logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა ევროპული უმაღლესი განათლების ონლაინ მინისტერიალში „რომი 2020“ მიიღო მონაწილეობა
მიხეილ ჩხენკელმა ევროპული უმაღლესი განათლების ონლაინ მინისტერიალში „რომი 2020“ მიიღო მონაწილეობა
16:42 19.11.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მონაწილეობა მიიღო იტალიის უნივერსიტეტებისა და კვლევების სამინისტროსა და ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) სამდივნოს ორგანიზებულ ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ონლაინ მინისტერიალში - „რომი 2020“, რომელსაც ბოლონიის პროცესის წევრი 48 ქვეყნის დელეგაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციის მონაწილეებმა უმაღლესი განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით დასახული საერთო მიზნები და საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილეს.

მიხეილ ჩხენკელმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა, საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა დაამ კუთხით ევროპული პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენ ვიზიარებთ ევროპული უმაღლესი განათლების სივრცისა და ბოლონიის პროცესის ხედვას ინკლუზიური, ინოვაციური და ურთიერთდაკავშირებული უმაღლესი განათლების სისტემის შექმნასთან დაკავშირებით. სამინისტრო ხელს უწყობს საქართველოში უმაღლესი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას, ინოვაციური მიდგომების გავრცელებასა და სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მექანიზმების დანერგვას. ამასთან, საქართველოს უნივერსიტეტებს მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვთ ციფრული ტექნოლოგიებისა და სწავლების შერეული მეთოდების გამოყენების მიმართულებით.

ჩვენი დიდი ძალისხმევისა და თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელების შედეგად, დღეს საქართველო არის Erasmus+ პროგრამის პარტნიორი ქვეყანა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) სრული წევრი. ამავდროულად, დაინტერესებულები ვართ, განვიხილოთ ევროპული უნივერსიტეტების გაერთიანების წევრობის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს როგორც ევროპული ღირებულებების წახალისებას, ასევე, ევროპულ სივრცეში უმაღლესი განათლების კონკურენტუნარიანობის ზრდას.“

მინისტრმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებას გულისხმობს. მისი თქმით, ქვეყანაში ხელსაყრელი პირობები იქმნება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციისთვის. ამის თვალსაჩინო მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დაარსება, რომელიც იქნება როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეცნიერო ჰაბი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით.

მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის სამეცნიერო-კვლევით მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებას დაიწყებს ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის IBA-ს მიერ დამზადებული ორი ციკლოტრონი განთავსდება. ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ხოლო მეორე – სამეცნიერო პროცესს. ქართველ მეცნიერებთან ერთად კვლევებში უცხოელებიც ჩაერთვებიან, რაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადრონული თერაპიის ცენტრს მსოფლიო მნიშვნელობის აკადემიურ და სამეცნიერო კერად აქცევს.

ბოლონიის პროცესს, რომელიც უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის შექმნას ითვალისწინებს, საქართველო 2005 წელს ბერგენის სამიტზე შეუერთდა, რის შემდეგაც უმაღლესი განათლების სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ცვლილება განხორციელდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა