logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
logo2
საქართველოს ბანკი მოსწავლეებს ახალ სასწავლო სივრცეებს სთავაზობს
საქართველოს ბანკი მოსწავლეებს ახალ სასწავლო სივრცეებს სთავაზობს
17:51 16.10.2020
საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. მიმდინარე სასწავლო პროცესის მხარდასაჭერად ბანკი მოსწავლეებს ახალ, საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქიურ სასწავლო სივრცეებს- იდეათეკებს „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში სთავაზობს. პროექტის მიზანია, დისტანციური სწავლება კიდევ უფრო საინტერესო და ინტერაქციული გახადოს.

პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 4 საჯარო სკოლაში (ფოთი, თბილისი, დიცი და ხურვალეთი) სრულად აღიჭურვა იდეათეკები. მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველოს ბანკმა შეძლო არაფორმალური განათლებისთვის მისი ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი სივრცეები დისტანციურ რეჟიმში ფუნქციურად კიდევ უფრო მეტად დაეტვირთა.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით და სკოლების ადმინისტრაციების დახმარებით, იდეათეკები უკვე აქტიურ რეჟიმში ფუნქციონირებენ. არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, ბანკი პროექტის პარტნიორებთან ერთად მოსწავლეებს იდეათეკებიდან ონლაინ გაკვეთილებს სთავაზობს, რომელიც საგნების მიხედვით უზრუნველყოფილია შესაბამისი რესურსით. ასევე, მოსწავლეებისთვის საინტერესო სპიკერები ონლაინ შეხვედრებს იდეათეკებიდან გაუძღვებიან.

გარდა ამისა, მაღალი კლასის მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, უსაფრთხოების წესების დაცვით, 5 კაციან ჯგუფებად შეიკრიბონ სივრცეებში და იმუშაონ კონკრეტულ პროექტებზე, რომელსაც დანარჩენ კლასელებს ონლაინ ფორმატში წარუდგენენ. დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის კი გაიმართება ონლაინ ლიტერატურული კითხვის დღე, რომლის ფარგლებშიც ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლები იდეათეკების სივრციდან ჩაერთვებიან მოსწავლეების გაერთიანებულ ჯგუფებს და წაიკითხავენ წიგნებს.

„მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მომავალი თაობების განათლებასა და განვითარებაში. პანდემიის პირობებში განათლების ხელშეწყობის მიზნით ჩვენ დავინახეთ შესაძლებლობა, თუ როგორ გამოგვეყენებინა არსებული სივრცე და რესურსები დისტანციურად და მოხარული ვართ, მოსწავლეებს წარვუდგინეთ ახალი სასწავლო სივრცე იდეათეკების სახით. ვფიქრობთ, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდების მრავალმხრივ განვითარებას. განათლების მხარდაჭერა ჩვენთვის ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტად რჩება“ - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა