logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებს: მადლობა თქვენი გამძლეობის, პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის
მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებს: მადლობა თქვენი გამძლეობის, პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის
11:12 15.09.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ახალი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიმართავს:
„2020 წელი, პანდემიიდან გამომდინარე, გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის. შესაბამისად წლევანდელი სასწავლო წლის დაწყებაც უჩვეულო პირობებში გვიწევს.

თითოეული მოსწავლის, მასწავლებლის, სტუდენტის, ლექტორისა და თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა ჩვენი ხელისუფლების უპირველესი საზრუნავია, ამიტომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებშისასწავლო პროცესი15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენ მუნუციპალიტეტებში საკლასო ოთახებში დაიწყო. 1-ლი ოქტომბრიდან კისწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.


გაზაფხულის სემესტრში პანდემიის პირობებში საქართველოს განათლების სისტემა უმოკლეს დროში ადაპტირდა ახალ რეალობასთან და ჩვენ გუნდურად, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ღირსეულად და სამაგალითოდ გავუმკლავდით არსებულ გამოწვევას. შედეგად, შევინარჩუნეთ განათლების უწყვეტობა და ხარისხი. ამიტომ, ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას ჰიბრიდული სწავლების თვალსაზრისით უკვე საკმაო გამოცდილება აქვს მიღებული.

წინა სემესტრში პროექტი „ტელესკოლა“ იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბურჯი, რომელმაც საშუალება მოგვცა მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა სწავლაზე ხელმისაწვდომობა. ამჟამადაც, 15 სექტემბერს, პროექტი „ტელესკოლა“ იწყებს ფუნქციონირებას. ეს იქნება დისტანციური სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტი, სერიოზული დამატებითი რესურსი ყველა მოსწავლისა და მასწავლებლისთვის.

იმისათვის, რომ წარმატებით დავძლიოთ ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევა, თითოეული მოქალაქისაგან საჭიროა უდიდესი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს. მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით შევძლებთ ამ ყველაფერთან გამკლავებას და სასწავლო პროცესი დაუბრუნდება ჩვეულ გარემოს – ყველა სკოლაში დავბრუნდებით საკლასო ოთახებში, ხოლო უნივერსიტეტებში – აუდიტორიებში.

მე, როგორც, მინისტრი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, უდიდეს მადლობას გიხდით თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს, სტუდენტსა და ლექტორს, მშობელს, საგანმანათლებლო დაწესებულებების უკლებლივ ყველა თანამშრომელს თქვენი გამძლეობის, პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის.
ჯანმრთელობას, წარმატებასა და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ!“ - ნათქვამია მინისტრის მიმართვაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა