logo2
logo2
არქივი
« მარტი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: საბჭოს ფორმატი არ შეიცვლება და არ დაემატება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი, მიზეზი არის ერთადერთი - აქ მიიღება სწრაფი გადაწყვეტილებები
ნათია მეზვრიშვილი: საბჭოს ფორმატი არ შეიცვლება და არ დაემატება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი, მიზეზი არის ერთადერთი - აქ მიიღება სწრაფი გადაწყვეტილებები
15:49 21.10.2020
საბჭოს ფორმატი არ შეიცვლება და არ დაემატება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი, მიზეზი არის ერთადერთი - აქ მიიღება სწრაფი გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საბჭო უნდა იყოს ქმედითი, რადგან ის მართავს ქვეყანაში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას, იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და აკისრია კონკრეტული პასუხისმგებლობა.

„უწყებათაშორისი საბჭო არ გახლავთ ფორმატი, სადაც არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები იხილება. ამაზე მუშაობს ცესკო და შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. ეს გახლავთ ფორმატი, სადაც კონკრეტული, სწრაფი გადაწყვეტილებები მიიღება. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ რაიმე ფორმით საბჭო გახდეს არაქმედითი. ჩვენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ისე სახალხო დამცველთან ძალიან ბევრ პლატფორმაზე გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობის ისტორია, მათ შორის კოვიდის მართვის პროცესში. მე არ მგონია, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას და სახალხო დამცველის ოფისის ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემა ჰქონოდა. ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს. რაც შეეხება საბჭოს ფორმატის ცვლილებას, საბჭოს ფორმატი არ შეიცვლება და არ დაემატება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი. მიზეზი არის ერთადერთი - აქ მიიღება სწრაფი გადაწყვეტილებები. ეს საბჭო უნდა იყოს ქმედითი, საბჭო მართავს ქვეყანაში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას, იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და აკისრია კონკრეტული პასუხისმგებლობა. თუ ვინმეს უნდა, რომ ამ პროცესში წვლილი შეიტანოს, არაერთხელ ვთქვით - ჩვენ კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა გავერთიანდეთ, ჩვენ გვჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციების თანადგომა. ამ ადამიანებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ცნობიერების ამაღლებაში, შეუძლიათ საზოგადოებას დაეხმარონ, როგორ დაიცვან წესები, მოუწოდონ, რომ გაიკეთონ პირბადე, დაიცვან დისტანცია. მათ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვთ ამ ყველაფერში და თუ ამ მხრივ შეიტანენ თავიანთ წვლილს, ჩვენ მხოლოდ მადლობლები ვიქნებით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა