logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სპეციალური პენიტენციური სამსახური N5 პენიტენციურ დაწესებულებაში კოვიდვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური N5 პენიტენციურ დაწესებულებაში კოვიდვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
00:41 11.01.2021
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება N5 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. ნებისმიერი სპეკულაციის თავიდან აცილების მიზნით, სამსახური ავრცელებს ინფორმაციას მოცემულ დაწესებულებაში არსებულ კოვიდვითარებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, პენიტენციური სამსახურის მიერ გასული წლის ბოლოს დაწყებული პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში, მიმდინარე წლის 3 იანვარს PCR ტესტირება ჩაუტარდა N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 329 ბრალდებულ/მსჯავრდებულს, რომელთაგან 23 შემთხვევა დადასტურდა.

"ეს იყო ე.წ. უსიმპტომო პაციენტები და მოხდა მათი დაწესებულების დანარჩენი კონტინგენისგან იზოლირება დაწესებულების საკარანტინო სივრცეში. ასევე იზოლირებულები არიან ამ ადამიანებთან კონტაქტში მყოფი პირები. დადასტურებული 23 შემთხვევიდან, მიმდინარე წლის 8 იანვარს ოთხ ქალ პატიმარს აღენიშნა გარკვეული სიმპტომები (ტემპერატურის მატება). ამიტომ მოხდა მათი გადაყვანა სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაში. აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ სისტემაში მოქმედი სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, ყოველ 72 საათში ერთხელ კეთდება სწრაფი ანტიგენით ტესტირება. ასე მოხდა N5 პენიტენციურ დაწესებულებაშიც და 7 იანვარს ჩატარებული სწრაფი ტესტირებით ყველა პატიმრის პასუხი იყო უარყოფითი. თუმცა 9 იანვარს სიმპტომები გამოუვლინდა 3 პატიმარს, რომლებიც დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან და 4 იანვრიდან იზოლაციაში იმყოფებიან. შესაბამისად, დაუყოვნებლივ მოხდა მათი გადაყვანა სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაში, რათა შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდოთ. აღსანიშნავია, რომ ყველა პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური.

ამასთან, პრევენციის მიზნით ყოველ 72 საათში დაწესებულების მთელ კონტინგენტს ჩაუტარდება სწრაფი ანტიგენის ტესტი, რათა ვირუსის არსებობის შემთხვევაში ადრეულ პერიოდში მოხდეს მისი დიაგნოსტირება და ვირუსის გავრცელების ლოკალიზება. PCR ტესტირებიდან ორი კვირის შემდეგ კი დაწესებულების ყველა პატიმარს კვლავ ჩაუტარდება განმეორებითი PCR ტესტირება" - აცხადებენ უწყებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა