logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ზურაბ პატარაძემ მთავრობის სხდომაზე რეგიონში მიმდინარე წარმატებული პროექტები შეაჯამა
ზურაბ პატარაძემ მთავრობის სხდომაზე რეგიონში მიმდინარე წარმატებული პროექტები შეაჯამა
17:53 09.08.2017
აჭარის მთავრობის სხდომა დღეს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის წევრებთან და მედიის წარმომადგენელთან გასული დღეები შეაჯამა და ისაუბრა იმ წარმატებული პროექტების შესახებ, რომლებიც რეგიონში ხორციელდება.

ზურაბ პატარაძემ აჭარის მთის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა შუამთობის დღესასწაული, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება მაღალმთიან აჭარაში. მისი თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა რომ წელს შუამთობა ხალხმრავლობით და უცხოელი ტურისტების სიმრავლით გამოირჩეოდა.

„ჩვენ რამდენიმე დღე ვიმყოფებოდით მაღალმთიან აჭარაში, მოვინახულეთ ხულოს ყველაზე მაღალი იალაღები, წელს დასრულდა 6 მთის ელექტროფიკაცია, რაც უპრეცედენტო პროექტია“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ კურორტ გოდერძზე დაწყებული ახალი პროექტის შესახებაც ისაუბრა. კურორტზე 4 ახალი სასტუმრო აშენდება, რომელთა ინვესტიცია 80 მილიონ ლარს აჭარბებს. ზურაბ პატარაძის თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კურორტი განვითარების გეგმის მიხედვით ვითარდება და საბოლოო ჯამში 200 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას მოიცავს.

ისტორიულ პროექტად შეაფასა ზურაბ პატარაძემ მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი, რომლის განხორციელება უკვე დაწყებულია. პროექტი ბათუმიდან შუახევამდე უკვე შეძენილია და მშენებელი კომპანიაც უახლოეს პერიოდში გამოვლინდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე ტურისტულ სეზონზე, ტურისტების რიცხვის ზრდაზე და აღნიშნა, რომ მხოლოდ ბათუმის აეროპორტში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 67%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეში 20-22 ფრენა ხორციელდება და 2017 წლის 6 თვეში ბათუმ ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა