logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
logo2
გიორგი გახარია თბილისის ცენტრალური პარკის პროექტზე: უნდა აღვნიშნოთ ბიძინა ივანიშვილის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, როგორ შეიძლება ემსახურო და იზრუნო შენს ხალხზე
გიორგი გახარია თბილისის ცენტრალური პარკის პროექტზე: უნდა აღვნიშნოთ ბიძინა ივანიშვილის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, როგორ შეიძლება ემსახურო და იზრუნო შენს ხალხზე
11:09 06.10.2020
თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის დაწყების ღონისძიება ყველას დაგვამახსოვრდება და 2 წელიწადში, როდესაც ეს პროექტი დასრულდება, როდესაც თბილისს, როგორც მსოფლიოს ბევრ დედაქალაქს, ექნება გამწვანების უმაღლესი ზონა, რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველანი ერთად, იქ, კიდევ ერთხელ შევხვდებით და აღვნიშნავთ ამ დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა თბილისის ცენტრალური პარკის პროექტზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ აქაც გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, როგორ შეიძლება პირადით ემსახურო საზოგადოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის დაწყების ღონისძიება ყველას დაგვამახსოვრდება და 2 წელიწადში, როდესაც ეს პროექტი დასრულდება, როდესაც თბილისს, როგორც მსოფლიოს ბევრ დედაქალაქს, ექნება გამწვანების უმაღლესი ზონა, რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველანი ერთად, იქ, კიდევ ერთხელ შევხვდებით და აღვნიშნავთ ამ დღეს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პროექტი უკვე დაიწყო და 2 წელიწადში თბილისს ასეთი სივრცე ექნება. კახიმ უკვე ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის ეკოლოგიურად მწვანდე ზონების მოწყობა და აქ, რა თქმა უნდა, თვალსაჩინოა ბევრი წარმატება, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ღვაწლი, ბიძინა ივანიშვილის ის ხელწერა, რომელიც აქაც გამოჩნდა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, როგორ შეიძლება პირადით ემსახურო საზოგადოს, როგორ შეიძლება იზრუნო შენს ხალხზე და რა თქმა უნდა, ამ ხელწერის გამომსახველი მაგალითი არ არის მხოლოდ ცენტრალური პარკი. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ბათუმის ბოტანიკური ბაღი, თბილისის ბოტანიკური ბაღი, დენდროლოგიური პარკი, ახლა ცენტრალური პარკი და რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს მთაწმინდის გამწვანების პროექტი, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ყველაფერი ეკოლოგიური კომპონენტის გარდა შეიცავს თითოეული მოქალაქის, ამ ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების სტილის ცვლილებას.

„ჩვენ გვექნება უბრალოდ ისეთი სივრცეები, სადაც ჩვენი ბავშვები გაიზრდებიან და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, პანდემიის პირობებში, როდესაც გლობალურად, საქართველოც და მსოფლიოც ებრძვის ამ გამოწვევას, ყველანი კარგად ვხვდებით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს იმ მწვანე ზონებს, რომლებიც უნდა მოეწყოს ქვეყნის მასშტაბით და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი მაგალითია ქველმოქმედების, რომელზეც როგორც კახიმ ბრძანა, მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ამასთან ერთად მინდა, მერიას წარმატება ვუსურვო, დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი დათქმულ ვადებში განხორციელდება და ქალაქს შეემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მწვანე ზონა. გილოცავთ ამას, პირველ რიგში, თბილისელებო, საქართველოს მოქალაქეებო და საბურთალოელებო განსაკუთრებით“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა