logo2
logo2
არქივი
« მარტი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: სტუდენტები ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში ისწავლიან ზუსტად იმ პროგრამებით, რითიც მათი თანატოლები სწავლობენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში
მიხეილ ჩხენკელი: სტუდენტები ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში ისწავლიან ზუსტად იმ პროგრამებით, რითიც მათი თანატოლები სწავლობენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში
15:45 21.10.2020
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, KIU-ს საპატიო პრეზიდენტმა პროფესორმა ვოლფგანგ ა. ჰერმანმა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა მიულოცა.

მიხეილ ჩხენკელი: „დღეს ჭეშმარიტად ისტორიული დღეა! მსურს, პირველ რიგში, მივულოცო ეს დღე სტუდენტებს. დღეს დილით, ძალიან ემოციური მომენტი იყო, როდესაც პირველკურსელებმა უნივერსიტეტის ფიცი დადეს.

მინდა მივულოცო მთელ საქართველოს, ჩვენს საზოგადოებას ასეთი ბრწყინვალე უნივერსიტეტის დაარსებისა და გახსნის დღე. ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტი არის მსოფლიო სტანდარტის მქონე ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი. ამ უნივერისტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამ რანგისა და ამ მასშტაბის უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც შეადგენს ერთ მილიარდ ევროს. ეს არის ბრწყინვალე საჩუქარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, საქართველოს აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისათვის. უღრმესი მადლობა მას ამ ქველმოქმედებისთვის.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტი მართლაც უნიკალური უნივერისტეტია. მინდა გამოვყო რამდენიმე მთავარი მიმართულება. პირველ რიგში, როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის აკადემიური პროგრამები დაფუძნებულია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტები ამ უნივერისტეტში ისწავლიან ზუსტად იმ პროგრამებით, რითიც მათი თანატოლები სწავლობენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში. ეს არის გარანტია იმის, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის კურსდამთავრებულები იქნებიან კონკურენტუნარიანები მსოფლიო ასპარეზზე. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ უნივერისტეტის განვითარების კონცეფცია და უნივერსიტეტის ფილოსოფია დამყარებულია სწორედ ამ მიდგომაზე. მომდევნო წლებში უნივერსიტეტში გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები და თითოეული მათგანი დაფუძნებული იქნება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე.

ასევე, ხაზგასასმელია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები, როგორც ტრადიციულ ფორმატში, აუდიტორიებში, ასევე ონლაინ.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ამ უნივერისტეტის სამეცნიერო კვლევითი მხარე, რომელიც ძალიან აქტიურად და თვალნათლივ იქნება წარმოდგენილი ყველა ფაკულტეტზე. რამდენიმე წელიწადში უნივერსიტეტში ფუნქციონირებს დაიწყებს ადრონული თერაპიის ცენტრი. ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში IBA-ში მიმდინარეობს ციკლოტრონის დამზადება და აწყობა. ეს პროექტიც დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ხოლო მეორე ციკლოტრონი – სამეცნიერო პროცესს. პირადად შევხვდი მსოფლიოს წამყვან მკვლევარებს ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით, მათ უკვე გამოთქვეს მზაობა და დიდი ენთუზიაზმი, რომ ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი აქ, ქუთაისში. შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი გახდება მსოფლიო მნიშვნელობის აკადემიური და სამეცნიერო კერა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველო დასვა მსოფლიო აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით რუკაზე. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი განათლებული და წარმატებული საქართველოსთვის.“

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა