logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
logo2
„ქართული ოცნების“ ლიდერები ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა
„ქართული ოცნების“ ლიდერები ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა
00:09 17.10.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში, ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ, რომელიც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა.

თეატრის სარესტავრაციო სამუშაოები 2016-დან 2020-წლამდე მიმდინარეობდა და მისმა ღირებულებამ 20 მილიონი ლარი შეადგინა.

ჩატარდა სრული სარეკონსტრუქციო და სარესტავრაციო სამუშაოები - დაზიანებული კედლები სრულად გამაგრდა, შეიცვალა სახურავი, რესტავრაცია ჩაუტარდა შენობის შიდა და გარე ფასადებს. სრულად აღდგა თეატრის დიდი დარბაზის ჭერის მოხატულობა, განახლდა ტექნიკური აღჭურვილობა, მოეწყო დიდი და მცირე სცენის თანამედროვე მექანიზაციის, განათების და გახმოვანების სისტემები. მოპირკეთდა გარე ტერიტორია, მოეწყო გამწვანება და სხვ.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ფონდი „ქართუს“ უმნიშვნელოვანეს წვლილს, ქვეყნის მასშტაბით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენისა და განვითარების მიმართულებით.

მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში, ფონდ ,,ქართუს’’, მთელი საქართველოს მასშტაბით, 13 თეატრის სარესტავრაციო და ტექნიკური აღჭურვილობის სამუშაოები აქვს დაფინანსებული, კერძოდ, დაფინანსდა - რუსთაველის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, დუმბაძის, გრიბოედოვის, გაბრიაძის, თავისუფალი თეატრის, თბილისის სომხური თეატრის, ოპერისა და ბალეტის თეატრის, ბათუმის, სენაკის, ოზურგეთისა და ზუგდიდის თეატრების სრული სარესტავრაციო სამუშაოები.

გარდა ამისა, ფონდი 2000 წლიდან ახორციელებს თეატრების თანამშრომელთა ყოველთვიური საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამას. მხოლოდ სარესტავრაციო და ყოველთვიური დაფინანსების პროგრამები, ფონდ „ქართუს“ 200 მილონზე მეტით აქვს დაფინანსებული.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა