logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებთან რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გამოწვევები განიხილა
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებთან რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გამოწვევები განიხილა
19:10 12.11.2020
რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გამოწვევები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან მორიგი საუბრისას, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია მიიღო თითოეულ რეგიონში არსებული მდგომაროებისა და საჭიროებების შესახებ და სახელმწიფო რწმუნებულებს კონკრეტული დავალებები მისცა.

საუბრისას განიხილეს თითოეულ რეგიონში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში კოვიდის მართვის პროცესში დამატებითი კლინიკების ჩართვის საკითხი და ასევე დამატებით კოვიდ-სასტუმროების მობილიზება იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც შესაძლოა, მსგავსი საჭიროება დადგეს.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფექციის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტისთვის, მნიშვნელოვანია მკაცრად გაკონტროლდეს ინფიცირებულ პირთა კონტაქტების თვითიზოლაცია, ასევე - ოჯახის ექიმების ეფექტური ჩართულობა იმ ინფიცირებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ.

რაც შეეხება კოვიდ-სასტუმროებს, პრემიერის დავალების შესაბამისად, ყველგან გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები, რაც კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებული შედარებით მსუბუქი პაციენტების სამედიცინო მეთვალყურეობას გულისხმობს.

სახელმწიფო რწმუნებულების ინფორმაციით, რეგიონებში, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხორციელდება მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, ასევე სტაციონარებში საწოლფონდის შესაძლო დეფიციტის პრევენციის მიზნით, მუდმივად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების დეტალური გაცნობისა და კოვიდის მართვის პროცესში არსებული გამოწვევების ოპერატიულ რეჟიმში გადაჭრის მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა