logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
თსუ და ეროვნული მუზეუმი პროფესიული პროგრამის განხორციელებას იწყებენ
თსუ და ეროვნული მუზეუმი პროფესიული პროგრამის განხორციელებას იწყებენ
18:07 28.10.2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ერთობლივ პროფესიულ პროგრამას შექმნიან, რომლის პრაქტიკული ნაწილი ვანის მუზეუმში განხორციელდება. შეთანხმებას თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მოაწერეს ხელი. გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ვანის არქეოლგიურ მუზეუმში ერთობლივი კვლევების და საზაფხულო სკოლების პროექტის განხორციელებაც იგეგმება.

„ძალიან ბევრი ჩანაფიქრი გვაქვს, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ მუზეუმთან ერთად, ეს ითვალისწინებს ადგილობრივი კადრების გადამზადებას, ერთობლივ კვლევას, ერთობლივ სადოქტორო პროგრამას, საზაფხულო სკოლების მთელ პროექტს, რომელიც ამ რეგიონში ჩამოყალიბდება.“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

მისივე განცხადებით, თსუ პროფესიული განათლების ცენტრი მჭიდროდ ითანამშრომლებს ვანის არქეოლოგიურ მუზეუმთან. კერძოდ, მუზეუმის თანამშრომლებს საშუალება ექნებათ გაიარონ გადამზადება და აიმაღლონ კვალიფიკაცია სწორედ უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამის საშუალებით. ამასთან, პროგრამაზე სწავლა შეეძლება კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, რომლებიც საველე პრაქტიკას სწორედ ვანის მუზეუმში გაივლიან. კურსდამთავრებულები აკრედიტებულ პროგრამაზე ისწავლიან და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ განაცხადა: „ეროვნულ მუზეუმს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს და ბუნებრივია ვანის მუზეუმი იქნება ამის ნაწილი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ეს პლატფორმა გამოყენებული იყოს მეცნიერების განვითარებისთვის და, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პროფესიების განვითარებისთვის. ვანი წარმოადგენს რეგიონალურ ცენტრს, როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურულს და სამეცნიეროს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროფესიების განვითარება, რომელიც დაკავშირებულია მუზეუმთან და სწორედ ამაში დაგვეხმარება ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა.“

აღსანიშნავია, რომ თსუ-სა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ვანში მომზადდება საუკეთესო კადრები, როგორც მუზეუმში, ისე შემოგარენში. ხოლო, ვანის მუზეუმი სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა