logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: ვულოცავ ჩვენს მოჭადრაკეებს მსოფლიოს სასკოლო ონლაინ ჩემპიონატზე წარმატებულ ასპარეზობას
მიხეილ ჩხენკელი: ვულოცავ ჩვენს მოჭადრაკეებს მსოფლიოს სასკოლო ონლაინ ჩემპიონატზე წარმატებულ ასპარეზობას
17:41 26.10.2020
მიმდინარე წლის 3-25 ოქტომბერს, მოჭადრაკეთა შორის გამართულ მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ეკატერინე ფიფიამ 17-წლამდე ასაკის გოგონათა შორის გამართულ შეჯიბრში 8 ქულა დააგროვა, 40 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა. 7 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა ნია დონღვანმა, ხოლო 5 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა დიანა ლომაიამ.

მიხეილ ჩხენკელი (განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი):„ მიხარია, რომ ის დიდი ტრადიციები, რომელიც სპორტის ამ სახეობაში გვაქვს გრძელდება და 50 წელზე მეტია შეუქცევად ხასიათს ატარებს. საქართველოს ასაკობრივი და ეროვნული ნაკრები გუნდები, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ოლიმპიადაზე, ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ და მუდმივად საპრიზო ადგილებისთვის იბრძვიან.

მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატში ეკატერინე ფიფიას ჩემპიონობა და ნია დონღვანის ბრინჯაოს მედალი ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა - ერთი, რომ პანდემიის პირობებში, შემცირებული სპორტული აქტივობების ფონზე გოგონებმა მოახერხეს ქართველი გულშემატკივრის გახარება და მეორე - მათ მედლები მოიპოვეს მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე, რაც მისაბაძი მაგალითი გახდება სხვა სკოლის მოსწავლეებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის, ვისზე ზრუნვაც ჩვენი უპირველესი ამოცანაა“.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა