საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მთავრობის
ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, PCR ტესტის პასუხი, რომელიც მთავრობის მეთაურმა ჩაიტარა, უარყოფითია.
"შესაბამისად, გიორგი გახარია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს" - აცხადებენ ადმინისტრაციაში.