სოფელ თელათგორში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ თელათგორში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
17:59 21.10.2020
სოფელ თელადგორთან, ადგილობრივი მნიშვნელობის მისასვლელი გზის მოასფალტების I ეტაპის დასრულების შემდეგ სამუშაოების II ეტაპი გაგრძელდა.

მშენებელი კომპანიაშპს „გზები და კეთილმოწყობა“ გზაზე ასფალტის პირველ პირს აგებს. გზის საერთო სიგრძე 2 771 გრძივი მეტრია და მის რეაბილიტაციაზე 1 825 700 ლარი იხარჯება.

"აღნიშნული გზა ამორტიზირებული, გადადგილებისას არაკომფორტული და საფრთხის შემცველი იყო. ეს არის გზა - რომლითაც სამი სოფლის თელადგორის, ლავრისხევის და გომიჯვარის მოსახლეობა სარგებლობს. გზის რეაბილიტაცია-მოასფალტების შემდგომ, გადადგილება იქნება უსაფრთხო და კომფორტული" - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა.

ბეჭდვა