logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
დედაქალაქში მწვანე ნარგავების მოჭრის ნებართვის გაცემის წესი და პირობები დადგინდება
დედაქალაქში მწვანე ნარგავების მოჭრის ნებართვის გაცემის წესი და პირობები დადგინდება
16:57 19.05.2017
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა „ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის’’ მოქმედ რედაქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე პროექტი მოამზადა და დასადგენად საკრებულოს წარუდგინა.

ახალი პროექტის თანახმად, დადგინდება მწვანე ნარგავების მოჭრის ნებართვის გაცემის წესი და პირობები, საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესი და პირობები, ასევე, მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირისათვის საჭირო პირობები/კრიტერიუმები და მწვანე ნარგავების გადარგვისათვის საჭირო კრიტერიუმები.

"აღსანიშნავია, რომ მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით, ახალი წესი დეველოპერის მიერ საკომპენსაციო რგვებს ითვალისწინებს და აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე ნარგავების შემდგომ მოვლა-პატრონობაზე მონიტორინგს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური უშუალოდ განახორციელებს. გარდა ამისა, ახალი პროექტის თანახმად, გადარგვის პირობებს შეითანხმებს და შემდგომში მონიტორინგს განახორციელებს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური, რასაც ძველი რედაქცია არ ითვალისწინებდა.

ამასთან, წესის დამტკიცების შემთხვევაში, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური შექმნის მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე უფლებამოსილ ექსპერტთა მონაცემთა ბაზას და მხოლოდ ის ექსპერტები შეძლებენ დარეგისტრირებას, რომლებიც დააკმაყოფილებენ მოთხოვნილ კრიტერიუმებს და წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტაციას. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას არ დაექვემდებარებიან ის ექსპერტები, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ან გაცემული დასკვნის სიყალბე დადგინდება.
შესაბამისად, მწვანე ნარგავების მოჭრა-გადარგვაზე ნებართვა არ გაიცემა, თუ დაინტერესბეული პირი ვერ წარმოადგენს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ექსპერტის მიერ მწვანე ნარგავების შეფასებაზე გაცემულ დასკვნას, რაც ერთგვარი პრევენციული ღონისძიებაა"-აცხადებენ მერიაში.

„ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის’’ პროექტი „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილების თანახმად, დადგენილ ვადაში მომზადდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ თემურ ალასანიასთან-ვინ არის სააკაშვილის იდუმალი მფარველი?
18:06 19.02.2018
რუსული ტელეკომპანია «НТВ»-ს პროგრამაში «Новые русские сенсации» („ახალი რუსული სენსაციები“)
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: ქართულ არმიასა და სამართალდამცველ ორგანოებში ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს
11:31 09.02.2018

უკრაინაში მყოფმა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა

ინტერვიუ
ინტერვიუ
კენეტ იალოვიცი: საქართველომ ის კონსტრუქციული კრიტიკა უნდა გაითვალისწინოს, რომელიც მეგობრებისგან მოდის
11:09 02.02.2018

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ მეტ მხარდაჭერას

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ მელისა მუსიოსთან: საქართველოში NDI-ს გამოკითხვამ რამდენიმე საინტერესო საკითხი გამოკვეთა
11:32 22.01.2018

როგორც უკვე ცნობილია, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კავაკასიის

ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: ჩიხიდან გამოსასვლელად არაორდინალური აზროვნებაა საჭირო
13:26 15.01.2018

ათი წლის წინ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. იმ

ინტერვიუ