logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
logo2
ეკა დგებუაძე: წელს, საქართველოს მასშტაბით 600-ზე მეტ სკოლაში ჩატარდა სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია და ჰიგიენურ-სანიტარიული მდგომარეობა მოწესრიგდა
ეკა დგებუაძე: წელს, საქართველოს მასშტაბით 600-ზე მეტ სკოლაში ჩატარდა სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია და ჰიგიენურ-სანიტარიული მდგომარეობა მოწესრიგდა
23:18 16.10.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, დღეს, განათლების სისტემის პრიორიტეტი არის სკოლებში ჰიგიენა-სანიტარიის მოწესრიგება და ამ მიმართულებით უზარმაზარი სამუშაოები ჩატარდა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოსწავლის, მასწავლებლის, მშობლის, სკოლის ადმინისტრაციისა, თუ ტექნიკური პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ამიტომ დღეს, განათლების სისტემის პრიორიტეტი არის სკოლებში ჰიგიენა-სანიტარიის მოწესრიგება და ამ მიმართულებით უზარმაზარი სამუშაოები ჩატარდა.

ამ მიმართულებით წელს, საქართველოს მასშტაბით 600-ზე მეტ სკოლაში ჩატარდა სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მოწესრიგდა საპირფარეშოები და ზოგადად ჰიგიენა-სანიტარიის ნაწილი კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანეთ. გავხსენით 15 ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა.

სკოლები უზრუნველყოფილი და აღჭურვილია ყველა საჭირო ჰიგიენურ-სანიტარული საშუალებებით, უზრუნველყოფილია წყლით და სხვა.

ამიტომ მინდა მშობლები დავამშვიდო და განვაცხადო, რომ ამ მიმართულებას მკაცრად აკონტროლებს განათლების სამინისტრო, რათა დაცული იყოს თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

რაც შეეხება მასწავლებლებისა და მოსწავლეების უსაფრთხოებას, სკოლა მუდმივად ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რასაც ჩვენი კოლეგები ჯანდაცვის სამინისტროდან გვაძლევენ. თუ სკოლაში მასწავლებელს ან სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა ინფექცია, სკოლის დირექცია დაუყოვნებლივ ატყობინებს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებებს. მუნიციპალური, თუ დიდი ქალაქების დონეზე სწორედ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად ხდება სკოლის ან ერთი კონკრეტული კლასის გადასვლა დისტანციურ სწავლებაზე" - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა