logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
მარნეულის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლაში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, სპეციალური ღონისძიება გაიმართა
მარნეულის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლაში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, სპეციალური ღონისძიება გაიმართა
10:30 26.02.2021
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სოფელ წერეთლის საჯარო სკოლაში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, სპეციალური ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაში როგორც ქართველი, ასევე ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა საბჭოთა ოკუპაციისა და ზუსტად 100 წლის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა. მან ასევე ხაზი გაუსვა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გატარებული პოლიტიკის ფარგლებში, ეთნიკურ უმცირესობათათვის ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას, რაც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ეფექტიან განხორციელებას ისახავს მიზნად.

„სახელმწიფო მინისტრის აპარატი აგრძელებს ცნობიერების ამღლებისა და საინფორმაციო კამპანიებს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. დღეს, 25 თებერვალს. რა თქმა უნდა, ჩვენი შეხვედრა, მიეძღვნა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს და ეს შეხვედრა ჩატარდა წერეთლის საჯარო სკოლაში, სადაც ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოება იყო წარმოდგენილი სკოლის მოსწავლეების სახით. ჩვენ ვისაუბრეთ ამ დღის მნიშვნელობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ ისტორია, რათა სწორად განჭვრიტონ შემდგომში მომავალი, გააანალიზონ პროცესები და სწორად დაგეგმონ თითოეული ნაბიჯი. ამავდროულად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ თითოეულმა მათგანმა თავისი თავი დაინახოს მომავლის მშენებლობაში, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა,"- განაცხადა ლია გიგაურმა.

შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა ლექცია სახელწოდებით: „თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ", რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოწვევით, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა და ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ წაიკითხა. მან ახალგაზრდებს 1921 წელს განვითარებული ისტორიული მოვლენების შესახებ დეტალური და სრულყოფილი ინფორმაცია მიაწვდა.

თავის მხრივ, სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პერფორმანსი, რომელიც საბჭოთა ოკუპაცის 100 წლისთავს ეხმიანებოდა.

სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა წიგნები საქართველოს ისტორიის შესახებ.

ჩატარებულ ღონისძიებას ქვემო ქართლის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა