logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
აბიტურიენტებისათვის ონლაინ ფორმატში ღია კარის დღეები გრძელდება
აბიტურიენტებისათვის ონლაინ ფორმატში ღია კარის დღეები გრძელდება
20:34 07.04.2021
საინფორმაციო შეხვედრები აბიტურიენტებისათვის ონლაინ ფორმატში გრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ და საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა ინფორმაცია 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ამჯერად ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორისა და ძველი თბილისის რაიონების სკოლების მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს მიაწოდეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აბიტურიენტების კითხვები ეხებოდა როგორც რეგისტრაციის მომდევნო ეტაპებს, ასევე გამოცდების შინაარსობრივ ნაწილს.

ღია კარის დღეები აბიტურიენტებისათვის Microsoft Teams-ის პროგრამით ნოემბრიდან იმართება. შეხვედრები უკვე ჩატარდა გურიის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, იმერეთის, კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან.

ღია კარის დღეები ასევე შედგა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონების მეთორმეტეკლასელებთანაც. ყოველი შეხვედრის დასრულების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ხშირად დასმულ კითხვებსა და პასუხებს აქვეყნებს.

დეტალური ინფორმაცია მომდევნო ღია კარის დღის ჩატარების შესახებ ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა