ნაძალადევში, სუვოროვის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნაძალადევში, სუვოროვის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
13:34 30.11.2016
შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“, თბილისის მერიის დაკვეთით, ნაძალადევში სუვოროვის ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს.
ქუჩაზე 500 მეტრი გზის საფარი გამოიცვლება: მოეწყობა მიწის ვაკისი, გზის საფუძველი, დაიგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, გაკეთდება ეზოებში შესასვლელები, 32 მეტრი სიგრძეზე ჩალაგდება ბეტონის ბორდიურები.
შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" სუვოროვის, ასევე, შეყლაშვილის ქუჩების რეაბილიტაციას თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული შესყიდვის საფუძველზე ახორციელებს. შესყიდვის ღირებულებამ 5 049 999 ლარი შეადგინა და მის ფარგლებში უკვე განხორციელდა აგლაძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება, სამებისა და მახათას მთაზე მშენებარე ტაძრების დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, ღოღობერიძის, შერმადინის, 13 ასურელი მამის სახელობის ქუჩების რეაბილიტაცია, ასევე, წავკისთან მისასვლელი ერთ-ერთი გზის აღდგენა-რეაბილიტაცია.
სამუშოებზე 32 ადამიანია დასაქმებული.

ბეჭდვა