logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
logo2
logo2
თსუ - ში საერთაშორისო კონფერენცია „სოციალური ერთობა შავი ზღვის რეგიონში“ გაიმართა
თსუ - ში საერთაშორისო კონფერენცია „სოციალური ერთობა შავი ზღვის რეგიონში“ გაიმართა
15:20 16.09.2020
საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „სოციალური ერთობა შავი ზღვის რეგიონში“ გაიმართა, რომლის ორგანიზატორი შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელი (BSUN) იყო ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად.

კონფერენციას, რომელსაც ესწრებოდნენ ბუქარესტის უნივერსიტეტის რექტორი მარიან ფრედა, რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი ემილ კონსტანტინესკუ, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) გენერალური მდივანი ასაფ ჰაჯიევი, BSEC-ის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე რობერტა ალმა ანასტასე და სხვა ოფიციალური პირები, BSUN-ის პრეზიდენტმა პერიკლეს მიტკასმა გახსნა. ონლაინ კონფერენციაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გიორგი შარვაშიძე გამოვიდა სიტყვით.

გიორგი შარვაშიძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონის თავისებურებებზე, როგორებიცაა მრავალეთნიკურობა, გაზსადენებისა და სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა და აქცენტი გააკეთა იმ წვლილზე, რომელიც რეგიონს შეაქვს ევროპაში კეთილდღეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. რექტორმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა კოვიდ19-ის გავრცელებით გამოწვეულ სირთულეებზე, რამაც საფრთხე შეუქმნა შარვაშიძის თქმით, აუცილებელია უნივერსიტეტებმა ახალი ნიშა მონახონ გამოწვევებთან ბრძოლის და სოციალური თანასწორობის გაძლიერების გზაზე. მან კონფერენციის მონაწილეებს სოციალური თანადგომის ქართული მაგალითების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები აზერბაიჯანულენოვანი მოქალაქეებით დასახლებულ რეგიონში ეპიდემიოლოგებს მოსახლეობასთან კომუნიკაციაში ეხმარებოდნენ. სოციალური სოლიდარობის კარგი მაგალითი აჩვენეს თსუ-ს პროფესორებმა, სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, როდესაც თავდაუზოგავი შრომის შედეგად შეძლეს გასულ სემესტრში სწავლების დისტანციურ რეჟიმში დაწყება.

თსუ რექტორის განმარტებით, ეპიდგარემომ ყველაზე მეტად განათლების ინტერნაციონალიზაციას შეუქმნა საფრთხე, რადგან სტუდენტებისა და პროფესორების მობილობა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების თუ ზოგადად, განათლების ხარისხის ამაღლების ერთ-ერთი ქმედითი საშუალება იყო. თუმცა, შარვაშიძის თქმით, ამ სირთულემ დადებითიც მოიტანა - უნივერსიტეტების დიდმა ნაწილმა, მათ შორის თსუ-მ უნიკალური სამეცნიერო-საგანმანათლებლო ბიბლიოთეკა ხელმისაწვდომი გახადა ყველასთვის.

რთულმა ეპიდგარემომ კიდევ ერთი თვალისაზრით მოიტანა სიახლე - პანდემიამ დისტანციური განათლება რეალობად აქცია. ყველა ქვეყანაში ეროვნული კანონმდებლობის დონეზე რეგულირდებოდა და რიგ შემთხვევებში იზღუდებოდა კიდეც დისტანციური სწავლება. კოვიდ19-ის გავრცელებისთანავე კი აუცილებელი გახდა კანონმდებლობების გადახედვა და დისტანციურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
შავი ზღვის უნივერისტეტების ქსელის მიერ ორგანიზებულ ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობას ერთობის წევრი უნივერსიტეტები, განათლების ექსპერტები, საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები იღებენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა