logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პროექტის „ასუნთქე მომავალი” ფარგლებში, კრწანისის ტყე-პარკში 1000 ძირი გარემოსთან ადაპტირებული სხვადასხვა სახეობის ენდემური ხე დაირგვება
პროექტის „ასუნთქე მომავალი” ფარგლებში, კრწანისის ტყე-პარკში 1000 ძირი გარემოსთან ადაპტირებული სხვადასხვა სახეობის ენდემური ხე დაირგვება
11:18 12.11.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, იური ნოზაძემ და ნინო თანდილაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩთან საქართველოში, ფატმა სერენ იაზგანთან ერთად, გამწვანების პროექტში „ასუნთქე მომავალი“ მიიღეს მონაწილეობა.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთის მხარეს, რომელიც დღევანდელი აქციის ორგანიზატორი და ფინანსური მხარდამჭერია. მოგეხსენებათ, ჩვენ კრწანისის ტყე-პარკის განახლება-რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ, რაც სხვა სამუშაოებთან ერთად, ამორტიზებული ხეების ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს. პროექტის „ასუნთქე მომავალი” ფარგლებში, კრწანისის ტყე-პარკში 1000 ძირი გარემოსთან ადაპტირებული სხვადასხვა სახეობის ენდემური ხედაირგვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა იური ნოზაძემ.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ კრწანისის ტყე-პარკის გამწვანებაში შეგვაქვს წვლილი. იცით, რომ გაუდაბნოება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. შესაბამისად, ჩვენ გვინდა ხეების დარგვით შევაჩეროთ ეს მტკივნეული პროცესი. თითოეულ ხეს აქვს დიდი მნიშვნელობა და ეს არ არის პოპულიზმი. მოხარული ვიქნები, თუ 20 წლის შემდეგ, მექნება ამ პარკში, უკვე გაზრდილი ხეების ნახვის შესაძლებლობა“, - განაცხადა ფატმა სერენ იაზგანმა.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიცირებულ პროექტს საქართველოში თურქეთის თანამშრომლობისა და კორდინაციის სააგენტო (TIKA) ახორციელებს. გამწვანების პროექტი მსოფლიოს 25 ქვეყანაში მიმდინარეობს.

პროექტი „ასუნთქე მომავალი“ 2019 წლის 11 ნოემბერს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, მონაწილე ქვეყნებში, ჯამურად, 83 მილიონი ნერგი დაირგვება.

გამწვანების აქციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და ტყის სამინისტროს, ტყის მთავარი სამმართველოს, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა