logo2
logo2
არქივი
« მარტი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, თითქოს ადამიანები არიან სახლებში, კოვიდ-სასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს, ეს ტყუილია და ემსახურება პანიკის დათესვას
ნათია მეზვრიშვილი: ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, თითქოს ადამიანები არიან სახლებში, კოვიდ-სასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს, ეს ტყუილია და ემსახურება პანიკის დათესვას
15:59 21.10.2020
სამწუხაროდ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება გარკვეული ცრუ ინფორმაცია, თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, თითქოს ადამიანები არიან სახლებში, კოვიდ-სასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს, თითქოს ზარებზე პასუხი არ ხდება მასიურად და ეს ადამიანები კონსულტაციას ვერ გადიან, მინდა დავამშვიდო საზოგადოება, შფოთის საფუძველი ნამდვილად არ არის, ამ ნაწილში განსაკუთრებით, ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება, მარტივად რომ ვთქვათ არის ტყუილი და იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებენ ალბათ ემსახურება პანიკის დათესვას, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თვითიზოლაციაში დღეს რეალურად 21 703 ადამიანი იმყოფება და თითოეულ ამ ადამიანთან კონტაქტზეა ოჯახის ექიმი.

ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, არის ერთეული შემთხვევები, სადაც კონსულტაცია დაგვიანდა 1-2 საათით, მაგრამ ამას არ აქვს სისტემური ხასიათი.

„თვითიზოლაციაში, დღეს, რეალურად, 21 703 ადამიანი იმყოფება და თითოეულ ამ ადამიანთან კონტაქტზეა ოჯახის ექიმი. გასაგებია, რომ შეიძლება არის ერთეული შემთხვევები, სადაც ვთქვათ კონსულტაცია დაგვიანდა 1-2 საათით, ასეთი შემთხვევის შესახებ ზოგიერთი ადამიანი სოციალურ ქსელში წერს, მაგრამ ეს გახლავთ ერთეული შემთხვევები, ამ დარღვევებს არ აქვს სისტემური ხასიათი და ძალიან გთხოვთ, ამის გამო, ამ ერთეული შემთხვევების გამო არ ავყვეთ პანიკას. ექიმები მუდმივად კონტაქტზე იმყოფებიან თივითიზოლაციაში, ბინაზე, კოვიდ-სასტუმროებში მყოფ პირებთან, 11 033 აქტიური პაციენტი დღეს რომელიც არის და 21 000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც თვითიზოლაციაშია, რეალურად ეს ადამიანები ამ ხალხთან კონტაქტზე იმყოფებიან. რაც შეეხება ცრუ ინფორმაციებს, თხოვნა გვაქვს მაქსიმალური, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ არ დავუშვათ ამ ინფორმაციების გავრცელება ამ ფორმით, ყოველდღიურად ბრიფინგების ჩატარების ფორმატში. მოგეხსენებათ, პირველივე დღიდან მთავრობა იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, დამერწმუნეთ, არ მინდა ეს სიტყვა გამოვიყენო, მაგრამ თუ აპოკალიფსი იქნება, ჩვენ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით და ამისი პრობლემა საბჭოს არც ერთ წევრს არასდროს ჰქონია. სიმართლე არის ის, რასაც საბჭოს წევრები ყვებიან ამ ტრიბუნიდან, რაც არ უნდა მწარე იყოს ეს სიმართლე, ჩვენ ამის თქმას არ მოვერიდებით, ამიტომ გთხოვთ, რომ ინფორმაციის წყაროდ გამოიყენოთ ის, რაც აქ ითქმის, ის, რაც ოფიციალური წყაროებით ვრცელდება, რაც stopcov.ge-ზე დევს, რაზეც ეპიდემიოლოგები გესაუბრებიან და რაზეც საბჭოს წევრები საუბრობენ. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ პირველ რიგში სწორი ინფორმაცია მივიღოთ და მეორე - ერთობლივად ყველამ წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ვირუსის გავრცელებას ერთიანად ვებრძოლოთ,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა