logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით აუდიტორიებში გაგრძელდება
პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით აუდიტორიებში გაგრძელდება
10:23 26.02.2021
უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 1-ლი მარტიდან დასწრებული ფორმით განახლდება პრაქტიკული სწავლების კომპონენტი, ხოლო 15 მარტიდან მათ მიეცემათ საქმიანობისა და სასწავლო პროცესის აუდიტორიებში სრულად აღდგენის შესაძლებლობა. ამასთან, სწავლების ფორმატთან დაკავშირებით პროფესიული სასწავლებლების არჩევანი ნებაყოფლობითია და კონკრეტულ გადაწყვეტილებას ისინი სამინისტროსთან კონსულტაციით, ინდივიდუალურად მიიღებენ.

სასწავლო პროცესის განახლებასთან და პროფესიულ განათლებაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ონლაინ შეხვედრა გამართა საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ სასწავლებლები აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო ყველა რესურსითა და ინვენტარით. დაწესებულებების ადმინისტრაცია, პროფესიულ მასწავლებელთა კორპუსი და პროფესიული სტუდენტები სრულ მზადყოფნაში არიან,სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით სასწავლო პროცესი აუდიტორიებში გააგრძელონ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკვე აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით ოპერირების გამოცდილება, ვინაიდან შემოდგომაზე დაწესებულებებში სწავლება პირისპირ ფორმატში მიმდინარეობდა, შესაბამისად, ისინი კარგად არიან მომზადებული არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

1-ლი მარტიდან პრაქტიკული სწავლების განახლების პარალელურად, პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა დაიწყეს აქტიური მზადება მაქსიმალურად მოქნილი სასწავლო განრიგებისა და ადმინისტრაციული სერვისების შემუშავებაზე, რათა მობილობის მაქსიმალურად შესამცირებლად მოხდეს სტუდენტთა ნაკადების ეფექტური მართვა და პროფესიულმა სტუდენტებმა პრაქტიკულ სამუშაო გარემოში შეძლონ სასწავლო პროცესის განახლება.

თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, სასწავლო პროცესის აუდიტორიაში განახლებასთან ერთად სამინისტრო დაიწყებს მხარდაჭერაზე ორიენტირებული მონიტორინგის პროცესს, რათა თავად დარწმუნდეს, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა მიმდინარეობს უსაფრთხოების ყველა არსებული ნორმის გათვალისწინებით.

ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე საკითხებზეც გაიმართა მსჯელობა. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში რეფორმის ფარგლებში სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა და ამ ეტაპზე, პანდემიის მიუხედავად, აქტიურად მიმდინარეობს სიახლეების დანერგვისა და ამოქმედების პროცესი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა