logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
logo2
logo2
გიორგი გახარია: პანიკისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს - სისტემა საათივით მუშაობს!
გიორგი გახარია: პანიკისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს - სისტემა საათივით მუშაობს!
16:00 11.09.2020
დღეის მდგომარეობით, გლობალურად, ინფიცირებულების რაოდენობა, სამწუხაროდ, იზრდება. სამწუხაროდ, ინფიცირებულების რაოდენობა, თან მნიშვნელოვნად, იზრდება საქართველოშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს, საქართველოში, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს, რამეთუ, როგორც ეპიდემიოლოგები, ასევე კლინიკური ჯგუფი და მთავრობა, სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და სრულად მართავენ პანდემიის გავრცელების რისკებს.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ, დღეს, რანაირი ნაბიჯიც არ უნდა გადავდგათ, ნებისმიერ ნაბიჯს ეყოლება, როგორც მძაფრი კრიტიკოსების, ასევე მხარდამჭერები, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან და გონივრულობის პრინციპიდან გამომდინარე.

სწორედ ამიტომ, დღეს, დილით, ჩვენ გვქონდა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა და რაც მნიშვნელოვანია, ამ საბჭოს შეხვედრის შემდეგ, ჩვენ გვქონდა კლინიკურ ჯგუფთან შეხვედრა და გარკვეული ანალიზი მოვახდინეთ იმ პროცესების, რომელიც მიმდინარეობს გლობალურადაც და რა თქმა უნდა, საქართველოშიც. პირველი, რისი თქმაც აუცილებელია და უნდა გითხრათ, დღეს, საქართველოში, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს, რამეთუ, როგორც ეპიდემიოლოგები, ასევე კლინიკური ჯგუფი და მთავრობა, სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და სრულად მართავენ პანდემიის გავრცელების რისკებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დამატებითი ღონისძიებები, ან დამატებითი სიმკაცრე უკვე მიღებული ღონისძიებების აღსრულებაში, არ უნდა გამოვავლინოთ. დღეს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დისციპლინა იმ წესების დადგენის, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ, მათი აღსრულების საქმეში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, გლობალურ პანდემიას, ცალკე აღებული ქვეყანა, მათ შორის საქართველო, მარტო ვერ გაუმკლავდება.

„ამიტომ, ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ეფექტური ადაპტაციის პროცესი - სწრაფი გამოვლენა ინფიცირების, სწრაფი მკურნალობა და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქის, სწრაფად, ნორმალურ სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება. ეს პრინციპი არსად არ წასულა და ამ პრინციპზე ვრჩებით.

როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი პანიკის, ვგულისხმობთ იმას, რომ ბოლო 5-6 თვე, ჩვენ გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ყველა ის სისტემა, რომელიც სრულად არის ჩართული ეპიდემიის მართვაში, როგორც მენეჯმენტში, ლოგისტიკაში, ასევე ჰოსპიტალური სისტემის მართვაში ეპიდემიოლოგიური, ან კლინიკური მიმართულებით, დღეს არის აბსოლუტურად სხვა ფორმაში და სხვა მდგომარეობაში. მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, მარტიდან, ეპიდემიოლოგები საქართველოში ახერხებდნენ, დღეში, დაახლოებით 200 PCR ტესტის გაკეთებას, დღეს ქვეყანაში, უპრობლემოდ, საშუალოდ, 8 000 PCR ტესტი კეთდება. ზუსტად, უახლოეს პერიოდში, ეს რაოდენობა გაიზრდება 10 000-მდე და თუ საჭირო იქნა, შემდგომ უკვე ამ რაოდენობის ზრდის პერსპექტივაც არსებობს. ჰოსპიტალურ სისტემაში უკვე ყველა პრევენციის მექანიზმი - 112, პირველადი ჯანდაცვის რგოლი, შემდეგ კარანტინი, გამოვლენა, ჰოსპიტალი - ეს სისტემა უკვე მუშაობს საათივით და აქ, არანაირი შეფერხება არ იქნება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა