწყობა ქუჩები გონიო-კვარიათის დასახლებებში. თანხები გათვალისწინებული იქნება ასევე ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების სამუშაოებისა და ქედის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ნაგავმზიდი მანქანის შეიძენისათვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა