logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ერთი პარტიის გამოსვლა მოსახლეობის აზრს არ ნიშნავს - ეს არის სპეკულაცია
ლევან დავითაშვილი: ერთი პარტიის გამოსვლა მოსახლეობის აზრს არ ნიშნავს - ეს არის სპეკულაცია
17:20 16.09.2020
„დღესაც ჩატარდა აქცია კახეთში და ეს იყო პოლიტიკური სპეკულაცია. როდესაც კონკრეტულად ერთი პარტიის რამდენიმე აქტივისტი გამოვა და რაღაცას იტყვის, ეს არ არის მოსახლეობის საყოველთაო აზრი. გთხოვთ, ჟურნალისტებს - არ ენდოთ არც ჩემ ნათქვამს, არც ოპონენტების სიტყვას, შეხვდით მოსახლეობას და გულწრფელად ჰკითხეთ, რა ჯდება მოსავლის მიღება" - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.

"ჩემი პირადი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტად გაიყიდოს ნებისმიერი პროდუქტი და ეს არ ეხება მხოლოდ ყურძენს. ჩემი ინტერესია, რომ ფერმერს მეტი შემოსავალი ქონდეს, რადგან თუ კმაყოფილი იქნება ფერმერი, ე.ი. ჩვენ კარგად ვმუშაობთ.

ჩვენი საქმე ფაქტობრივად ამით იზომება, მაგრამ ობიექტური რეალობაც გასათვალისწინებელია. ამ ობიექტურ რეალობაში, საუბარია იმაზე, რომ ეს ფასი, ნამდვილად სრულად ფარავს დანახარჯებს და ფერმერი იღებს მოგებას, თან იმ პირობებში, როდესაც ბევრ სხვა ქვეყანაში, ევროპის ქვეყნებს ვგულისხმობ, რთული ვითარებაა მევენახეობა-მეღვინეობის დარგში. ეს არის თანხა, რომელიც გადასახადის გადამხდელებმა, თბილისელებმა, იგივე თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებმა, გადაიხადეთ ბიუჯეტში და სოლიდარობის პრინციპით გაუნაწილეთ ჩვენს მევენახეებს კახეთში, რათა რთული პერიოდი გადავაგოროთ და ამ რთულ პერიოდში, არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. ინტენსიურად მიმდინარეობს ყურძნის კრეფა. დღეში ათიათას ტონაზე მეტი ყურძნის ჩაბარება-გადამუშავება ხდება და ეს უპრეცედენტოდ მაღალი ციფრებია ამ პირობებში. ასე რომ, არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. საბოლოოდ, ჩვენ რთველს დავამთავრებთ წარმატებით და ვნახავთ, რომ ესეც ისეთივე ორგანიზებული და მაღალდონეზე ჩატარებული რთველი იქნება, როგორიც მანამდე, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა