logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
logo2
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა
16:01 12.10.2020
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქის საჯარო ბაგა-ბაღებში, ახალი, 2020-2021 სააღმზრდელო წელი დაიწყო. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე სააღმზრდელო პროცესის წარმართვას დიდუბის რაიონში მდებარე N93 და N102 საბავშვო ბაღებში გაეცნო, სადაც დღეს აღსაზრდელების პირველი ნაკადი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების შესაბამისად მიიღეს.

„მინდა, ყველა პატარას მივულოცო სააღმზრდელო პროცესის დაწყება, განსაკუთრებით კი N93 და N102 ბაღების აღსაზრდელებს, რადგან მათ სრულიად განსხვავებულ, თანამედროვე და ადაპტირებულ გარემოში მოუწევთ სკოლამდელი განათლების მიღება. მართალია, პანდემიის გამო, ბავშვების მიღება განსხვავებული წესებითა და ფორმატით გვიწევს, მაგრამ ეს უპირველესყოვლისა, სწორედ ჩვენი პატარების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

უწყების ცნობით, N102 და N93 საბავშვო ბაღების მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. სკოლამდელი დაწესებულებები ათჯგუფიანია და 300-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობები ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოებისთვის სავალდებულო საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად; დამონტაჟებულია უსაფრთხოების ბადეები, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, ლიფტი შშმ პირთათვის და საევაკუაციო კიბეები; ბაღს აქვს გამწვანებული ეზო და თანამედროვე სათამაშო სივრცეები.

დედაქალაქში, ამჟამად, 183 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა