logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო შეხვედრები იწყება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო შეხვედრები იწყება
11:17 26.02.2021
საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ მიერ მოწყობილი მულტიფუნქციური სივრცეები - იდეათეკები აქტიურად გამოიყენება სხვადასხა აქტივობების ჩასატარებლად. მოცემულ სიტუაციაში სკოლები ცდილობენ მაქსიმალურად აითვისონ იდეათეკებში არსებული რესურსი როგორც ონლაინ სწავლების, ასევე არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით.

სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, 24თებერვალს თბილისის 146-ე საჯარო სკოლის იდეათეკაში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას დათო ტურაშვილი ონლაინ რეჟიმში გაუძღვა, მოსწავლეები კი როგორც თბილისის, ასევე ფოთის, დიცისა და ხურვალეთის სკოლებში მოწყობილი იდეათეკებიდანჩაერთნენ და კითხვების დასმის შესაძლებლობაც მიეცათ.

რეგულაციების დაცვით, აღნიშნული სივრცეები გახსნის დღიდან, პანდემიის პირობებშიც კი ახერხებენ აქტიურ ფუნქციონირებას. როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები, კვლავ აგრძელებენ იდეათეკებში არსებული რესურსების (ინტერნეტის, კომპიუტერების, წიგნების და სხვა შემეცნებითი ხელსაწყოების) გამოყენებას. საგანმანათლებლო სივრცეებში არაერთი აქტივობაც იმართება, როგორიცაა: წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე, შემაჯამებელი პრეზენტაციები, საერთაშორისო ონლაინ კონფერენციებიდა სხვა.

„მრავალი წელია საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. გვეამაყება, რომ ჩვენი ჩართულობით უკვე 4 სკოლაში მოეწყო და აღიჭურვა საგანმანათლებლო სივრცეები - იდეათეკები. კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ აღნიშნულ სივრცეებში არსებული რესურსი აქტიურად გამოიყენება როგორც პედაგოგების, ასევე მოსწავლეების მიერ. პანდემიის პერიოდში იდეათეკებმა უდიდესი როლი ითამაშეს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებაში. სულ ახლახან, იდეათეკების დახმარებით მოსწავლეებისათვის დათო ტურაშვილთან ვირტუალური შემეცნებითი შეხვედრაც გაიმართა. დარწმუნებული ვართ, რომ იდეათეკები მომავალში კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას თუ აქტივობას უმასპინძლებენ, ეს კი ახალგაზრდებს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრას, მათი გამოცდილების გაზიარებასა და საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს, რაც მხოლოდ დადებითად აისახება ახალგაზრდების განვითარებაზე“,-განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა ჯერ კიდევ 2020 წელს „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ ერთად საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური სასწავლო სივრცეების პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის მთავარ მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში განათლების ხელშეწყობა და თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდა წარმოადგენდა. დღეს საქართველოს მასშტაბით 4 სკოლაში მოწყობილი იდეათეკები სრულადაა აღჭურვილი და აქტიურად განაგრძობს ფუნქციონირებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა