logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფომ შექმნა ყველა ინსტრუმენტი და გარანტიები იმისთვის, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფომ შექმნა ყველა ინსტრუმენტი და გარანტიები იმისთვის, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს
19:36 16.09.2020
„იცით, რომ რთველი საკმაოდ აქტიურ ფაზაშია. დღეღამური გადამუშავება 10 000 ტონას აღემატება. ამ მომენტისთვის, კახეთის რეგიონში, 60 000 ტონა ყურძენია ინდუსტრიულად გადამუშავებული. ყურძნის სიმწიფე კარგია ყველა მუნიციპალიტეტში და ახლა, ყურძნის კრეფა და ჩაბარება ადგილწარმოშობის ზონებში - გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში დაიწყება" - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა: 

"მინდა გამოვეხმაურო გარკვეული პოლიტიკური ძალების აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ქმედებებს. ეს არის პოლიტიკური პოპულიზმი, საკმაოდ მდარე, პოპულისტური ნაბიჯები, რომელიც ჩვენი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობს, არანაირად არ პასუხობს და პირიქით, აზიანებს ფერმერების ინტერესებს და ხელს უშლის პროცესის სწორად, ლოგიკურად წარმართვას.

იმ პერიოდში, როდესაც კოვიდ 19-ის პანდემიის გამო გართულდა გაყიდვები, ტურისტული ინდუსტრია, რომელიც არის ძირითადი მყიდველი, იყო შეზღუდული, HORECA სეგმენტს ჰქონდა დარტყმა ყველა სამიზნე ბაზარზე, განსაკუთრებით გართულდა პრემიუმ ხარისხის პროდუქციის რეალიზაცია.

წინასწარი შეფასებით, პრაქტიკულად მოსავლის 80 % იქნებოდა ჩაუბარებელი, რადგან კერძო სექტორში არ იქნებოდა საკმარისი ფინანსური რესურსი ბაზარზე ყურძნის შესაძენად. იმ ღონისძიებების შედეგად, რომელიც ჩავატარეთ, ჩვენ შევძელით, კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნის მნიშვნელოვნად გაზრდა.

ამავე დროს, ავამოქმედეთ მეორე ინსტრუმენტი, რომელიც უკავშირდება პირდაპირ ფასებს. ეს არის რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე პირდაპირი სუბსიდირება, რომელიც 1 კგ ყურძენზე დაახლოებით, 30 თეთრით განისაზღვრა. დაიდო პირობა, რომ მინიმალური ფასი, რომელსაც კომპანიები გადაიხდიდნენ სუბსიდირების, კომპენსაციის მიღების შემთხვევაში, იქნებოდა 80 თეთრი და ეს არის ის საფასო ნიშნული, რაც ჩვენი მევენახე ფერმერების ინტერესების დაცვას პასუხობს და რა თქმა უნდა, ისინი მოგებით შეძლებენ თავიანთი შრომით მოწეული პროდუქტის რეალიზებას.

სახელმწიფომ შექმნა ყველა ინსტრუმენტი და გარანტიები იმისთვის, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს. ასევე, გამოიყო სახსრები სახელმწიფო კომპანიისთვის, რათა ყველა ღონისძიების მიუხედავად, ჭარბი მოსავლის დარჩენის შემთხვევაში, მან ჩაიბაროს და გადაამუშაოს ყურძენი. ეს იმ პირობებში, როდესაც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უბრალოდ ვენახებში დატოვონ მოუკრეფავი ყურძენი, იმის გამო, რომ ჭარბი სიმძლავრეები, კონკრეტული მოცულობები არ არსებობს, რომ ჩაიწუროს ყურძენი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა